ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატერინე
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2010


მონადირის დარდი

მე რომ მოვკალი, იქნებ იმ არწივს

უმწეო მართვე დარჩა ბუდეში,

მგელივით მიღრღნის დარდი გულისთქმას,

მოკლულის ოჯახს რით ვცე ნუგეში?

რისთვის მოვკალი?

ასე რა მრჯიდა?

ფრთა მომიქნია ნაპრალთან მავალს,

ნანადირევის აწაპვნა სურდა,

გაეკვრებოდა მერე ცის ტრამალს.

ვერ ვაპატიე არაკაცური,

ვერც არწივისთვის საფერი ქცევა,

შევებით,

ფრთებით კლდე დაანგრია,

თავზე დამატყდა ლოდების ცვენა.

შუბლზე მაჩნია დამღა კლანჭების,

თუმც, მოვიშუშე უკვე იარა,

მერე, რა თუკი ვძლიე არწივი,

ტკივილმა მაინც არ გამიარა, _

იმ უბედურის ოჯახზე ვფიქრობ,

იქნებ შვილები ჰყავდა მშიერი,

ან იქნებ უკვე ბებერი იყო,

არ უვარგოდა კლანჭი ხნიერი.

აბა, მკლავმმაგარს ვინ მოკლავს არწივს,

ვეღარ ვიცილებ გულზე კაეშანს,

ნეტავ არწივის მომეცეს ფრთები,

მოკლულის ბუდის ახლოს დავეშვა.

...

რომ შემომაკვდა, იმ არწივს ალბათ

ბუდეში დარჩა უმწეო მართვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები