 | ავტორი: ნინა მოირა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 3 სექტემბერი, 2010 |
კაი, როზა ბებო ასე თუ ისე, გავიცანით, მაგრამ თქვენ არ იცნობთ ჩემს დაქალ ႣႭႣႭს. დოდო შავგვრემანია და როზა ბებოს გერია. ფუ!!! ვერ ვიტან მაგ სიტყვას, მაგრამ ეგრეა, დედა რომ გარდაეცვალა, მერე უკვე როზა ბებო უკეთებდა საჭმელს. ახლა თითონაც მშვენივრად მზარეულობს, ბოლოსდაბოლოს 56 წლისაა და როგორც თითონ იძახის, კერჩხებია ჰოროსკოპით. ისე, ბევრ უცნაურ რამეს იძახის დოდო. მაგალითად ღია ფერის თვალებიან ბიჭებზე იძახის, ამპირივით თვალები აქვთო. თუ ცუდ ხასიეთზეა, ტრესულ მდგომარეობაში ვარო, ფოტოაპარატით რომ დავსდევ, დავაი აქედან, არ ვარ ფოტოგენიალურიო. ყველაზე კეთილია დოდო. და ძალიან სევდიანი თვალები აქვს ხოლმე. ხანდახან იმასაც იძახის, ნეტა თავის დროზე გავთხოვილიყავი, იობანი სვეტ, შვილი მიანც მეყოლებოდაო. გინება უყვარს დოდოს. როდესაც გაიგებს, რომ ვინმემ მაწყენინა, ისე გულიანად შეაგინებს ხოლმე, რომ უკვე მე გადამივლის ხოლმე წყენა. ყავაც უყვარს დოდოს. საღამოობით დამიჭერს ხოლმე: ნინო, მე რომ ყავა მიყვარს, აი, ხომ იცი, ბეზ ასადკიანი, მიდი რა გააკეთე და პადიეზში დავსხდეთ, იქნებ, იმ უცხოელმა ჯოზეფამ გამოიაროს. ბერვი აქვს დოდოს ნანახი. ცუდი ბევრი... რომ ჰკითხო, ყველაზე მეტად როდის შეგეშინდაო, ჯერ გაფითრდება, მერე გეტყვის: აი, ის ერთი იყო ცუდი, იმ ნაბიჭვარმა რომ 500 ლარში გადამაგდო და ბავშვობაში რომ ხვლიკი ამოძვრა თივის ზვინზეო. არ უყვარს დოდოს ხვლიკები და წვრილ სიგარეტს რომ ვეწევი, რა იყო, ნინო, შენც გაპიდარასტდიო, ისე მეუბნება, რომ ყველა ბიჭს მეგობრულად ვუყურებ ხოლმე კაი ხანი. არ უყვარს დასაუთოებელი რამე რომ მაცვია, რა იყო, რომ გათხოვდები და გამოგაგდებენ, ისევ ერთად უნდა ვსვათ ყავაო? თუ უნდა რომ მასიამოვნოს, მაშინ მეუბნება: ჰა, მაიტა, პატარა ყავაში, აი, ასადკიანში, ჩაგიხედავო და მეუბნება ვინ დამირეკავს, ხან თითონაც უდიდდება თვალები, შენი ჩუქჩა პაპაშა დაგირეკავსო. ჩუქჩა პაპაშას ჩემს ჩინელ მეგობარს ეძახის, რომელიც მართლა მამასავით მყავდა. ჩემს ჯინსის კურტკას “ნაბიჭვარ“ კურტკას ეძახის. ორს რომ ათი აკლია, ბეზ დესიწი დვა-ს ეძახის და მაინც ... მაინც ... ყველაზე მართალი, ყველაზე კარგი და ყველაზე დოდოა დოდო!!! ისე, ამ ბოლო დროს ამოიჩემა, ესლე ია ნე ვსდოხნუ, ვ ტვოეი სვაძბე ბუდუ გულაწ-ო. ჩემი ყველაზე დოდო დოდო!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კარგი პორტრეტია:) კარგი პორტრეტია:)
2. მართლაც რომ ვააააააააა......... მართლაც რომ ვააააააააა.........
1. რა ყოფილა ეს დოდო ?.... ვაა .... რა ყოფილა ეს დოდო ?.... ვაა ....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|