ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2010


სხვა რა შეგთხოვო

მაღალო ღმერთო!
ამ ჩემს სულს მშიერს,
ნუ გამოულევ ლექსებს სამღერლად.
და ჩემს გულს უფრო ხმელს და მიწიერს,
არ დაავიწყდეს მამის საფლავი...
ჩემს ლექსებს ფერი არ ჰქონდეთ მღვრიე
და შემძლებოდეს მათი გამხელა,
შემეძლოს შვილებს თვალებში ვმზერდე
და მყავდეს შენთვის ხშირად, საკლავი...
სხვა რა შეგთხოვო? -
მაღალო ღმერთო,
როცა მოვკვდები, გამომიძებნე მყუდრო საფლავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები