ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეიჯეი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 სექტემბერი, 2010


ნახატებით სავსე

მინელდა სიო...
ივნისიც ცვეთს დღეებს და უსასრულობას ატანს თან.

ვერ ვხვდები საიდან იწყები ჩემში... დღეს ასატირებლად მზადაა მთვარე და შენამდე... სადღაც სახლია ნახატებით სავსე...

მე აღარ მიწევს გრძნობების გადაფასება, ახლა შენ შემოქმედობ ჩემში, მოდიხარ ახლოს და მანძილი აღარ რჩება ჩვენში...

დღეს აღარც ღამეა გაოცებული, აღარც ივნისი და არც მე...
ქალაქის განაპირას სახლი გველოდება ნახატებით სავსე, სამყაროს ისევ შურს და ღამეს იფარებს სახეზე.
სიცოცხლე ივსება შენით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები