ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაისი
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2010


ფერადია სამყარო! :)

მე სურათების ალბომად შევკრავ
ფეხით შემოვლილ ჩემს დედამიწას
ერთგულ გვერდებად მზეს გამოვარჩევ,
ალმასისფერად დამარცვლილ ზეცას...
მერე შენ ზღაპრულ მდინარეებზე,
მთებზე, ტალღებზე არ მოგიყვები-
ჩაგკიდებ ხელს და სამყაროს გზებზე
შემოგატარებ, (მეც მოვირთვები).
მე თუ სამყაროს ათასფრად ვხედავ
შენც დაინახავ, ხელს თუ ჩამკიდებ!
მე ჩემს სიზმრებსაც ფერადად ვხედავ!
შენც დაინახავ -  გულს ჩაგაბარებ!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები