დაშნა, რაპირა, ესპადრონი, თეთრი ჟილეტი და ბიძაჩემის ცერგაცვეთილი ხელთათმანი, მუჭის ფორმას ასე საწყლად დაჩირებულიც რომ იმეორებს და მძიმე ნიღბის რკინის ბადე, გულჩაჭეჭყილი. ჟღრიალ-ბუბუნი,- - თითქოს ბუდეში გამოეღვიძა სიმებაშლილ ვიოლანჩელოს...
კიდევ რამდენ ხანს შეგვენახა ეს ყველაფერი. კიდევ რამდენ ხანს გვხსომებოდა: ,,- დგომი! ჯდომი! ვარდნა! წახტომი!", ან ბრძოლის შემდეგ ჩალურჯებულ კიდურებზე როგორ გასხამდით თხევად ყინულს, ანდა ,, ეფკამონს'' - როგორ გაზელდით.
დგომი! ჯდომი! ვარდნა! წახტომი!...
აღარც შენი დაზრდილები აღარ არიან. ახლები? რა ვთქვა!
გავყიდეთ სახლი, აქედან ფუძის ანგელოზი გადაიკარგა. ჩვენც - გადავზიდეთ, რაც გვჭირდებოდა, ახალ პატრონებს ჩვენი წარსულის ნარჩენებისგან სხვენიც ხომ უნდა გამოვუცალოთ, მაგრამ რა ვუყოთ ჩვენი ოჯახის მუდმივ აჩრდილებს, ვის აურიონ სიზმარ-ცხადი ამიერიდან, ვინ გააფრთხილონ უიმედოდ, ხელისჩაქნევით, დღეიდან ქეჯნა ვის მოჰგვარონ, ვის ექომაგონ?
შენ გაუძეხი, ბიძაჩემო, დაე, გამოგყვნენ, და გაიფანტონ ოთხივ კუთხივ, სხვებს შეერიონ, ეს სამყარო მართლა დიდია! გავატანთ, რასაც გაიტანენ მენაგვეები, შენსას, - ყველაფერს გარეთ დავდებთ, იქნება გზაზე ალალბედად მოხეტიალე მუშკეტერმა ჩამოიაროს.
ჩხვლეტა! არის!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. მდააა..... ეს საინტერესოა.... არ მიყვარს ასეთი სტილი, მაგრამ საინტერესო რომ არის-ეს უდაოდ!!
წარმატებები
პატივისცემით
ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) მდააა..... ეს საინტერესოა.... არ მიყვარს ასეთი სტილი, მაგრამ საინტერესო რომ არის-ეს უდაოდ!!
წარმატებები
პატივისცემით
ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
15. რაპირა თუ შპაგა ? :) ++ რაპირა თუ შპაგა ? :) ++
14. არ არის ეს პოეზია:) არ არის ეს პოეზია:)
13. მძაფრი, მტკივნეული მოგონებები - ორიგინალური ხერხით მოტანილი მკითხველამდე! ძალიან კარგია! მძაფრი, მტკივნეული მოგონებები - ორიგინალური ხერხით მოტანილი მკითხველამდე! ძალიან კარგია!
12. ვნახე იქეთ:) ნინო ყოფილა:) ვნახე იქეთ:) ნინო ყოფილა:)
11. ქალბატონი ნინო ჩვეულ ფორმაშია!:) ქალბატონი ნინო ჩვეულ ფორმაშია!:)
10. კარგია ქალბატონო ნინო...არ უნდა შეცვლა.
ჩხვლეტა! არის! კარგია ქალბატონო ნინო...არ უნდა შეცვლა.
ჩხვლეტა! არის!
9. მართლაც შიგ გულში ვიგრძენი ჩხვლეტა! კარგია! ძალიან კარგი! 55555555555555555555555555 მართლაც შიგ გულში ვიგრძენი ჩხვლეტა! კარგია! ძალიან კარგი! 55555555555555555555555555
8. მოვიფიქრე, ბექა ძვირფასო! ცალკეული მომენტებიც გავაუმჯობესე. აღარ მგონია, კიდევ რამე შევცვალო. მოვიფიქრე, ბექა ძვირფასო! ცალკეული მომენტებიც გავაუმჯობესე. აღარ მგონია, კიდევ რამე შევცვალო.
6. მადლობა, ბექა საყვარელო! ეგ მსმენია. ჩვენს სახლს კი ფრენია ანგელოზი ჰყავდა, ჩანაფიქრის მიხედვით. ისე, ორივე ვერსიის გათვალისწინებით, ხომ არ სჯობია, ,,გადაიკარგა''? უნდა მოვიფიქრო. მადლობა, ბექა საყვარელო! ეგ მსმენია. ჩვენს სახლს კი ფრენია ანგელოზი ჰყავდა, ჩანაფიქრის მიხედვით. ისე, ორივე ვერსიის გათვალისწინებით, ხომ არ სჯობია, ,,გადაიკარგა``? უნდა მოვიფიქრო.
5. erTi shenishvna mxolod, isic naxevarshenishvna, fudzis angelozi rachashi magalitad, gvelia xshirad...da xels ar daakareben(ar vici rogor cnoben)...es gafrenis ambavshi.... erTi shenishvna mxolod, isic naxevarshenishvna, fudzis angelozi rachashi magalitad, gvelia xshirad...da xels ar daakareben(ar vici rogor cnoben)...es gafrenis ambavshi....
4. ასე ძალიან ჯერ თქვენი ლექსი არ მომწონებია! ალალი 5!!!!! ასე ძალიან ჯერ თქვენი ლექსი არ მომწონებია! ალალი 5!!!!!
3. ჩხვლეტა! კი იყო... და ზუსტად მიზანში... ისე მეტკინა გული...რამდენი სევდა და მოგონება გვაკავშირებს ძველ ნივთებთან... ჩხვლეტა! კი იყო... და ზუსტად მიზანში... ისე მეტკინა გული...რამდენი სევდა და მოგონება გვაკავშირებს ძველ ნივთებთან...
2. როგორც ყოველთის ქალბატონო ნინო. :) როგორც ყოველთის ქალბატონო ნინო. :)
1. დაიხოცნენ შენი დაზრდილი მუშკეტერებიც, ახლები? რა ვთქვა! განა კიდევ იბადებიან?
ჩხვლეტა! არის!
pativiscemit momavali mushketero, ogond chxvleta ar iyos:)
დაიხოცნენ შენი დაზრდილი მუშკეტერებიც, ახლები? რა ვთქვა! განა კიდევ იბადებიან?
ჩხვლეტა! არის!
pativiscemit momavali mushketero, ogond chxvleta ar iyos:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|