ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცალუღელა
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2010


***

* * *                               
ტკივილი, ცრემლი, სევდა, 
ამბობენ, მუდამ თან სდევდა,                   
რატომ? არავინ იცის...
თურმე რაღაცას წერდა...
ხშირად ღამეს ათევდა...
ახლაც ღამეა მშვიდი,
ლექსები ცეცხლში იწვის...
სარკმელს ეხება ოდეს
დათოვლილ ნაძვის
წიწვი...
ტკივილი, ცრემლი, სევდა,
ამბობენ, მუდამ თან სდევდა,
რატომ? არავინ იცის...
თუმცა... წერდა!

2004 წ.


           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები