 | ავტორი: ნელიკო გოგუაძე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 28 აგვისტო, 2010 |
ხანდახან მომენატრები ხოლმე...არა ხანდახან კი არა, ყოველთვის.... იცი? ბავშვობაში დღიურებს ვწერდი, და იქაც შენ გწერდი, ასე მეგონა სადღაც ახლოს, ჩემს გვერდით არსებობდი, მისმენდი, ზრუნავდი და ცხოვრებს მიადვილებდი. გწერდი წერილებს, თუმცა ვიცოდი, ვერასდროს წიკითხავდი. შენ ყველაფერი იყავი ჩემთვის, ჩემი სახლი სავსე იყო შენით, დღე იწყებოდა და მთავრდებოდა ჩემი გამოგონილი სამყაროთი, სადაც მე პატარა გოგონა ვიყავი, ვცხოვრობდი ერთ პატარა და მყუდრო სახლში, ღამე ვარსკვლავიანი ცას და მთვარეს ვესაუბრებოდი, შენ კი იქვე იყავი და აღარ მეშინოდა. მერე გავიზარდე, ცხოვრება ბევრად უფრო მკაცრი და სასტიკი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ნაწილ ნაწილ დაიშალა ჩემი ოცნების სასახლე და ნანგრევებად იქცა, შენ კი მაინც დარჩი, ჩემი გამოგონილი სამყარო....და ვცდილობდი შემეკოწიწებინა ჩემი დამსხვრეული ბედნერება, მაგრამ არ გამომდიოდა....ვერ ვაკოწიწებდი.
როგორ მინდოდა მოგეწმინდა თვალებზე ცრემლი....
და იცი? ერთ მშვენიერ დღეს ვიგრძენი, რომ მართლა არსებობდი...და შემეშინდა ისე ახლო იყავი ჩემთან, ახლოს და შორს, რადგან ვერასოდეს დაიდებდი ბინას ჩემს სასახლეში.
გული ისე მჭიდროდ შემეკუმშა, თითქოს სასუნთქი გზები გადამიკეტეს...უცებ დაცარიელდა ის სამყარო, სადაც ვცხოვრობდი...და არ ვიცი უკვე რა ჯობდა: რეალობა თუ სამყარო, სადაც არარსებულ მეგობარს ვწერდი წერილებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. როგორ მინდოდა მოგეწმინდა თვალებზე ცრემლი....
და იცი? ერთ მშვენიერ დღეს ვიგრძენი, რომ მართლა არსებობდი.. კარგია როგორ მინდოდა მოგეწმინდა თვალებზე ცრემლი....
და იცი? ერთ მშვენიერ დღეს ვიგრძენი, რომ მართლა არსებობდი.. კარგია
7. ლამაზია, შემოვალ ხოლმე! ლამაზია, შემოვალ ხოლმე!
6. დიდი მადლობა ყველას. მეც გილოცავთ მარიამობას. უფალი იყოს თქვენი მფარველი დიდი მადლობა ყველას. მეც გილოცავთ მარიამობას. უფალი იყოს თქვენი მფარველი
5. საყვარელია +2 საყვარელია +2
4. ყველას გვაქვს ჩვენი პატარა სამყარო,ალბათ დამეთანხმებით,სადაც ჩვენ ვართ დედოფლები,კონკიები ან უბრალოდ სევდიანი ქალები:)
გილოცავთ მარიამობას! ყველას გვაქვს ჩვენი პატარა სამყარო,ალბათ დამეთანხმებით,სადაც ჩვენ ვართ დედოფლები,კონკიები ან უბრალოდ სევდიანი ქალები:)
გილოცავთ მარიამობას!
3. მოვიწონე, გილოცავთ! მოვიწონე, გილოცავთ!
2. გამოგონილი სამყაროც ჩვენი რეალობაა, ნებისმიერ დროს შეიძლება გაცხადდეს!! :) ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან შენი ნაწერი...
მარიამობას გილოცავ! გამოგონილი სამყაროც ჩვენი რეალობაა, ნებისმიერ დროს შეიძლება გაცხადდეს!! :) ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან შენი ნაწერი...
მარიამობას გილოცავ!
1. მრავლისმთქმელია...
მარიამობას გილოცავთ!..
მრავლისმთქმელია...
მარიამობას გილოცავთ!..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|