| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 24 აგვისტო, 2010 |
პო ზის,როგორც მოაზროვნე, ოგიუსტ როდენს აძლევს საბაბს, ძერწოს არა ორაზროვნად, როგორც მოაზროვნე - პო ზის.
უცვლელია დროთა პოზის სინატიფე და ჩვეული მანერები, პოეზია შვილობილი არის პროზის, შეინახა საუკუნოდ მან ერები.
ამ ყორანზე ითვლის პო ლაქს, ოფლისაგან გადაპოხილს... აკერებენ სვიტერს ფოლაქს, იბადება მადა,პო ხილს როგორც ჩვილი,შეექცევა გამალებით და თვალები მისი ისევ ურულოა... პოს იზიდავს უთეთრესი ტრამალები, ანაბელ ლი მშვენიერი ურჩხულია.
პო ზის,როგორც მოაზროვნე, ოგიუსტ როდენს აძლევს საბაბს, ძერწოს არა ორაზროვნად, როგორც მოაზროვნე პო - ზის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. საინტერესოა და რაღაცნაირად მომწონს საინტერესოა და რაღაცნაირად მომწონს
2. მე მომხიბლა ლექსმა. მე მომხიბლა ლექსმა.
1. რითმა კარგია, როცა ბუნებრივად ზის ლექსში. აქ ეს ვერ დავინახე.
რითმა კარგია, როცა ბუნებრივად ზის ლექსში. აქ ეს ვერ დავინახე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|