ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2010


მე მონა არ ვიქნები

ნატვრის კალოს დალეწილი ფიქრები,
დამემგზავრნენ სევდიანი ტვირთები,
ოცნებათა დარჩენილი ბინდები,
ვერასოდეს, მონა მე ვერ ვიქნები.

ბოშის ხელში გაცრეცილი კარტები,
ყავის ჭიქის, ფსკერის შავი ლანდები,
ხვალინდელზე მკითხაობენ ჩაჩნები,
უიმედოდ, დღეს აქ მე ვერ დავრჩები.

ჩემო ეგოვ, შენ სულ ჩემთან იქნები,
ცხოვრების ზღვას გაურბიან ვირთხები,
და ზნეობას გვიზომავენ ფლიდები,
ღმერთო, მონა ვერასოდეს ვიქნები.

უმეცართა დაჟანგული ჰანგები,
მომავლის და იმედების ბალღები,
ჩახვეულან ერთმანეთის ბარდებში,
ვარდისა და იასამნის ბაღებში.

მე ალიონს მარად ლოცვით შევხვდები,
და სულითაც ვერასდროს დავბერდები
ვერ დამძირავს შავი ტუზის ფიქრები,
ვერასოდეს, მონა მე ვერ ვიქნები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები