ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯ ე მ ა ლ ა
ჟანრი: თარგმანი
14 სექტემბერი, 2010


გიო ზედვაკელს

   
გიო, ერთად მოვდივართ - ბედმა ასე ატუზა,
თუმცა საწერ მაგიდებს ათასები უზიან -
ყველა როდი ააღწევს მეთერთმეტე სართულზე,
რადგან, ძმაკაც, შეკვრაში, მხოლოდ ოთხი ტუზია.

ვიხუმრე და ხუმრობა - იყოს ჩვენი ნიშანი,
დღეს შეიქმნა, გავიგე, კიდევ ერთი კავშირი,
ვინც გაწევრიანდება - პოეტებად ნიშნავენ,
ვინც არა-და - ვერ გეტყვი - ვაი-თუ - შეგაშინო.

ჰოდა, ასე უბრალოდ გწერ და ჩვეულებრივად,
მიილია ივნისი, ამინდს ხახა უშრება,
ჩვენი ასე ყოფნა და ნათქვამი რომ - ძმები ვართ,
ამ ჩვენს ფეხებს, რა ვუყო, ვისაც ეხამუშება.

კარგად ვიცით, ორივემ, ეს ცხოვრება შარჟია,
ვიღაც დილეტანტები ძირს ათრევენ მანტიებს,
ჩვენ თუ ქარი გვიბერავს, ჩვენ თუ წვიმა გვაჟიებს,
მეტი არც-რა გვინდა და ღმერთმაც თუ გვაპატია

ჩვენი მედიდურობა, ნაწერები - თავნება,
მეტი, აბა, რა გვინდა, შევუბეროთ – იალააააააააა,
მე და შენში, დღეიდან, ლექსით გაითავნება,
ის, ვინც ამ სტრიქონების მუხტი გაიზიარა -

ე.ი. - ორივე, შენი ხმა გამაგონე,
მეცხრამეტე სტრიქონი - მოგვედავნონ რომ, მერე, 
როგორც ნახალოვკელმა - ვიპატიე ჟარგონიც,
შენ კი - კარგად გახსოვდეს 24 ნომერი -

ჭოლა ლომთათიძეზე, დაგინახავ ფანჯრიდან,
ახლაც თითქოს მოხვედი, მინებს ისე ვეტაკე,
შენ რომ არ გამეცანი, ბედი ორად გამჭრიდა -
ერთს ნიკას დაარქმევდა, ერთსაც - გიო ზედვაკელს.

                                            ნიკა ჩერქეზიშვილი



          Гио Зедвакели
            (посвящение)

Гио, вместе едем, такой вот расклад карт.
Хотя за письменным столом тысячи сидят.
И вряд ли все одиннадцатого достигнут этажа.
Так, как в карточной колоде, четыре лишь туза.

Я пошутил и шутка будет нашим знаком,
Я узнал, сегодня возник ещё один союз,
Кто присоединяется - назначают поэтом,
А кто нет - не скажу - боюсь тебя напугать.

Вот так просто пишу тебе и обычно,
Закончился июнь, у погоды в горле сохнет…
Мне наплевать если кому то неудобно,
От того, как  мы живем - называя себя братьями.

Мы оба хорошо знаем, что жизнь подобна шаржу,
Какие то дилетанты волокутся в мантиях,
Нам же достаточно дуновения ветра,
Моросящего дождя, если Бог простит

Наше высокомерие и произведения своевольные...
Нам большего не надо,поехали ...иалаааа,
С сегодняшнего дня,  своеволен тот из нас
Тот, кто разделил заряд вот этих строф -

Значит оба, дай услышать твой голос,
Девятнадцатая строчка -пусть патом спорят,
Что я, как с нахаловки простил им сленг,
А ты хорошо запомни номер 24 -

На Чола Ломтатидзе, увижу тебя из окна...
И сейчас как будто ты пришел, ударюсь об стекло.
Если б с тобой не познакомился, судьба меня разрезала
Бы на двое,одного назвала бы Никой, другого - Гио Зедвакели.

                                          Ника Черкезишвили


                              პაროდია

ჯემალ, ერთად მოვდივართ- ფეხით, ცხვირით, ზურგით, თუ
ხელშეწყობით ერთურთის, დროს ვირუსი შეყრია,
ყველა როდი აქვეყნებს ჯანრჩი დრამატურგიულ,
რადგან ახლა საიტზე მხოლოდ ორი წევრია.

ვიმახსრე და მახსრობა იყოს ჩვენი ჩურიკი,
მერე ყველა ფიცები მაკრატელით გავკნაჭოთ,
დღეს ლექსეფს წერს სულ ყველა, ბრმა არი თუ შურიკა,
შენ მაგი თქვი ყარდაშ და შენ მაგი თქვი, აბა ჭოოოოვ -

ახლა კარქათ მიდინგლე, ვწერავ ჩვეულებრივათ,
მიილია სასმელი, ასლანს პირი უშრება,
ჩვენ კი, ერთი შეხდვით, დელი ყარდაშები ვართ,
იყოს ჩვენი შექნილი ვისაც ეხამუშება.

ჭკვაში ვიცით ორივემ, ეს ცხოვრება ბეთია,
ვიღაც ლეიტენანტი ძირს მიათრევს მაიორს,
კრასნი ნოდარს გურული გლეხის ქალი შერთვია,
იმიტომაც იძახის ელანძე-ს და რაიო-ს.

ადილხორებს რაიონს ჩვენი კრასნი ნოდარაც,
კრასნოდარშიც ერთად ვართ ნამყოფი და იალაააააააა,
ჩემმა ლექსმა ამას წინ უხვიაროდ მოთხარა,
მაგული და ციალა, ო, ო, ო აიალაააააააააა.                     

იზვინი და პა ბრაცკი, სხვა ლექსებში გავშპუნდი,
შესვლა არ მომიწიოს ალბათ ყარდაშ, რომ მერე,
მხოლოდ ის ვერ გავიგე, რად სჭირია ტაშტს პულტი...
კარგად დაიმახსოვრე! ასტრა - ორი ნომერი.

ღელი პირა ხეებში გხედავ წიფლის ნაგლეჯთან,
იმ დღეს დურსუნ ბიძიას ციცაი რომ გვემალა,
შენ რომ არ გამეცანი, ბედი ორად გამდღლეზდა,
ერთს ადოლფს დაარქმევდა და მეორეს- ჯემალას.
                   


ავტორი ჯემალა ბეჟანიძე. ერთგზის ლიტერატორი და ორგზის რჩეული ავტორი.
მოვდეს ნალუბოიმ.

ბოლოში პაწაი ვიხავისე და იცოდეთ. ადმინისტრაციავ არ წიმიშალოთ გეხვერწები, ბევრი ვიწვალე და ცოდვა ვარ.
თარგმანიდა მევგო ამ თვეშიდა იცოდეთ. ქეთუსაააააააავ შენ ჯერ კიდვენ ვერ მიცნოფ ღრმათ. გოვ მენატრები პასტაიანათ=((


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები