 | ავტორი: ლაშიელი ჟანრი: პროზა 29 სექტემბერი, 2010 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
"ყუმბარებისაგან იავარდქმნილ კავკასიურ სოფელში". -დგანან,იქნებ სხედან კიდეც.სამთავემ ერთმანეთს გადახედა.გაახსენდა.და თქვა კიდეც "ვცადოთ".მეორემ პირველს,მიუბრუნდა.ქიმიური ტვინი სიცოცხლე შეყუჟულ თესლზე აპროცესდა.მოჩვენებითი გაურკვევლობა გაჩნდა პასუხამდე "კი მაქვს ათი".ეხლა კი უკვე ძარღვებში სისხლი აცქმუტდა და მესამე ამბობს: "არა იმრუშო (ო, რა ძნელია). დაქტილურად მოიქცა ნათქვამი გეომეტრიათა კედლებში. სურვილმა და გონებამ სხეული ადამიანური სტატიკიდან დაიხსნა.ქუჩაში აღმოჩნდნენ ბუნების დინამიკაში.წაქცეულ ბოძზე ჩამოჯნდნენ. უსაქმურობა.დგანან.და ისევ ახალგაზრდული უსაქმურობა.გუშინდელი ზარხოშის მოთენთილი დღე.კუნთების უნიათობამ გზა გაუხსნა ლუდის დალევის იდეას,რამაც მხიარულად აანთო მოსაუბრეთა ხასიათი. ავტომობილი.რკინა.მოყენდა.გადამღები კამერა როგორც ნიჭი და უნიჭობა სულ აქაა.კარების ტკაცანი.აღინიშნა პრაქტიკულად რომ მექანიკურები დროის მსვლელობას უკვე ტემპს სერიოზულად უცვლის. ისევ აალებული ჟინი სამთა.სამია ყველაფერი რაც არ უნდა იყოს ჩვენს ვითომ განზომილებაში -ორი და იდეა,ანდა ტრიდეთა ერთობა,ანდა სამება...ანდა ფერი რომელიც მხოლოდ სამია. მსუბუქი მხრუჭი და მანქანიდან ქაოსური გადმოსვლა ასახავს კაცთა არასტანდარტულობას.რის შემდეგაც კუჭისა და საფულის თანხმობამ ხინკალს ორთქლი აადინა.სვამენ კონიაკს.საუბრობენ.უყურადღებოდ არის დარჩენილი არარსებული (სხვა).მათ შემხედვარემ შეიძლება თქვა რომ "მე"-ების სამყარო "მე"-ს ირგვლივ ტრიალებს ამიტომ შეიძლება ვთქვათ,ფსიქო და მისთანანი. აჟუჟუნდნენ კიდეც.სეთხემ დამაჯერებლად დაამარცხა ჰაერად ქცეული ცივი მოლეკულები ე.ი ორმა სტიქიამ,ალკოჰოლმა და სისხლმა მოწითალო სიმწიფე აღნიშნა ახალგაზრდების ყვრიმალებზე. იმატა დამაჯერებელმა სიტყვებმა და ანცობამ. "სულ თავიდან გადაიღე დაბადება". ნაცნობად გაღიმებას რჩევაც დაემატა."გუგულს დაასწარი". იმატა ხალისმა.მომავალი მეცნიერული დაკვირვებებისა.დალოცეს და ითქვა -"მაგრამ გირჩევთ ირონიულად მიუდგეთ ყველაფერს". დგანან.მიდიან.მოდიან.ცვლათა ჰარმონია ადამიანთა გონებას მწყობრში აყენებს. სეირნობა.სიმსუბუქე.ანთია ბედნიერება.ხელს უწყობს მდედრები და მამრთა ანთია. სამოსი.უხეირო საჩუქარი ბუნებისა.აწუხებთ სხეულთ. "მდედრები მალე სუნს გაუშვებენ".ღიმილი,რომელიც სურვილში გადაინაცვლებს. "გადაიღე რა -ისეთი შიშველი წალი მე რომ ვიცნობდე". ხვადის მჟღერი ხმა გოგომ მშვიდი ღიმილით დათრგუნა და ირღვევა მამრთა იდეები. სიამოვნებაა ბედნიერება. ნეტარი ახალგაზრდობა, რომელიც ყველგან უკვდავებაზე მღერის. მოუსვენარი იდეა შექმნან ათ წუთიანი ვიდეო და ფიქრი თავიანთ სათქმელზე. "ჩემთან ყვავილებია იქ ჩავრგოთ". და კაცს სხეულმა ათქმევინა "მაშ მე მოვალ შენთან და ორივეს გადაგიღებთ". მეცნიერება ქალისა და ბუნების სიმწიფეზე.უკეთუ საბრძოლო ჭიდილი ხელოვანისა საკუთართან. უამრავი ნაბიჯი,რომლებიც ქმნიან ქალაქის ქუჩებს.უამრავი საუბარი და მიწყენილი უყურადღებობაც.სასეირნო სიარულით სხდებიან მანქანაში.საკუთარი ქუჩა.და რა ქნან?.ისევ სხედან.ისევ დადიან.ხის წაქცეული ყოფილი დენის ბოძი. ხო მართლა -გადამღები კამერის მოკაშკაშე კვადრატზე გამოჩნდა მამრის უკვდავი სურვილი.ცივი ლინზებიანი თვალი დასცქერის ქორფა თეთრ ძუზძუებს "ავტობუსში" -მოგონება.ტვინი არქივში ჩაძვრა. "ავტობუსში გადავიღე, იცი რა ქალი იყო"... იყო. ამით ხაზი გაესვა ელექტროს შესაძლებლობას. სამივე წამიერად ინაბება.ახალგაზრდა კაბოსანის მდედრის ქვეშ გულმა ააყვრიალა ქალი.ბიჭი კი უდრეკობს. კადრი მოძრაობს საუბარი ჩაქრა და მხოლოდ ცქერა. -ჩვენება -ავტობუსის წითელი სავარძელი.ოცდახუდიოდე წლის გამკვრივებული ხურუში ნაყინს ტლეკს. ექვსმა თვალმა აგრძნობინა ახალგაზრდა სხეულებს ,რომ ეკრანში თითქოსდა პორნოგრაფიაზე ყვებოდნენ.ახალგაზრდებს სექსზე უჭირთ საუბარი.მათთვის მგრძნობიარე თემა რომელსაც ფოთლებით იფარავენ. "ევამაც ალბათ ვაშლი ასე შეჭამა" კივილივით აღიქვეს გოგონას წყნარი ნათქვამი.აზრთა ერთობლიობას მომენტალური ცვლილებები უყვარს.მეცნიერული ანუ ყმაწვილური აზროვნება ვიდეოზე ფიქრს უბრუნდება. "დღეს დავთესოთ" დღეს...ერთხელ ნათქვამი რამდენიმეჯერ იქცა ექოთ.ბგერები უხამსი სამოსია აზრისათვის.სიტყვები კი ხერხემალს უმრუდებს იდეას. "წამო"მიდიან.მოსე და თავისი ხალხი.მსვლელობა -მიწისაკენ.მსუყე ატეხილი მიწისაკენ -მომზადებული,როგორც ქალი თესლისათვის.ქალიშვილი მამაკაცივით ეფერება მიწიერ საშოს და დებს შიგ მარცვალს.როგორც იტყვიან სიცოცხლე გაბჟნილი თესლი არს ჩამარხული მდედრის ყიაღში. მაგრამ ეს მოხდა არა ნანოს სახლში.ყვავილებში არამედ გორაზე, გორგოლაზე.მაყვლოვანში. თესვა დამთავრდა გადამღების ღილაკი ჩაქვრა.
II
მოშიშვლებულობა ამინდობაზეა. ქალის თეთრმა ბარძაყებმა მზეთუნახავობა შეიშნო და თვალი დაიპყრო, ითქვა კიდეც -"დათბა". სამევეში იგრძნობა დუმილი,საუბარი, რომელიც ლოდინს ეთმობა, ვინ იტყვის პირველს,მაგრამ პანტომიმამ დაასწრო და მოფერების ჟესტი ქალის მკლავებმა გაძერწეს. გარემომ იგრძნო დედური ალერსი. თუმცა ნორჩმა სხეულმა ეს ინსტიქტურად შვა. ვაჟმა გადამღების ეკრანი აანთო. -ჩანაწერი ... ნაწყვეტი კადრები, მცდელობის ფოთლები მუქი ყლორტებით. ცხრა. "რატომ არის ცხრა?". "იმიტომ რომ მზის სისტემას აკლია მეათე თანამგზავრი". ხითხითებენ. ყველაფერი და ახალგაზრდული ირონია. მზერას მოელვარე კვადრატი იპყრობს. ცხრა მზით გაპოხილი სიცოცხლე. ამ ცხრაში კიდევ ერთხელ გამოტყვრა კაცობრიობის არასრულყოფილება, ან კიდევ უსრული სიმთელე. სამთა საიდუმლოს გადამღები ინახავდა. "მცენარეები რომლებიც კადრებად იზრდება ჩემსა და შენს შორის". მათ გვერდით თვრამეტიოდე წელი კეკლუცობდა და ყოველი ნაზად შესცქეროდა ორთავეს. წამოდგნენ. მიდიან და სიარული ისევ წიკწიკებს, როგორც ხმაურიანი საათი თქვენს კედელზე. საუბრობენ. "ხედავ რას ამბობენ?" მწვავე გამოხმაურება საზოგადოებას. რეაქციულობა და ამბოხიზმი არსებულის მიმართ. რეალიზმისაკენ წინ! და რატომ ვხდით არსებულს აბსთრაგირებულად. -ტვინი გვაქვს მეგობარო ასეთი, ტვინი. და იგრძნიბა სიყვარულნარევი უკმაყოფილება ტრანსფორმაციისადმი. თიმცა საუბრობენ და ყველაზე დიდი მატყუარა ლოგიკაა. მოვრჩეთ. ქალწული წყალთან გაჩერდა და ვნებით მოსვა. მდედრის მამრზე დაწაფება, ანდა პირიქით. დადიან. დგანან.სიარულობენ. სვლა და მოძრაობა - აი რა არის ცხოვრება ახალგაზრდულად. ელექტრო ლამერის ურთიერთობა დროსთან და შენს მიერ დაპრესილი მოძრაობა ერთ წერტილში. მეცნიერული ხედვა. "ისეთ კადრებადაა ჩვენი ნამუშევარი, ალბათ დოკუმენტურში გაუშვებენ". დამთავრებას ელიან. ბართან შეჩერდნენ. თეთრი ქაფი წაბლისფერ გვირგვინად გადაიქცა. ლუდი, კათხები და გემრიელი გრადუსი. ქალიშვილი საუბრობს. კუნთები გაჟღენთილია ალკოგოლით. მსუბუქი კეკლუცი. სიარულს ახალგაზრდობა აგულიანებს. თანდათან ერთმანეთს მიეკვრნენ.სიბნელეს ხელოვნური შუქი ებრძვის.ღამით ქალაქის ფერი და სუნი გამთლიანდნენ.მსვლელობამ, რომელსაც მსუბუქი თრობა აახლდა მიძინებული პროტესტი გააღვიძა. "იძულებული ვართ, რასაც გვაDლევენ ის მოვიწონოთ - ყოველი არჩევანი ფარსია" - ლოზუნგი ნათურების ქვეშ უგრძნობ ირონიად იქცა. გემოვნება არ არის ინდივიდუალური, ის თავმოხვეული რეკლამირებული მოვლენაა. სამივეს გული რიტმავს და კუმშავს. ფეხებიც ერთმანეთს აეწყო და ქალის თვალები უნდო გაურკვევლობას დამორჩილდა. ქალის მუხლისთავები სხედან. უკვე მშვიდად დუმან ნათურის ქვეშ. ვაჟმა ნანოს კიდურებს დახედა და წარმოიდგინა : "მჯერა მე ჩემი სიჩუმის, აქაფებული სიუხვის. უსაზღვროდ გაშლილი მუხლების, და შიგ ნაცეკვი მუზების." გალექსილი ტვინი ერთმა სიტყვამ შეაჩერა "დავიშალოთ".
III
გრილა. კედლებში სარკიან მაგიდას ექვსი თვალი და სამი გონება დააცქერდა. შენს წინ რაც შეიძლება დაინახო, მწვანე მცენარის ყლორტებია, რომელთაც შლაიანი ობის სუნი ადგა თავზე. -"უნდა გაშრეს". სისველე, ხომ ადამიანთა დიდ მონაპოვარს , ცეცხლს შუღლობს. მზადების ეშხი და ალი ტაფაზე. საყვარელი კედლები ქალის სახეში. ელ ჯეროს ხმა ჰარმონიაში გაეფინა. ქალის ხელი თეძოს ეფერება. ვნება და ჟინი მტრობს გაუცხოებას. სასაუბრო თემებს სხეულები და გარემოებები გვკარნახობენ. "ერთადერთი ნუგეში არის სექსის უკვდავება." გადარჩენაზე ფიქრი. "მშრალი თუნდაც ხელივნური განაყოფიერება". რომ შეძლო ერთი დღის ნააზრევისათვის მაინც თვალის გადავლება, უმალ მიხვდები თუ რა ქაოსი ხარ. ნანოს მიერ გათამაშებული მორცხვი, კეკლუცი სითამამე მშვენიერია. რასაც მოჰყვა მამრთა ეროტიული სურვილების დაბადება. წიგნზე ხმელი სიმწვანე დააბნიეს. ამასობაში ქალი არ იშლის პრანჭვას. სიგარეტის თუთუნი მწვანემ შეცვალა. უსმენენ რადიოში წამყვანს. მსჯელობენ, უდარდელობი უკიდეგანობა.ქაღალდის ჩარჩოში აწყობილს ტუჩები შეეხო. "მოუკიდე". ქალის ლამაზმა თითებმა სიმხურვალე ასანთს მიანდო, ამიტომაც გაისმა სამთავეს მგუდავი ხველა. გაწვდილი ხელები. აწვდიან ერთმანეთს და ტრიალებს სამში გამოლევამდე. ბოლი გასაფანტად ფანჯარა გაიღო. შემოტრიალებულ სხეულს თვალები უწითლავდა. სხედან. ნამწვავი ცივდება. სუნთქვა დამძიმდა. ფეხიც აირია. ერთი ზის. შეცვლილ გარემოს სიტყვები უერთდება - "თუ ღირს ეს ყველაფერი ამად?". - აი შეკითხვა ხშირად შობილი. ამ სიტყვების პარალელურად მოლეკულურ მახსოვრობაში აელდა - დოკუმენტალურობა მეფეა დღეს, მასმედია კი საელჩოს გავს. რაღა დარჩენია ტყვედ ქცეულ მხატვარს? - ჯამბაზის ადგილი უკვდავყო მარად. ამასობაში კი ეკრანი ულმობლად აჟამებს მარადისობას. მოწიე? - სხვა სიბრტყეში მოხვდები. ჩუმი ხითხითი და მისტერიული აგონია.(რაღათქმაუნდა თუ გჯერა სიბრტყის). მუცელმა იგრძნო დაჭიმულობა. ინტერიერი გაივსო მძიმე მხიარულებით. გიჟური სიცილი.აღმოსავლურად ზეიმობს მუცელი. სხეულს კუნთები დაეღალა. თითებით ყბები დაიზილეს.(დრო სხვას ემსახურება, ბოლნაჭამი ტვინი კი მხოლოდ ტვინს.)ერთ ფრუტუნი და აფეთქება. კედელთა სტატიკა სამთა დინამიკაში იკარგება. აკივლებული სიცილი ერთხანს წიოდა, მაგრამ შემდეგ თანდათან გაიგუდა და მოთენთილობა გაეცალა. სიწყნარე. ქალიშვილი დუმს. სხედან. მისი უდიდებულესობა ვიდეოს უკვდავება. გადამღების ეკრანი ჩართულია. კუნთები უძრაობაში ატოკდა და ხედავს - ფერად ბრტყელ ეკრანზე ცვლილებები ინტენსიურია - და ზრდაზე დაკვირვება. მიწიდან ამოხეთქილი მწვანე, ჰაერის ფილტრი, რომელიც ზრდასრული, ფილტვებს დახეთქს. ანთია ქალი მთელს ოთახში და ვაჟებს ბრუც ემატებათ. კედლები სიგრილეს ინახავენ. მდედრი იშიშვლებს მკლავებს, კაბის გულისპირი კირტებამდე ცოცავს და მამრთა გენეტალიებზე ერთობა. საუბრობენ. სხედან. ახალგაზრდა აურის უდიდესი ძალა და ენერგიის ბუდე. ჰალსტუხიანი თავები ყუთში, რომელიც სადენით კედელს აბია. ტელევიზორში დაობენ (მისი გამორთვა არ არის აუცილებელი, უბრალოდ წინ არ უნდა დავუჯდეთ). "რას შვები რწყავ?" - პროფილები გასწორდნენ. "გადაღებული მაქვს კიდეც - ნანოსთან ერთად". ქალის სურნელი გაიშალა. ბუნებისა და ნანოს დუელი ანთებუკ ეკრანში. როცა თვალი აქტიურობს ჩუმდება სამყარო. უყურებენ. ევა და ვაშლი. დათლილი ხილი მაგიდაზეა. "გამოვა რამე?" "ვნახოთ, ჩვენ ხომ უნდა მოვყვეთ მდედრზე და ბუნებაზე, როგორც ერთ სიმბოლოზე". წკრიალა ქალურობამ ქარვის სიწითლე დადო მაგიდაზე. დაასხეს. სიმყუდროვე დედათა სახლში. ელექტრო ხმაური გამორთეს.კონიაკი ძარღვებში სისხლს ჩაენაცვლა. ახალგაზრდა სხეულებს, ერთმანეთს თვალები აყვარებთ. კვლავ შეკრებილ კადრებს აცქერდებიან. "ხმა დავადოთ?" "არა". სვამენ. ჩუმი და უხმო ვიდეო. ვიზუალიზმი. თვალები გვამეტყველებენ. გადაღებულში რწმუნდებიან. წამოდგნენ. ფანჯარა თქორს მიკრობოდა. წვიმა მოიმატებს. გამოხმაურება გლობალური დათბობიდან. მიწის სუნი ასფალტის სტატიკას ენარცხება. საქმე იქით მიდის, რომ კლაუსტროფობია არ არის საჭირო, გარეთ რომ გახვიდე, თანაც უნაყოფობა კედლებში დაგრძნობი გახდა. ამიტომაც ქუჩაში მიდიან, მეწამული ქოლგებით. ქალი შუაშია ორი ხელმკლავით. მეტი ჰაერი. მეტი უდარდელობა. სამივე გონი და მიწის სუნი და უშრეტი იდეა. ალკოგოლნაკვები სხეულები ნეტარებენ წვიმიანში. სიყვარული და თვალები. გოგომ პროფილი მოაბრუნა. -"რომ გაკოცო ხომ არ გეწყინება?" პანტონიმური მინიშნება და მკლავებით ასახული სურვილი. ნანოს სხეული გაიწელა და პარტნიორის სველი სახით იგრილებს ტუჩებს. იღბლიანებს ლამპიონი უქრობთ. მკერდი გაუშიშვლებლად ჩაუხტა მომფერებელს ხელში, მაგრამ ჩვენ აქ ყოფნას მათი სხეულები გრძნობს და ეშვებიან. ამბორი უხმაუროდ მინელდა. - მესამემ იმოქმედა, ისევე როგორც ორმა, მესამეზე. წითელი დიდი ქოლგა სამთა სიმჭიდროვეს თავზე გვირგვინად შეერწყა. მუხლები დაუსველდათ. დაიღალნენ. "დავიშალოთ".
IV
ოქტომბერი, სადაც ყველაფერი ჩანს. ნამძინარევ თვალებს, ოთხი საცქერი აპარატი უდგას წინ. დუმილი და - "მეძინა" ქალი გრძნობს რომ ვაჟი მარტოა და კარების სახელურს მიაპყრო მზერა. "გელოდებოდი" სახლშიდაც სასიამოვნო ტემპერატურა დგას. მიწყნარებული გარემო ერთობი ალმა აამხიარულა. გადამღების ღილაკი დუმს. "რომ ავალთ მერე ჩართე". კედლებში შესვლას, მალევე მოჰყვა გარეთ გამოსვლა. ქუჩის სინესტე და სიო გაურკვეველ ჟრჟოლას მატებდა სხეულს. სვლა, ნაბიჯები. ე.ი. გზისათვის პასუხია მოძრაობა. უნდოდ ჩუმან, მხოლოდ სხეულები მოძრაობენ. სიარული თანდათან ეშხიანად იქცევა და თამამ მოძრაობაში ირევა. გადახვევისთანავე ქალმა ტყე იგრძნო. ხეთა მოძრავი, ხმაურიანი, ტუმცა უტყვი საზოგადოება. აღმართი .აქ სუნთქვა ხშირდება. დასვენება. მიწაზე ჩაკუნცხული წვივები ერთმანეთს ეკვრიან, ნეტარი ქანცი, ცივილიზაციის მიერ მივიწყებული. ხურს კუნთები. სამთა ჩაჩოქვა. უნებლიე რიტუალი.ვაჟმა სიგარეტს თავი მოუწვა, ქალმა კანჭებს სრესვა დაუწყო. მოდუნება მომავალი სრბოლისათვის. სივრცის მდუმარებას, ყოველთვის რიტმული საუბარი არღვევს. ახალგაზრდული ხმა კვამლს გამოჰყვა გარეთ. "აქედან გადაიღე, აღარ არის შორი". დგანან. გზა კვლავ მაღლდება. ააღწიეს. - მაყვლნარი და მისთანანი იცავენ უცხო თვალისაგან - გადამღების თვალმა ნელნელა გააღწია ბურდებს და საწერ მელნისფრად გამხდარ მცენარეებს მიეპყრო. დუნე სურნელი სხეულს წეპავდა. ხეივანი ქალის სიმაღლე გამხდარიყო. აი მათი განძი. ცოცხალი. მსუნთქავი ,რომელიც ხელოვნების ობიექტია. მშვენიერება ადამიანის საზომია. ბუნება კი მის სინონიმად ჯამრთელს იხმარდა. - სინონიმები და ასეთები მცდარ გზაზე გვაყენებენ. - ვაჟმა კი ქალს უთხრა. "მე სიმართლე მინდა გითხრა, ჩემი სიმართლე". "ხო" - მიუგო ქალმა. -"სხვისი სიმართლე ეს შენი სიმერთლე არ იქნება". მათში სოციალურობა ნულს უდრიდა - დიდი, ერთი დიდი ბანაალურობა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეჯახებით. და ეს იგრძნეს მოსაუბრეებმა, ამიტომაც დუმილით განაგრძეს ერთმანეთის სიყვარული. საგანს,რომელსაც ხელოვნება ასახავს არ უნდა მიმდინარეობებით "დაგრუზვა",ამიტომ ჩემი ცქერა არის მხატვართა ერთადერთი ძიება.ძიება თუნდაც ცხრა მოზარდ მცენარეში შენი სიმართლის და ა.შ.უაზრო რახა-რუხები ხელოვნებაზე. გავაგრძელოთ. მაყვლნარით შემოზღუდული მათრობელა სიცოცხლე. "ნეტავი რისთვის ეს ყველაფერი,კაცნი რომ გავაცივილუროთ თუ გავამხიარულოთ".გვიანი უაზრო ვიზიტი კითხვისა. "ალბათ მშვიდი ნეტარების გულისათვის"იყო ერთადერთი პასუხი ღია ცისქვეშ,რომელიც მრისხანებით ამოიყარა. ქალწულმა მცენარის გაპუტვით ხელები გაიწეპა.ტაროს ტეხვას ჰგავს მისი მოქმედება,ტაროსი. მორჩა!მწიფობა ჯერ ადრეა.ქაღალდზე რამდენიმე თავი დაცვივდა,უსისხლოდ.წამოვიდნენ. დაღმართობს სამი სხეული.უამრავ ნაბიჯებს მოჰყავთ ადამიანები სხვა და სხვა აზრებზე. ეკლით დაკაწრული თმიანი მაჯა სისხლის წვეთებს იხმობს.ნანო ცდილობს,როგორც მედეამ იაზონისთვის სცადა.ჭრილობები ქალურმა ფილტვებმა დააამეს.გადამღები სისხლისგან გარბის და მდედრისვე თვალებში ლინზებით იცქირება. დასაბრუნებელი გზა გამოვმვლელთ ელოდება. ახალგაზრდობაში სიხალისეს ვერაფერი კლავს.დადიან.მხიარულად ხმაურობენ.ქალაქს სიმშვიდე აკლია.ჩაუარეს ხის ბოძს და ეზოში."მომიწყვიტე"ხელის მტევანმა ყურძნის მტევანი ჩაბღუჯა. ხის კარიანი სახლის წინ სამივეს ატუზვა მოხდა.ხოლო შინ შესულმა უკვე იკითხა."როდის დავჯდე,რომ გამამარადიულო?"ვაჟი ტაფას დაჰყურებს და იცინის.(ის ხომ ჭეშმარიტებას სიცილით ამბობს) აშლილი ოთახი მფლობელს ჰგავს.დაქნილი სხეული მოლბერტს ეწვია.ორი ქალური თვალი ხაზოვან სიბრტყეს დაჰყურებს.საღებავის სუნი მდედრისას უერთდება,საყვარლის სუნი-მხატვრისათვის. ღიმილნარევი ეშხიანი ნანო დასცქერის უკვდავს."გასასწორებელია"მაჯაზე მიკრულ ძეწკვიან საათს სახეს უსწორებს.დროის შეგრძნების უნარი მექანიზმს ვაჩუქეთ.მამაკაცის კედლები გაპოხილია წყრომით.მხიარულებას სიდინჯე ჭაბუკური სიამაყით ეფარება. სხედან.დგას.დადის.ესაუბრებიან.ჩამოსხდნენ. შეკეთდა.დატრიალდა.ფანჯარა ჯერ მიახალებს,შემდეგ გააღებს გრძნობას.კვამლი გაიშალა.კამერის ღილაკი ისევ ანათებდა.ქალიშვილმა უიღბლო კითხვა დასვა რომელიც ვაჟთა ღიმილს მიემსხვრა.სამი უზარმაზარ მისაღებს ავსებდა. "მხოლოდ მწიფობაღა დაგვრჩა გადასაღები" ტელევიზორის გამოსახულება მდივანს უმიზნებს,მოძრაობა,სიარული,საუბარი ერთმანეთში ისევ. გადამღები და უნარი დროის სვლაზე მოქმედებისა."მე უკვე ეგეც გადაღებული მაქვს,სისავსე სამყაროსი ერთ მცენარეში"გაუაზრებლად მიექცა ყურადღება ნათქვამს-ჩანს-ეკრანზე კვადრატი აგონიურ ინტერესს შობს.დანახვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს გააზრებას,ამიტომ დაძაბულმა კუნთებმა თქვა: "მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა" ნანოს მცდელობა უშედეგოა დროის წინაშე.აბრები დაწანწალებს ტვინის სადენებში.ყველა საგანი ვაჟს შესცქეროდა და იგრძნეს შიში ხელოვანის უცნაური უნარის მიმართ.მან შეიგრძნო ბანლური ბრუნვის პროცესი.ოთახის კუბი თრთოლვას ვერ უძლებს."მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა"სულ სხვა ხმა და ნანო.ურწმუნოება და მეცნიერის მიერ მიგნებული სიმწიფე აიზილა სიახლეში. სამთა გულები უცემენ ეკრანს,წინასწარმეტყველება მეცნიერისა თუ ხელოვანისა.თვალები ერთხმად იგონებენ გადაღებულს. სხედან და ფრუტუნი ელავს"კი მაგრამ,ეს მე ვარ"ბრძნული ეჭვი თითქოსდა ბადებს იდეებს. ქალმა მკერდზე თითები გაფაისვა და ანთებული ეკრანიდან იგრძნო მათ ისიწითლე.უნდობლობა მოწეულ ზარხოშში ეხვევა.მამრი ქალისათვის იყო უკვე ანთებული(რადგან მან იგრძნო რომ მისი ტყვე იყო) სამივეში გაუცხოების ძალა იკარგებოდა.მრავალი კითხვა და შემდეგ დაყოვნება. კვამლი ფილტვებიდან ტვინს აშრობდა.ახალგაზრდული გატაცება მყუდროებას მოშორდა.მხიარულებამ სქესთა სურვილში მოიკიდა ფეხი და ნეტარების კაცთა სიხალისეს,სიწრფერლე და ანცობა შობს.სამივეს გულგრილობა უცხოს მიმართ,მაგრამ ცხარე ინტერესი. ბუნებისა და ქალის ცხოვრების ერთი მონაკვეთი აღიბეჭდა სურათში,მათი სიქორფე და მრუში ქალწულობა. სიმწიფის შეგრძნება ხელოვანმეცნიერთან უაღრესი სიფაქიზით იშლებოდა წარმტაცი,დასრულებული იდეა ერთ სიმბოლოზე ყვებოდა.ვაჟის გონების პრიზმაში გატარებული ხედვა ორისა. ქალი ტოტებიდან გვირგვინს იწნავდა ავტორთან და გადამღებს უჭირდა მთრთოლვარე კანის ასახვა.კაცმა იგრძნო,რომ დროის ბრუნვაზე მოიპოვა გამარჯვება ის გრძნობდა,რომ სამყაროს ცრუ,მაგრამ მაინც იდეასთან მიდიოდა. ბედნიერების ჟრჟოლა ქალის ბარძაყებზე გადადის და ელენეს სხეულს კოცნა დაუწყო. საღამოს ბინდი ქუჩის ფანრებში შეძვრა.სიგრილე და საუბარი.მოძრაობა,დგანან.დადიან და მოდუნებულობაც დაყიალობს. დაღლილობა მთვლემარე გონებას მიეხმარა და ოთახში გადამღების ზუზუნი ხმაურობდა მხოლოდ. ჩამომჯდარები ნებივრობდნენ,ქალი და კაცი ერთმანეთს ეკვროდნენ შენელებული სხეულებით.მკვდარი მცენარე კვლავ აეწყო ქაღალდის არტახში და დატრიალდა.თვალების ნაზი ჟუჟუნი ეხმაურებოდნენ ერთმანეთს."გადააწოდე"და გადადის.ბრუნვა.სამივე,როგორც კვამლი ისე დატრიალდნენ განახლდა ჟინი.სამივეში და სამივე ერთში. ორი და ერთი ჰარმონია წამოდგნენ.მუხლისთავები თავისას შვებიან"ვიცეკვოთ" აუდიო სისტემას გრძელი თითები ეხება.მამაკაცის რითმი ტანგოს რითმს ურევდა,მაგრამ შეწყობილი. ზღვა და ხმელეთი ადამიანის მეშვეობით ეკვროდა ერთმანეთს(სანაპიროს მარადიული მოძრაობა). ხმა,მზერა,მოძრაობა შეენთქა ერთმანეთში. სხეულთა თAმაში მესამემ შეაკრთო. ისევ ერთად არიან.საუბრობენ.დროის რიტმი დროდადრო ირღვევა.ამბობენ."სოციალურობას ეწევა პროპაგანდა".მჭმუნვარე ღიმილი და წინმჭვრეტი ხელოვანის თითები შეცეკვდა.ცნობიერების გაელვებას უსრეტი იდეების შეგრძნება მოაქვს."ინდივიდუალიზმი უკან".ქალი და შეგრძნება,რომ ერთისგან არსებობს. რელიგია და თეისტური აზრები თვალებმა აღძრა,რადგან კარებზე ქრისტიანული კალენდარია მიკრული.ოთახში სიარული აეწყო.საუბარი გრძელდებოდა-კანონიკური ბუნების შეგრძნება სუსტი მაგრამ მაინც იყო ახალგაზრდათვის. ნანო ვაჟს თანაუგრძნობდა და სჯეროდა...სამყაროს მარტო ღმერთი არ განაგებს.მას ჩვენც ვეხმარებით ან კიდევ პირიქით, მუსიკის ხმა რიტმულად ინაცვლებს ის კი მშვიდად იღიმის და გადაწოლილი ქალის ნაკვთებს შეჰხარის. კარგი განწყობის პირობა ახალგაზრდობაა. ხან იმაზე დაუბარი,ხან ამაზე ფიქრი და აზრთა კოლონა.მსჯელობისას ისევ გადაღებულ "ვიდეოს" მიადგა. გადამღები მოცული იყო ხელოვანთა მოლოდინით რომ-მოვიდოდა მესია-(ძველი ტაძრების დამანგრეველი). გოგონას უზომოდ აუბედნიერდა სახე"რას დაარქმევ?"სამთავეს ბურანი საკმაოდ ადუნებდა.კაცის ფართო მაჯამ გადამღების ეკრანი აანთო...გონების დაყოვნება დუმილს იწვევს.ჩვენება თვალთა სისველეში ირეკლება-ფოთლოვან ზღვაში მობანავე ნანო მშრალი ცურვა.მწვანე წეპიანი ტალღები გულმკერდს უწვენავდა და ხორკლავდა. უხმოდ უცქერის ყოველი ასო ფერად ჩვენებებს.გაურკვეველი იგრძნობოდა ახალი კადრების ნახვისას.სამთა სიცოცხლემ ერთი შვა. ქალმა მკერდი მხარზე მაიდო. ჩურჩულით..."ფუნტს როდის მიუბრუნდები?"მზერა უსწორდება კედელზე სითეთრეს. "ელექტროენერგია გშთანთქავს იცოდე" სხვა ხმამ კი თქვა :"ეს შენ ფიქრობ მასე"და გაახსენდათ შარლ მონტესკიუ: "თუ ჩემი აზრი მომიტანს კეთილს მხოლოდ მე და ჩემს ქვეყანას,მაგრამ ამავე დროს ავნებს ევროპასა და ადამიანთა მთელ მოდგმას,მაშინ იგი უყოყმანოდ უნდა გამოცხადდეს დანაშაულად". ხელოვანთა დამახასიათებელი უნდობლობა ნეტარია. გარეთ ღამის ხმები ისმის,შიგ კი სიჩუმეა.და მომენტალურმა სიწყნარემ კაცს ნანო გაახსენა.მწიფე თესლის სურვილი გაღვივდეს.მან ზიზღით იგრძნო რომ მისი ერთადერთი დანიშნულება განაყოფიერებაა. ფანჯრის მინაში ჩანდნენ და ირეოდნენ საპირისპირო სქესები..წარმოსახვა.მოსიარულე ორგანოები.რომელთაც მჭიდროდ შეერწყა ღმერთული მოვლენები.მცდელობა რომ ღმერთებს დავემსგავსოთ.(რა ამბავია ამდენი ღმერთები!)მაგრამ უფრო გვესიამოვნება რომ ვთქვათ-ღმერთი ხშირფოთლოვან ხეს ჰგავს,რომლის ქვეშაც თავს კარგად ვგრძნობთ. ქალის თამ ბზინავდა და შარავანდედს იკრავდა დრო და დრო გვინდა,რომ ჭკვიანური ვთქვათ "კაცს ემღერებოდეს და ყველა საგანი მისთვის იბულბულებს" ნანომ იგრძნო მამაკაცი დროის მეფედ და მონად. "ცივილიზაცია ცივად ამსახველი,ინსტალაციური ბოდვები" და უმალ აღიქვა ცხენის ხვადური ფრუტუნი. ქალი როგორც საკუთარი უნარებისა და ვნებების ფანატი. ოთახის კედლები სხეულთა ტემპერატურასა და ხმაურს ეწყობოდა-ხელოვნება ვაჭრობს ტექნიკით-. გადამღები თითქოსდა მარადისობას უტოლდება,მაგრამ ენერგო კრიზისი დადგა და შუქიც ფითრდება. სამივეს შეეძლო ამდგარიყვნენ...და დგანან.ხანგრძლივ დასვენებულობას ასვენებენ. მშვიდი თითოოროლა ნაბიჯი თვითგამოტეხვის საშუალებად იქცა,რომელმაც ერთმანეთს დააცილა სამი სხეული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. არც ერთი საინტერესო კადრი...ჰო? არც ერთი საინტერესო კადრი...ჰო?
2. რა უსუსურობაა ირგვლივ.............. რა უსუსურობაა ირგვლივ..............
1. ჩემია ეს ადამიანი........ ღმერთია იგი... ჩემია ეს ადამიანი........ ღმერთია იგი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|