პურის ნაჭრებზე გადავუსვა, რაც მაქვს, კარაქი, ზედ ფენა-ფენა წავაყარო მუჭით შაქარი, რძეში ავთქვიფო ერთი კვერცხი, ცოტა ვანილი და ზედ დავასხა. (თუ რძე არა მაქვს, წყალი - იმავე ოდენობის, შიგ ჩაწურული ცოტა ლიმონიც მისწრებაა, მაგრამ მხოლოდ წყლის შემთხვევაში). საშუალო ცეცხლზე უნდა ვაცხო შეწითლებამდე.
როდესაც ავად მიხდები ხოლმე, ან ვატყობ, როგორ გეძალება ჩრდილოეთის ზღვის ნოსტალგია, შენ - ცნობილ გურმანს ამ პუდინგს გიცხობ და შუქანთებულ ღუმელში მოჩანს შენი პირქუში შოტლანდია და ხმიანობენ იქაური შორი ლანდები.
აი, დამთავრდა უკვე მეორე მსოფლიო ომი, სასტუმრო ოთახს მოყვითალოდ ანათებს ლამფა, უკრავს ფიდელი*, ჰარმონიკა. მაღალი სკამი, სუფრის თავში - - მამას ეკუთვნის, პუდინგის პირველ, დიდ ნაჭერსაც მას არგუნებენ, მერე უფროსი ძმების ჯერია, დედისთვის მუდამ ბოლო რჩება, თუ რჩება რამე. იმასაც, ვითომ დაივიწყებს, ფუსფუსს განაგრძობს, რომ ნაბოლარას მეტი ერგოს. მე დღეს დედაშენს გეთამაშები.
ჩემი ფანჯრიდან ზღვა არ მოჩანს, მხოლოდ მთებია, არეულ ცაზე ეჯახება ღრუბელს - ღრუბელი, - შტორმი იქნება, გასვლა არ ღირს - ამბობ , იღიმი.
ბიძგი, ბრაგუნი... ეს გულია? ჩემი თუ შენი?
არც არაფერი!
ნაოსნობიდან დაბრუნებულ, ძრავაგამორთულ გემებს პორტისკენ მუდამ ასეთი გარე ბიძგებით ეზიდებიან.
----- ფიდელი - სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი, ვიოლინოს მსგავსი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. განწყობის ლექსად აწყობა :) განწყობის ლექსად აწყობა :)
26. ლევან ძვირფასო! მადლობა ასეთი კეთილი გამოხმაურებისთვის., დასაწყისი - ლექსის საერთო კომპოზიციის გამო, ასეთ დუნედ და მშრალად მქონდა ჩაფიქრებული, რადგან ბოლოში რეგისტრი მაქვს ასაწევი. თუ არ ვცდები, ან ამავე ნიკით ან დებორათი ან დიოტიმათი უნდა მედოს ,,ვიტა ბრევის". საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრი. ლევან ძვირფასო! მადლობა ასეთი კეთილი გამოხმაურებისთვის., დასაწყისი - ლექსის საერთო კომპოზიციის გამო, ასეთ დუნედ და მშრალად მქონდა ჩაფიქრებული, რადგან ბოლოში რეგისტრი მაქვს ასაწევი. თუ არ ვცდები, ან ამავე ნიკით ან დებორათი ან დიოტიმათი უნდა მედოს ,,ვიტა ბრევის". საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრი.
25. icit, saertod ar vkitxulobi msgavs leqsebs da rac wamikitxavs ar momwonda (an iqneb chemi brali iyo es ar mowoneba) amas winat wavikitxe "percovka" anu gadaxdilia da didi gavlena moaxdina. dzalian momewona da nelnela daviwye kitxva da atviseba verlibrebisa :) (ramdenad gamomdis ar vici) es leqsi dzalian momewona me, (mindi sheni ar vici) dasasruli dzalian kargia, sainteresod mindinareobs tumca unda vtqva rom tavidan:
პურის ნაჭრებზე გადავუსვა, რაც მაქვს, კარაქი, ზედ ფენა-ფენა წავაყარო მუჭით შაქარი, რძეში ავთქვიფო ერთი კვერცხი, ცოტა ვანილი და ზედ დავასხა. (თუ რძე არა მაქვს, წყალი - იმავე ოდენობის, შიგ ჩაწურული ცოტა ლიმონიც მისწრებაა, მაგრამ მხოლოდ წყლის შემთხვევაში). საშუალო ცეცხლზე უნდა ვაცხო შეწითლებამდე.
ai es dzalian mosawyeni iyo chemtvis.
+5 icit, saertod ar vkitxulobi msgavs leqsebs da rac wamikitxavs ar momwonda (an iqneb chemi brali iyo es ar mowoneba) amas winat wavikitxe "percovka" anu gadaxdilia da didi gavlena moaxdina. dzalian momewona da nelnela daviwye kitxva da atviseba verlibrebisa :) (ramdenad gamomdis ar vici) es leqsi dzalian momewona me, (mindi sheni ar vici) dasasruli dzalian kargia, sainteresod mindinareobs tumca unda vtqva rom tavidan:
პურის ნაჭრებზე გადავუსვა, რაც მაქვს, კარაქი, ზედ ფენა-ფენა წავაყარო მუჭით შაქარი, რძეში ავთქვიფო ერთი კვერცხი, ცოტა ვანილი და ზედ დავასხა. (თუ რძე არა მაქვს, წყალი - იმავე ოდენობის, შიგ ჩაწურული ცოტა ლიმონიც მისწრებაა, მაგრამ მხოლოდ წყლის შემთხვევაში). საშუალო ცეცხლზე უნდა ვაცხო შეწითლებამდე.
ai es dzalian mosawyeni iyo chemtvis.
+5
24. შესაშური ნერვები გაქვთ, ნინო! ძალიან მიყვარხართ! შესაშური ნერვები გაქვთ, ნინო! ძალიან მიყვარხართ!
23. მინდი ძვირფასო! თქვენი ორდღიანი აქტიურობით ამ ლექსის კომენტარებში, თავადაც რომ ვერ მიხვდით, ისე დააკმაყოფილეთ ჩემი, როგორც ავტორის სწრაფვა (იხ. კომენტარი ნომერი ორი). თუ კიდევ განაგრძობთ, უფრო გამახარებთ, ხოლო თუ თანამოაზრეებსაც შემოიერთებთ, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ექნება. მინდი ძვირფასო! თქვენი ორდღიანი აქტიურობით ამ ლექსის კომენტარებში, თავადაც რომ ვერ მიხვდით, ისე დააკმაყოფილეთ ჩემი, როგორც ავტორის სწრაფვა (იხ. კომენტარი ნომერი ორი). თუ კიდევ განაგრძობთ, უფრო გამახარებთ, ხოლო თუ თანამოაზრეებსაც შემოიერთებთ, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ექნება.
22. 20. არც ერთი და არც მეორე, მინდია ძვირფასო! ჩემი ფიქრით, დ. უზნაძის განწყობის თეორიაში უფრო მოიძიება ამაზე პასუხი. თქვენ კი არა, ხანდახან მე თავადაც ისეთ განწყობაზე ვარ, საკუთარ ლექსებს ვკითხულობ და არც იმაგინაცია მიმუშავებს, არც არაფერი მესმის, თითქოს სხვისი დაწერილი იყოს. ნინო დარბაისელი. 2010
ახლა ფსიქოანალიზიც ჩამიტარეთ ბარემ :D
19. ქალბატონო ნინო, რითმიანებით წერეთ, რითმიანები
ფინალი არის ძაან მაგარი.
ფსიქოლოგიაში, ნავით ცურვა სიყვარულის სიმბოლოა გუდა ავალიანი. 2010
ოჰ, მაგ განმარტების მერე ლექსი უფრო მიმზიდველი გახდა =)) 20. არც ერთი და არც მეორე, მინდია ძვირფასო! ჩემი ფიქრით, დ. უზნაძის განწყობის თეორიაში უფრო მოიძიება ამაზე პასუხი. თქვენ კი არა, ხანდახან მე თავადაც ისეთ განწყობაზე ვარ, საკუთარ ლექსებს ვკითხულობ და არც იმაგინაცია მიმუშავებს, არც არაფერი მესმის, თითქოს სხვისი დაწერილი იყოს. ნინო დარბაისელი. 2010
ახლა ფსიქოანალიზიც ჩამიტარეთ ბარემ :D
19. ქალბატონო ნინო, რითმიანებით წერეთ, რითმიანები
ფინალი არის ძაან მაგარი.
ფსიქოლოგიაში, ნავით ცურვა სიყვარულის სიმბოლოა გუდა ავალიანი. 2010
ოჰ, მაგ განმარტების მერე ლექსი უფრო მიმზიდველი გახდა =))
21. ჩემი ფანჯრიდან ზღვა არ მოჩანს, მხოლოდ მთებია, არეულ ცაზე ეჯახება ღრუბელს - ღრუბელი,
მე მხოლოდ ეს შოტლანდიის ცა და მთა მომეწონა...:) ჩემი ფანჯრიდან ზღვა არ მოჩანს, მხოლოდ მთებია, არეულ ცაზე ეჯახება ღრუბელს - ღრუბელი,
მე მხოლოდ ეს შოტლანდიის ცა და მთა მომეწონა...:)
20. არც ერთი და არც მეორე, მინდია ძვირფასო! ჩემი ფიქრით, დ. უზნაძის განწყობის თეორიაში უფრო მოიძიება ამაზე პასუხი. თქვენ კი არა, ხანდახან მე თავადაც ისეთ განწყობაზე ვარ, საკუთარ ლექსებს ვკითხულობ და არც იმაგინაცია მიმუშავებს, არც არაფერი მესმის, თითქოს სხვისი დაწერილი იყოს. არც ერთი და არც მეორე, მინდია ძვირფასო! ჩემი ფიქრით, დ. უზნაძის განწყობის თეორიაში უფრო მოიძიება ამაზე პასუხი. თქვენ კი არა, ხანდახან მე თავადაც ისეთ განწყობაზე ვარ, საკუთარ ლექსებს ვკითხულობ და არც იმაგინაცია მიმუშავებს, არც არაფერი მესმის, თითქოს სხვისი დაწერილი იყოს.
19. ქალბატონო ნინო, რითმიანებით წერეთ, რითმიანები :)
ფინალი არის ძაან მაგარი.
ფსიქოლოგიაში, ნავით ცურვა სიყვარულის სიმბოლოა:) ქალბატონო ნინო, რითმიანებით წერეთ, რითმიანები :)
ფინალი არის ძაან მაგარი.
ფსიქოლოგიაში, ნავით ცურვა სიყვარულის სიმბოლოა:)
18. არც ვცდილობ, რომ დაგითანხმოთ, უბრალოდ მე წავიკითხე ეს ნაწერი თქვენი განმარტებების მერე და მაინც არ მომეწონა, ანუ ან თქვენი მცდელობაა უშედეგო ან მე ვარ დებილი, რაც ფაქტობრივად არცაა მნიშვნელოვანი, ასეთ დებილს თუ შემიძლია ბევრი სხვა, ამ ლექსისგან განსხვავებული ლექსებისგან სიამოვნება მივიღო, რატომ უნდა ველოდო როდის გამინათებს გონებას თქვენი განმარტებები და როდის მომეწონება თქვენი ლექსი, რომელიც სამჯერ წაკითხვის მერეც არ მომეწონა :)
აქვე, შესაძლებელია დავუშვათ, რომ თქვენ თქვენი ლექსით დროს უსწრებთ, ასეთ შემთხვევაში ჩემს რეინკარნაციას მოეწონება ალბათ ეს ლექსი, დაველოდოთ :)
წარმატებები :) არც ვცდილობ, რომ დაგითანხმოთ, უბრალოდ მე წავიკითხე ეს ნაწერი თქვენი განმარტებების მერე და მაინც არ მომეწონა, ანუ ან თქვენი მცდელობაა უშედეგო ან მე ვარ დებილი, რაც ფაქტობრივად არცაა მნიშვნელოვანი, ასეთ დებილს თუ შემიძლია ბევრი სხვა, ამ ლექსისგან განსხვავებული ლექსებისგან სიამოვნება მივიღო, რატომ უნდა ველოდო როდის გამინათებს გონებას თქვენი განმარტებები და როდის მომეწონება თქვენი ლექსი, რომელიც სამჯერ წაკითხვის მერეც არ მომეწონა :)
აქვე, შესაძლებელია დავუშვათ, რომ თქვენ თქვენი ლექსით დროს უსწრებთ, ასეთ შემთხვევაში ჩემს რეინკარნაციას მოეწონება ალბათ ეს ლექსი, დაველოდოთ :)
წარმატებები :)
17. ვერც ამაში დაგეთანხმებით, მინდი ძვირფასო! გემოვნება ზოგ ბედნიერს თანდაყოლილი აქვს, მაგრამ იგი განვითარებადი თვისებაა. როგორ ფიქრობთ, თქვენ იცით, რომ პოეზია -პოეზიაა და რეცეპტი - რეცეპტი , სხვამ კი არა? კრიზისში მოქცეული ჩვენი პოეტური ენის გამდიდრებისა და განვითარების ერთ ერთი მნიშვნელოვანი საშუალება დღესდღეობით სხვადასხვა თანამედროვე დისკურსების შემოტანაა მასში და ეს ტენდენცია არცთუ სუსტია. მე, მაგალითად საჭიროებისამებრ ლექსში ვიყენებ ოქმების, განცხადებების, რეკლამების, სხვა ლაპიდარული ტექსტების ენას. ადრე უფრო ქართულ ზეპირსიტყვიერებაზე გახლდით ორიენტირებული და შესაბამისად მისი ლაპიდარული ჟანრებიდან ანდაზებს, გათვლებსა და გამოცანებს , იდიომებს მივმართავდი, ვიყენებდი მაგიური ტექსტების, შელოცვების სტილსაც. მზამზარეული ენით მზამზარეული სათქმელის დაფიქსირებას ლექსში და ზედ საკუთარი სახელის მიწერას, მირჩევნია, ასეთ, მუდმივ ექსპერიმენტირებაში ვიყო. ყველა ცდა წარმატებას ცხადია, ვერ მომიტანს, ამას შეგუებული ვარ. რადგანაც სხვაგვარად ,,ჩემი'' ლექსი - ლექსი, რომელიც სწორედ მე უნდა დამეწერა და არა სხვას, ვერ შეიქმნება.
ვერც ამაში დაგეთანხმებით, მინდი ძვირფასო! გემოვნება ზოგ ბედნიერს თანდაყოლილი აქვს, მაგრამ იგი განვითარებადი თვისებაა. როგორ ფიქრობთ, თქვენ იცით, რომ პოეზია -პოეზიაა და რეცეპტი - რეცეპტი , სხვამ კი არა? კრიზისში მოქცეული ჩვენი პოეტური ენის გამდიდრებისა და განვითარების ერთ ერთი მნიშვნელოვანი საშუალება დღესდღეობით სხვადასხვა თანამედროვე დისკურსების შემოტანაა მასში და ეს ტენდენცია არცთუ სუსტია. მე, მაგალითად საჭიროებისამებრ ლექსში ვიყენებ ოქმების, განცხადებების, რეკლამების, სხვა ლაპიდარული ტექსტების ენას. ადრე უფრო ქართულ ზეპირსიტყვიერებაზე გახლდით ორიენტირებული და შესაბამისად მისი ლაპიდარული ჟანრებიდან ანდაზებს, გათვლებსა და გამოცანებს , იდიომებს მივმართავდი, ვიყენებდი მაგიური ტექსტების, შელოცვების სტილსაც. მზამზარეული ენით მზამზარეული სათქმელის დაფიქსირებას ლექსში და ზედ საკუთარი სახელის მიწერას, მირჩევნია, ასეთ, მუდმივ ექსპერიმენტირებაში ვიყო. ყველა ცდა წარმატებას ცხადია, ვერ მომიტანს, ამას შეგუებული ვარ. რადგანაც სხვაგვარად ,,ჩემი`` ლექსი - ლექსი, რომელიც სწორედ მე უნდა დამეწერა და არა სხვას, ვერ შეიქმნება.
16. მე ძალიან
(მომეწონა) მე ძალიან
(მომეწონა)
15. პოეზიის სპეციფიკაში გარკვევა ცალკე საკითხია და მიმაჩნია, რომ უშედეგოა, მკითხველს ან მოსწონს ან არა, რაღაცეების გარკვევა ვერ უცვლის გემოვნებას :)
რაც ეხება ლექსს, თავიდანაა თუ ბოლოდან, პროზა პროზაა, რეცეპტი რეცეპტია და პოეზია კიდე პოეზია, პოეტური იმდენად მცირე აქ რომ... ნებისმიერი უნიჭო ურაკპარაკელის ლექსში შეიძლება ნახო ეგეთი გამონათება, მაგრამ არაა საკმარისი. :) :) :) პოეზიის სპეციფიკაში გარკვევა ცალკე საკითხია და მიმაჩნია, რომ უშედეგოა, მკითხველს ან მოსწონს ან არა, რაღაცეების გარკვევა ვერ უცვლის გემოვნებას :)
რაც ეხება ლექსს, თავიდანაა თუ ბოლოდან, პროზა პროზაა, რეცეპტი რეცეპტია და პოეზია კიდე პოეზია, პოეტური იმდენად მცირე აქ რომ... ნებისმიერი უნიჭო ურაკპარაკელის ლექსში შეიძლება ნახო ეგეთი გამონათება, მაგრამ არაა საკმარისი. :) :) :)
14. ვერ დაგეთანხმებით, ველურო ძვირფასო! საინტერესო შენიშვნა გამოხმაურებად მე ყოველთვის მიღირს. ჯერ ერთი, ეს თვითრეფლექსიის კიდევ ერთ საშუალებას მაძლევს, როგორც ავტორს, რაც ზრდის გარანტიაა, მეორეც - ჩემი აზრით, ვეხმარები სხვა მკითხველებსაც არა მხოლოდ ჩემი ლექსის, არამედ ზოგადად პოეზიის ენის სპეციფიკასა და მის ისტორიაში რომ გაერკვნენ. ვერ დაგეთანხმებით, ველურო ძვირფასო! საინტერესო შენიშვნა გამოხმაურებად მე ყოველთვის მიღირს. ჯერ ერთი, ეს თვითრეფლექსიის კიდევ ერთ საშუალებას მაძლევს, როგორც ავტორს, რაც ზრდის გარანტიაა, მეორეც - ჩემი აზრით, ვეხმარები სხვა მკითხველებსაც არა მხოლოდ ჩემი ლექსის, არამედ ზოგადად პოეზიის ენის სპეციფიკასა და მის ისტორიაში რომ გაერკვნენ.
13. გასაგებია ქ-ნო, მაგრამ რა შუაშია პოეტური მეტყველების პროზაიზაციის ისტორია?
მე რაც არ მომეწონა, არ მომეწონა და მორჩა, ეს ჩემი გემოვნებაა, არც ღირდა თქვენი მხრიდან ასეთ გამოხმაურებად, არა მგონია ფილოლოგიურ-ისტორიული ექსკურსი გემოვნებას შემიცვლიდეს. :) გასაგებია ქ-ნო, მაგრამ რა შუაშია პოეტური მეტყველების პროზაიზაციის ისტორია?
მე რაც არ მომეწონა, არ მომეწონა და მორჩა, ეს ჩემი გემოვნებაა, არც ღირდა თქვენი მხრიდან ასეთ გამოხმაურებად, არა მგონია ფილოლოგიურ-ისტორიული ექსკურსი გემოვნებას შემიცვლიდეს. :)
12. ,,ხომ არ გაწუხებთ რომ ვეწევი'' ძვირფასო!
ლამპა/ ლამფა პარალელური ფორმებია და ორთოგრაფიული ლექსიკონი ორივეს უჭერს მხარს. ,,ხომ არ გაწუხებთ რომ ვეწევი`` ძვირფასო!
ლამპა/ ლამფა პარალელური ფორმებია და ორთოგრაფიული ლექსიკონი ორივეს უჭერს მხარს.
11. ველურო ძვირფასო! პოეტური მეტყველების პროზაიზაციის პროცესს უკვე საუკუნოვანი ისტორია აქვს ქართულ პოეზიაშიც. ეს, მეცხრამეტე საუკუნიდან დაწყებული, უპირატესად დაკავშირებულია ნორმატიული ესთეტიკის კრიზისსა და ხელოვნების დარგებში , მათ შორის ლიტერატურაში ჟანრთაშორისი საზღვრების გახსნის მოვლენასთან , მეორე მხრივ - ზუსტად შეგინიშნავთ ჩემი ჩანაფიქრი და მისი განვითარების ეტაპები პროზიდან - პოეზიამდე.: ტექსტი იწყება მაქსიმალურად პროზაულად,კულინარიული რეცეპტით - შემდგომ პროზაულ დისკურსში თანდათანობით იჭრება პოეტური დისკურსი და ფინალში ხდება გადასვლა პოეზიაზე, მაგრამ მეტისმეტად რომ არ ჩატკბეს, მასში მოულოდნელი ბრუნია ჩადებული სიტყვებით ,,არც არაფერი''. გარეგნულად კონკრეტული, მაგრამ შინაგანად დაუზუსტებელი ფინალური სახე კი კი მრავალგვარი ინტერპრეტირების საშუალებას აძლევს მკითხველს. სინტაქსური კონსტრუქცია, რომლის ორი მაგალითიც თავად მოიყვანეთ, საკმაოდ გავრცელებულია, როგორც მეოცე, ასევე ოცდამეერტსე საუკუნის პოეზიაში, ისე ზეპირმეტყველებაშიც , ერთ კიდევ შეგახსენებთ, ჩემს საყვარელს. ,,ეს თოვლია, თუ მიმინომ დააფეთა მტრედები''. ველურო ძვირფასო! პოეტური მეტყველების პროზაიზაციის პროცესს უკვე საუკუნოვანი ისტორია აქვს ქართულ პოეზიაშიც. ეს, მეცხრამეტე საუკუნიდან დაწყებული, უპირატესად დაკავშირებულია ნორმატიული ესთეტიკის კრიზისსა და ხელოვნების დარგებში , მათ შორის ლიტერატურაში ჟანრთაშორისი საზღვრების გახსნის მოვლენასთან , მეორე მხრივ - ზუსტად შეგინიშნავთ ჩემი ჩანაფიქრი და მისი განვითარების ეტაპები პროზიდან - პოეზიამდე.: ტექსტი იწყება მაქსიმალურად პროზაულად,კულინარიული რეცეპტით - შემდგომ პროზაულ დისკურსში თანდათანობით იჭრება პოეტური დისკურსი და ფინალში ხდება გადასვლა პოეზიაზე, მაგრამ მეტისმეტად რომ არ ჩატკბეს, მასში მოულოდნელი ბრუნია ჩადებული სიტყვებით ,,არც არაფერი``. გარეგნულად კონკრეტული, მაგრამ შინაგანად დაუზუსტებელი ფინალური სახე კი კი მრავალგვარი ინტერპრეტირების საშუალებას აძლევს მკითხველს. სინტაქსური კონსტრუქცია, რომლის ორი მაგალითიც თავად მოიყვანეთ, საკმაოდ გავრცელებულია, როგორც მეოცე, ასევე ოცდამეერტსე საუკუნის პოეზიაში, ისე ზეპირმეტყველებაშიც , ერთ კიდევ შეგახსენებთ, ჩემს საყვარელს. ,,ეს თოვლია, თუ მიმინომ დააფეთა მტრედები``.
10. თითქოს :) ეგ შენი აზრია და ვერავინ წაგართმევს :D თითქოს :) ეგ შენი აზრია და ვერავინ წაგართმევს :D
9. აი, დამთავრდა უკვე მეორე მსოფლიო ომი, სასტუმრო ოთახს მოყვითალოდ ანათებს ლამფა, უკრავს ფიდელი*, ჰარმონიკა. მაღალი სკამი, სუფრის თავში - - მამას ეკუთვნის, პუდინგის პირველ, დიდ ნაჭერსაც მას არგუნებენ, მერე უფროსი ძმების ჯერია, დედისთვის მუდამ ბოლო რჩება, თუ რჩება რამე. იმასაც, ვითომ დაივიწყებს, ფუსფუსს განაგრძობს, რომ ნაბოლარას მეტი ერგოს. მე დღეს დედაშენს გეთამაშები.
გამოვარჩიე განსაკუთრებით...
მინდია თითქოს მიზეზებს ეძებდე და ვერც ნახულობდე:) აი, დამთავრდა უკვე მეორე მსოფლიო ომი, სასტუმრო ოთახს მოყვითალოდ ანათებს ლამფა, უკრავს ფიდელი*, ჰარმონიკა. მაღალი სკამი, სუფრის თავში - - მამას ეკუთვნის, პუდინგის პირველ, დიდ ნაჭერსაც მას არგუნებენ, მერე უფროსი ძმების ჯერია, დედისთვის მუდამ ბოლო რჩება, თუ რჩება რამე. იმასაც, ვითომ დაივიწყებს, ფუსფუსს განაგრძობს, რომ ნაბოლარას მეტი ერგოს. მე დღეს დედაშენს გეთამაშები.
გამოვარჩიე განსაკუთრებით...
მინდია თითქოს მიზეზებს ეძებდე და ვერც ნახულობდე:)
8. პურის ნაჭრებზე გადავუსვა, რაც მაქვს, კარაქი, ზედ ფენა-ფენა წავაყარო მუჭით შაქარი, რძეში ავთქვიფო ერთი კვერცხი, ცოტა ვანილი და ზედ დავასხა. (თუ რძე არა მაქვს, წყალი - იმავე ოდენობის, შიგ ჩაწურული ცოტა ლიმონიც მისწრებაა, მაგრამ მხოლოდ წყლის შემთხვევაში). საშუალო ცეცხლზე უნდა ვაცხო შეწითლებამდე.
ეს რეცეპტია ქ-ნო ნინო, (როცა ქალი წერს, არაა სავალდებულო ნაწერშიც ჩანდეს :D)არავითარ ემოციას არ აღძრავს, არ მხიბლავს თავისი მოულოდნელობით და იშვიათი სიმძაფრით, რაც ლექსს უნდა ჰქონდეს.
როდესაც ავად მიხდები ხოლმე, ან ვატყობ, როგორ გეძალება ჩრდილოეთის ზღვის ნოსტალგია, შენ - ცნობილ გურმანს ამ პუდინგს გიცხობ და შუქანთებულ ღუმელში მოჩანს შენი პირქუში შოტლანდია და ხმიანობენ იქაური შორი ლანდები.
ჩვეულებრივი პროზაული აღწერა, პროზის რომელიმე პერსონაჟის მონოლოგი. ღუმელში შოტლანდია რომ მოჩანს აქ ცოტათი არის პოეეზის მცდელობა.
აი, დამთავრდა უკვე მეორე მსოფლიო ომი, სასტუმრო ოთახს მოყვითალოდ ანათებს ლამფა, უკრავს ფიდელი*, ჰარმონიკა. მაღალი სკამი, სუფრის თავში - - მამას ეკუთვნის, პუდინგის პირველ, დიდ ნაჭერსაც მას არგუნებენ, მერე უფროსი ძმების ჯერია, დედისთვის მუდამ ბოლო რჩება, თუ რჩება რამე. იმასაც, ვითომ დაივიწყებს, ფუსფუსს განაგრძობს, რომ ნაბოლარას მეტი ერგოს. მე დღეს დედაშენს გეთამაშები.
პროზა.
ჩემი ფანჯრიდან ზღვა არ მოჩანს, მხოლოდ მთებია, არეულ ცაზე ეჯახება ღრუბელს - ღრუბელი, - შტორმი იქნება, გასვლა არ ღირს - ამბობ , იღიმი.
ბიძგი, ბრაგუნი... ეს გულია? ჩემი თუ შენი?
არც არაფერი!
ნაოსნობიდან დაბრუნებულ, ძრავაგამორთულ გემებს პორტისკენ მუდამ ასეთი გარე ბიძგებით ეზიდებიან.
აქ კი არის პოეზია გემოვნებით, მაგრამ მაინც სუსტი, ისე აქ რა შუაშია და ის გამახსენა "ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!"
ან თუნდაც:
"ო, ყინულების დედოფალო ტკივილს აკვნესებთ, თუ ეს ზვირთების ხმაურია ო ფროილაინ." დაახლოებით :D
:) :) :) პურის ნაჭრებზე გადავუსვა, რაც მაქვს, კარაქი, ზედ ფენა-ფენა წავაყარო მუჭით შაქარი, რძეში ავთქვიფო ერთი კვერცხი, ცოტა ვანილი და ზედ დავასხა. (თუ რძე არა მაქვს, წყალი - იმავე ოდენობის, შიგ ჩაწურული ცოტა ლიმონიც მისწრებაა, მაგრამ მხოლოდ წყლის შემთხვევაში). საშუალო ცეცხლზე უნდა ვაცხო შეწითლებამდე.
ეს რეცეპტია ქ-ნო ნინო, (როცა ქალი წერს, არაა სავალდებულო ნაწერშიც ჩანდეს :D)არავითარ ემოციას არ აღძრავს, არ მხიბლავს თავისი მოულოდნელობით და იშვიათი სიმძაფრით, რაც ლექსს უნდა ჰქონდეს.
როდესაც ავად მიხდები ხოლმე, ან ვატყობ, როგორ გეძალება ჩრდილოეთის ზღვის ნოსტალგია, შენ - ცნობილ გურმანს ამ პუდინგს გიცხობ და შუქანთებულ ღუმელში მოჩანს შენი პირქუში შოტლანდია და ხმიანობენ იქაური შორი ლანდები.
ჩვეულებრივი პროზაული აღწერა, პროზის რომელიმე პერსონაჟის მონოლოგი. ღუმელში შოტლანდია რომ მოჩანს აქ ცოტათი არის პოეეზის მცდელობა.
აი, დამთავრდა უკვე მეორე მსოფლიო ომი, სასტუმრო ოთახს მოყვითალოდ ანათებს ლამფა, უკრავს ფიდელი*, ჰარმონიკა. მაღალი სკამი, სუფრის თავში - - მამას ეკუთვნის, პუდინგის პირველ, დიდ ნაჭერსაც მას არგუნებენ, მერე უფროსი ძმების ჯერია, დედისთვის მუდამ ბოლო რჩება, თუ რჩება რამე. იმასაც, ვითომ დაივიწყებს, ფუსფუსს განაგრძობს, რომ ნაბოლარას მეტი ერგოს. მე დღეს დედაშენს გეთამაშები.
პროზა.
ჩემი ფანჯრიდან ზღვა არ მოჩანს, მხოლოდ მთებია, არეულ ცაზე ეჯახება ღრუბელს - ღრუბელი, - შტორმი იქნება, გასვლა არ ღირს - ამბობ , იღიმი.
ბიძგი, ბრაგუნი... ეს გულია? ჩემი თუ შენი?
არც არაფერი!
ნაოსნობიდან დაბრუნებულ, ძრავაგამორთულ გემებს პორტისკენ მუდამ ასეთი გარე ბიძგებით ეზიდებიან.
აქ კი არის პოეზია გემოვნებით, მაგრამ მაინც სუსტი, ისე აქ რა შუაშია და ის გამახსენა "ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!"
ან თუნდაც:
"ო, ყინულების დედოფალო ტკივილს აკვნესებთ, თუ ეს ზვირთების ხმაურია ო ფროილაინ." დაახლოებით :D
:) :) :)
7. ..
მომწონს.. დასაწყისის მერე უფრო..
ქალბატონო ნინო - ლამფა თუ ლამპა?.. ..
მომწონს.. დასაწყისის მერე უფრო..
ქალბატონო ნინო - ლამფა თუ ლამპა?..
6. მაშინ იქნებ კონკრეტულად ამიხსნათ, რა არ მოგეწონათ. დავუკვირდები და თუ ჭკუაში დამიჯდა, თქვენი რჩევის გათვალისწინებით კიდეც შევცვლი.
მაშინ იქნებ კონკრეტულად ამიხსნათ, რა არ მოგეწონათ. დავუკვირდები და თუ ჭკუაში დამიჯდა, თქვენი რჩევის გათვალისწინებით კიდეც შევცვლი.
5. ოჰ, ქ-ნო ნინო, რამე ამდაგვარს ველოდი თქვენგან :D
ჯერ ეს ერთი მილიონჯერ გამამინუსეთ ლიტგეზე და მას მერე აქ მაინც მოგიწონეთ ლექსი, მასეთი პრიმიტიული არ ვარ.
ეს ლექსი არ მომეწონა, ნაღდად არ მომეწონა.
იხ. ჩემი სხვა პოსტები თქვენს სხვა ლექსებზე, სირცხვილია როცა ასეთ ცილს მწამებთ. :) :) :) ოჰ, ქ-ნო ნინო, რამე ამდაგვარს ველოდი თქვენგან :D
ჯერ ეს ერთი მილიონჯერ გამამინუსეთ ლიტგეზე და მას მერე აქ მაინც მოგიწონეთ ლექსი, მასეთი პრიმიტიული არ ვარ.
ეს ლექსი არ მომეწონა, ნაღდად არ მომეწონა.
იხ. ჩემი სხვა პოსტები თქვენს სხვა ლექსებზე, სირცხვილია როცა ასეთ ცილს მწამებთ. :) :) :)
4. ველურო ძვირფასო! წარმოიდგინეთ, მჯერა თქვენი გულწრფელობისა. ასე ხდება, როცა ლიტ.გეს პორტალზე ვინმეს ლექსი წაიშლება ჩემი მინუსის გამო. თქვენი ლექსი ,,კითხვები'' ამ მხრივ გამონაკლისი ვერ იქნებოდა. ძალიან მძიმე ფორმა აგირჩევიათ იმ ლექსისთვის . იქნებ დაგეშალათ და ახლიდან გადაგემუშავებინათ, მოკლე საზომი შეგერჩიათ. მაშინ ჭარბსიტყვაობა და ჭარბი სახეობრიობაც მოწესრიგდებოდა, ტრივიალური მომენტებისაგანაც მეტად განიტვირთებოდა. ველურო ძვირფასო! წარმოიდგინეთ, მჯერა თქვენი გულწრფელობისა. ასე ხდება, როცა ლიტ.გეს პორტალზე ვინმეს ლექსი წაიშლება ჩემი მინუსის გამო. თქვენი ლექსი ,,კითხვები`` ამ მხრივ გამონაკლისი ვერ იქნებოდა. ძალიან მძიმე ფორმა აგირჩევიათ იმ ლექსისთვის . იქნებ დაგეშალათ და ახლიდან გადაგემუშავებინათ, მოკლე საზომი შეგერჩიათ. მაშინ ჭარბსიტყვაობა და ჭარბი სახეობრიობაც მოწესრიგდებოდა, ტრივიალური მომენტებისაგანაც მეტად განიტვირთებოდა.
2. გამოგიტყდებით, სიტყვა,, საინტერესოა'' გამოხმაურებებიდან ჩემთვის გამორჩეულად სასიხარულო არის ხოლმე. როგორც ავტორს, ყველაზე მეტად იმისა მეშინია, მკითხველმა, რომელმაც ჩემი ტექსტის წასაკითხად დრო გაიღო, არ მოიწყინოს. მიიღებს თუ არა მას, ბოლომდე გაიგებს თუ არა, - ეს უკვე მეორეხარისხოვანია ჩემთვის. ასეთ შემთხვევაში ეპატაჟურობა საუკეთესო ხერხი იქნებოდა, მაგრამ ეპატაჟი - ერთჯერადი აქტია, მე კი მინდა, რაღაც, სულ მცირედი, სიტყვა, ფრაზა, სახე, ინტონაცია, თუნდაც საფიქრალი გაიყოლოს თან მკითხველმა. გამოგიტყდებით, სიტყვა,, საინტერესოა`` გამოხმაურებებიდან ჩემთვის გამორჩეულად სასიხარულო არის ხოლმე. როგორც ავტორს, ყველაზე მეტად იმისა მეშინია, მკითხველმა, რომელმაც ჩემი ტექსტის წასაკითხად დრო გაიღო, არ მოიწყინოს. მიიღებს თუ არა მას, ბოლომდე გაიგებს თუ არა, - ეს უკვე მეორეხარისხოვანია ჩემთვის. ასეთ შემთხვევაში ეპატაჟურობა საუკეთესო ხერხი იქნებოდა, მაგრამ ეპატაჟი - ერთჯერადი აქტია, მე კი მინდა, რაღაც, სულ მცირედი, სიტყვა, ფრაზა, სახე, ინტონაცია, თუნდაც საფიქრალი გაიყოლოს თან მკითხველმა.
1. საინტერესოა... საინტერესოა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|