ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტოხელა
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2010


როცა

როცა ტკივილი გაიზრდება,
როცა გულია დარდიანი,
როცა ფიქრები აირევა,
როცა ღამეა ავდრიანი...

ან როცა ამ გულს უხარია,
როცა დილა დგება მადლიანი,
როცა ბუნებაც გაიღვიძებს,
როცა აღარ ვარ ჯავრიანი...

მაშინ მეც კალამს მოვიმარჯვებ,
ვწერ ხან მშვიდი, ხან შარიანი,
ნაწერიც გრძნობას ემსგავსება,
თუკი გამომივა აზრიანი...

18/VIII-2010  22:00

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები