ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ADOLF KOMUNIST
ჟანრი: იუმორისტული
3 სექტემბერი, 2010


@@@@--ძველები--@@@@@

                ორი ქათმის დიალოგი

-ოჰ, გამარჯობა დეზიკო! რავა ხარ?
-რა ვქნა გოგო... არ მაკოცო გრიპი მაქ!
-როგორ ხარ, რას შვრები?!
-რა ვქნა, მე და ჩემმა ქმარმა საქათმეში რემონტი ჩავატარეთ გენაცვალე, ჩვენი სამ კვერცხიანი საქათმე გავადიდეთ და aხლა 4 კვერცხიანი საქათმე გვაქვს მიშენების პერსპექტივით.
-კარგია გოგო, კარგი, აბა ჩემი ქმარი მთელი დღე ქუჩაში დგას და მამალოს ყიდის...შემჭამა გოგო, შემჭამა,
რაც ის დიდი კვერცხი დავდე, იმის მერე ინდაურზე ეჭვიანობს გოგო...აი მამალოც არ იყიდება და ბაღნებიზა
დეზები ვერ მიყიდია, დახეული დეზებით დეიარებიან...ხო, მართლა, რა ქნა შენმა უფროსმა ბიჭმა, ჩააბარა უნიკვერცხიტეტში?
-ვერა გოგო, ვერ მოვაწყვე, ჩეიჭრა ი სულელი ი. არაა გოგო, აღარაა ის დრო. ჩაწყობის და მოწყობის დროი დამთავრდა გოგო... ადრე სამას კვერცხად ბავშვს მოაწყობდი საქათმო აკადემიაში, ახლა შემიღეს რაცხა ერთიანი კვერცხოვნული გამოცდები და ის თუ ვერ ჩააბარე, დარჩები თურმე უსწავლელი, გოგო.
-აბა ჩემს ქმარს შვილების განათლება სულ ბუნდღაზე ჰკიდია, გოგო, იმიზა მთავარია ჭია არ მოაკლდეს და
სიმინდი...ხო მართლა, შენი ქმარი რაფერაა, რას შვრება?
-ჩემი დააწინაურეს, დღეში ორჯერ ხო ყიოდა, ახლა დღეში სამჯერ ყივის. ხო მართლა, დოდოზე გევიგე, ავად ყოფილა...
-ხო გოგო, სიცხე მიცა, ნისკარტი ქონდა გახინული, კოდალა ექიმს დოუძახეთ და ასე თქვა ჭიები ყავსო და ბულიონის აბაზანები დოუნიშნა გოგო...
-კაი აბა დეზიკო... წევედი საქათმეში თუარა გადირევა ჩემი ქმარი...
-კაი აბა...

დამთავრდა კიდო ერთი დღე სოფელში..........


           
              @ @ @

მიშა გიმღერის ნანასა,
თან ზღაპრებს ყვება ღადავით,
ბოღმამ ყელამდე ამავსო,
ნაგზებდაგებუალადარი,
საქართველოო ლამაზო
სხვა საქართველო სად არი?
ქუჩა საღამოს ინთება,
ქუჩა არცა რის სადარი,
ფანტანი რომ გაბრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი,
დიდება შენდა არქიფო,
სხვა საქართველო სად არი?

           

              @ @ @



                  ორი კამიკაძის დიალოგი

-ოჰ, გამარჯობა შენი ტროტილა! რავა ხარ თუ იცი?
-დამანებე ერთი თავი თუ ბენ ლადენი გწამს, გულზე ვარ გამსკდარი კაცი!
-რა იყო, რამ აგაფეთქა შე კაცო?!
რა იყო და გამოცდაში ჩევიჭერი, არადა მარტო ერთი საკითხი არ ვიცოდი, ანდერძს ვადგენდი და ვერ ვისწავლე...
-კაი ერთი, მაგაზე რავა დეინაღმე შე კაცო, უარესებიც მომხდარა, აი მაგალითად, ხლაპუშკა რო გვყავს, მეზობელი, იმას თურმე კამიკაძე არ უნდოდა რომ გამოსულიყო და ჯერ გვარი გადეიკეთა და მერე სამაზოხიზმო აკადემიაში ჩოუბარებია, ყოველდღე ცემს თურმე მამამისი, მარა მაინც არაა მაგის საშველი!
-მაი რაია, უარესს გეტყვი! აგერ მაგალითად, ფეიერვერკა თურმე დედ-მამას გოუჯავრდა და თავი არ ეიფეთქა!
-კაი, ნუ გადამრიე!
-აბაა! მაგას ხო იცი რა ფეთქებადი ხასიათი აქვს!...ხო, მართლა, ნაღმა ხო გახსოვს შენ?
-კი რავა არა,
-მომკვდარა საწყალი...
-რამ მოკლა აი პატრუქივით ბიჭი?!
-მაღაზიაში შესულა ბომბით, ბომბა არ აფეთქდა და დარდს გადაყოლია თურმე...
-სააწყალი, არ ეწვალა მაინც...
-მაი კი არა მეც ვკვდები გონია! გრიპი მაქ საშინელი და თავი მტკივა მიგჯება!
-მერე გრიპი თუ გაქ ლიმონკიანი ჩაი დალიე და 15 წუთში ისე იქნები თავი თუ გაქ ვერც იგრძნიბ საერთოდ!
-კაი ერთი ნუ ღლიცინებ თუ ბენლადენი გწამს!
-კაი, კარგად.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები