ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცალუღელა
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2010


გთხოვ...

ვით ზარი - გზარავს
(მთაში რომ იციან),
წარმართული ლანდი ალქაჯისა -
ქშენა დრაკონული სიცარიელის,
მინავლებული ნაღვერდალი
ყრმობის კერაზე...
დაიღვენთები,
ოდეს ზმანება 
მოგიკაკუნებს გულთან ახლოს,
სულს აგიხრჩოლებს
განვლილ დღეთა ფერფლის
გრიგალი...
ოდეს გათოშილ სანთლის ცხედარს
იმ კერიის სითბოს შესთხოვ...
გთხოვ, ზარს - სიკვდილისფერ სიცარიელის
ნურასოდეს დაუზავდები!
2010 მარტი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები