ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფიდაი
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2010


მთვარე ჩემს ღამეში მქრალი ასანთია...

მთვარე ამ ღამისთვის ჩუმი ასანთია,
ცეცხლი ამ ტყეებმა გულში ჩაიხუტა,
ჩემი ტკივილი და ჩემი აპათია,
გუშინ ამ ხეებთან ერთად დაიღუპა. . .

სული ერთფეროვან სიტყვებს აედევნა,
ჩემი ოცნებები ქვაზე დაამსხვრია,
სიკვდილს ჩემს ნახვაზე თვალი აეცრემლა,
სიკვდილს ჩემს სიკვდილში ხელი არ გასვრია...

გრძნობამორეულმა სისხლმა ამათრია,
სევდა განმიქარვა ცეცხლის მეფეებმა,
ჩემო მიწა-წყალო, ეს რა დაგმართია?!
-მტერი შენს ნასახლარს ნაზად ეფერება...

ქრება ეს ბუნება, მე რაც მაბადია,
ტანჯვა სიახლოვის სუნთქვას გავაყოლე,
ხალხის სიყვარული თბილი ნაბადია,
ღმერთო ბევჯერ გთხოვე, შენ კი არ მათხოვე...

მთვარე ჩემს ღამეში მქრალი ასანთია,
ცეცხლი დედამიწამ გულში ჩაიხუტა,
ჩემი ტკივილი და ჩემი აპათია,
გუშინ სიხარულთან ერთად დაიღუპა. . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები