 | ავტორი: დავით შემოქმედელი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 17 სექტემბერი, 2010 |
"წადი ნილოსის წყლებთან, იქ ქვას იპოვნი, რომელსაც სული აქვს, აიღე ის, გატეხე და გული ამოაცალე, რადგან სამშვინელი მისი მის გულშია". ოსტანესი ძვ.წ Iსაუკუნე
ქვის მდუმარება... მიცვალებულებს ღამის ზეწრები გაეფინათ შუაგულ გზებზე, იქვე ამომშრალ ოკეანეთა შავ ჯურღმულებში სამყაროთა ისმოდა კვნესა... მოუნაკლულე ის სამი დღე ვეშაპს უწყლოდ მყოფს. წინასწარმეტყვლის არა სჯერათ წვიმებს და ქარებს... და უფრორე შლეგ მოდგმას კაცთა. წელში გადახრილ აკაციას შევეხე ხელით... არ დავუჯერე, შორეული მგზავრობიდან შინ დაბრუნებულ მამაჩემად არ მეცნო იგი. წყაროს პირს დავსწვდი, ცვარნაპკური ცრემლები იყო. ვიწრო ბილიკზე კი იდგა მწყემსი, ფარაგაბნეულს თაბორისკენ ეჭირა მზერა. მიცვალებულებმა მოიშორეს თეთრი ზეწრები, მოხრილი აკაცია ამოძრავდა ჩვენს სათიბში, ახლა უკვე მამაჩემი იყო ნამდვილი, წყარო დედის სილუეტად წამოიმართა. მირკანი იდგა... გაზაფხულის პირველი კვირტის ფეთქავდა უბე, მოლოდინით დაღლილი სხივი დავინახე, რომ თავს ადებდა ჰორიზონტს რბილად... დროს რას გაუგებ.... პირველადამის დაცემამდელი სინათლე იდგა. ნუ ტირი, იონა... იარე ქარების გრძელი ქარავანით, ნუ შეჩერდები, მტვერში გაბნეულ ფილოსოფიურ ქვის საძებნელად იარე, მგზავრო. ნილოსის წყალი იპკურე, ოსირისის სისხლი თუ ისიდას ცრემლი. ვარსკვლავებისა და ღრუბლებისაგან ჩადრჩამოფარებულ მზეებისაკენ საცქერლად დროს ნუ აცდენ. ცას ხომ არავინ ვემატებით, თუ არ ვაკლდებით.
მშლიდა სამუმი ცხელ უდაბნოში, ქარები უცხო მსტოვრები ძრწიან, ამ გახელებულ გლუვ სამყაროში შეუცნობ, მაგრამ ხილვებით ჭკვიან სიზმრებთან მქონდა მე მასლაათი და დუმდა ჩემ წინ გაშეშებული, დროწართმეული ქვიშის საათი. მე უნდა მეგრძნო, რომ მქონდა სული, მთაზე მძიმე და მსუბუქი თრთვილზე... კლდეეები კლდეებს შემონარცხული და აღარ ჩანდა ნუგეშად იქ მზე. ნაპირთან ახლო, ვით ლოდქვეშ ხარო, გული მზემქრალი _ არჩივი შენი, ხან გზას გავღმუი, ხან ისე ვხარობ, თითქოს ჩიტივით შემსხმია ფრთენი. არც დასაწყისი, არც დასასრული, ნილოსის წყლების ღელვიდან იშვი, სადა ხარ, მგზავრო, სამყაროს სული ბეხრეკ მიწაზე ცაცხცახებს შიშით... 2006წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. რა კარგია, დათ. რაც მეტი რამე წავიკითხე, აქ, უფრო დავრწმუნდი, რომ შენი პოეზია კარგად არ მცოდნია. შენეული ეროვნული ლექსით გეფერებოდი,მაგრამ პოეზია აქ დამხვდა. აღდგომას გილოცავ! ერთ კვირაში ის საინტერესო საქმეც დავიწყოთ! რა კარგია, დათ. რაც მეტი რამე წავიკითხე, აქ, უფრო დავრწმუნდი, რომ შენი პოეზია კარგად არ მცოდნია. შენეული ეროვნული ლექსით გეფერებოდი,მაგრამ პოეზია აქ დამხვდა. აღდგომას გილოცავ! ერთ კვირაში ის საინტერესო საქმეც დავიწყოთ!
14. ძალიან კარგად გვაზიარეთ უხსოვარ სიბრძნეს და ეტყობა ლექსს დაღვინებული ხელი და ღრმად მხედველი თვალი...
ამ გახელებულ გლუვ სამყაროში შეუცნობ, მაგრამ ხილვებით ჭკვიან სიზმრებთან მქონდა მე მასლაათი და დუმდა ჩემ წინ გაშეშებული, დროწართმეული ქვიშის საათი. მე უნდა მეგრძნო, რომ მქონდა სული, მთაზე მძიმე და მსუბუქი თრთვილზე...
ძალიან კარგად გვაზიარეთ უხსოვარ სიბრძნეს და ეტყობა ლექსს დაღვინებული ხელი და ღრმად მხედველი თვალი...
ამ გახელებულ გლუვ სამყაროში შეუცნობ, მაგრამ ხილვებით ჭკვიან სიზმრებთან მქონდა მე მასლაათი და დუმდა ჩემ წინ გაშეშებული, დროწართმეული ქვიშის საათი. მე უნდა მეგრძნო, რომ მქონდა სული, მთაზე მძიმე და მსუბუქი თრთვილზე...
13. kargi axla nu amatireb kargi axla nu amatireb
10. პირველადამის დაცემამდელი სინათლე იდგა. დიდებულია! პირველადამის დაცემამდელი სინათლე იდგა. დიდებულია!
9. მოლოდინით დაღლილი სხივი დავინახე, რომ თავს ადებდა ჰორიზონტს რბილად... დროს რას გაუგებ.... პირველადამის დაცემამდელი სინათლე იდგა.
ჰოდა, იარე, ქარების გრძელი ქარავანით, იარე, მგზავრო, ნუ, შეჩერდები, მტვერში გაბნეულ ფილოსოფიურ ქვის საძებნელად იარე, მგზავრო.
ძალიან...ძალიან მომეწონა....რა კარგია...55555555555 მოლოდინით დაღლილი სხივი დავინახე, რომ თავს ადებდა ჰორიზონტს რბილად... დროს რას გაუგებ.... პირველადამის დაცემამდელი სინათლე იდგა.
ჰოდა, იარე, ქარების გრძელი ქარავანით, იარე, მგზავრო, ნუ, შეჩერდები, მტვერში გაბნეულ ფილოსოფიურ ქვის საძებნელად იარე, მგზავრო.
ძალიან...ძალიან მომეწონა....რა კარგია...55555555555
8. "...ქარების გრძელი ქარავანით, იარე, მგზავრო, ნუ, შეჩერდები, მტვერში გაბნეულ ფილოსოფიურ ქვის საძებნელად იარე, მგზავრო. ვარსკვლავებისა და ღრუბლებისაგან ჩადრჩამოფარებულ მზეებისაკენ საცქერლად დროს ნუ აცდენ. ცას ხომ არავინ ვემატებით, თუ არ ვაკლდებით..."
"...სადა, ხარ მგზავრო, სამყაროს სული, ბეხრეკ მიწაზე ცაცხცახებს შიშით..."
ძალიან კარგი ლექსი - ღრმადაზრიანი, უძველესი ბრძენის ნააზრევ-ნათქვამის თანამედროვე გამოძახილი!... "...ქარების გრძელი ქარავანით, იარე, მგზავრო, ნუ, შეჩერდები, მტვერში გაბნეულ ფილოსოფიურ ქვის საძებნელად იარე, მგზავრო. ვარსკვლავებისა და ღრუბლებისაგან ჩადრჩამოფარებულ მზეებისაკენ საცქერლად დროს ნუ აცდენ. ცას ხომ არავინ ვემატებით, თუ არ ვაკლდებით..."
"...სადა, ხარ მგზავრო, სამყაროს სული, ბეხრეკ მიწაზე ცაცხცახებს შიშით..."
ძალიან კარგი ლექსი - ღრმადაზრიანი, უძველესი ბრძენის ნააზრევ-ნათქვამის თანამედროვე გამოძახილი!...
7. ვეთანხმენბი 6 კომენტარის ავტორს, მოგიკითხეთ ბატონო დავით... სამწუხაროა რომ ასეთი ლექსი არ ფასდება. ვეთანხმენბი 6 კომენტარის ავტორს, მოგიკითხეთ ბატონო დავით... სამწუხაროა რომ ასეთი ლექსი არ ფასდება.
6. ძალიან ღრმა ლექსია, დიდი ოსტატობით მოტანილი მკითხველამდე. ძალიან ღრმა ლექსია, დიდი ოსტატობით მოტანილი მკითხველამდე.
5. ქვის საძებნელად იარე, მგზავრო.
სადა, ხარ მგზავრო, სამყაროს სული, ბეხრეკ მიწაზე ცაცხცახებს შიშით...
ვინც ეძებს, იქნებ პოულობს კიდეც :) 5555
ამ საიტზეც გამორჩეულია ამ ავტორის პოეზია და სუბიექტური აზრი ვერანაირად ვერ არის.
ქვის საძებნელად იარე, მგზავრო.
სადა, ხარ მგზავრო, სამყაროს სული, ბეხრეკ მიწაზე ცაცხცახებს შიშით...
ვინც ეძებს, იქნებ პოულობს კიდეც :) 5555
ამ საიტზეც გამორჩეულია ამ ავტორის პოეზია და სუბიექტური აზრი ვერანაირად ვერ არის.
2. მადლობა,ოთარ, ასეთი გულწრფელი, ამაღლებული წარმოდგენისათვის ჩემს პოეზიაზე. მე პირიქით განსხვავებულად ვფიქრობ და ყოველთვის უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით. მადლობა,ოთარ, ასეთი გულწრფელი, ამაღლებული წარმოდგენისათვის ჩემს პოეზიაზე. მე პირიქით განსხვავებულად ვფიქრობ და ყოველთვის უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით.
1. თქვენს ლექსებს ჯერ კიდევ გაზეთ ''ლიტერატურული საქართველო''-დან ვკითხულობ და ძალიან მომწონს! ძალიან დახვეწილი პოეზია გაქვთ ბატონო დავით! ბოლო დროინდელ პოეტებიდან მუხრანის (ღმერთმა აცხონოს) შემდეგ თქვენი პოეზია ყველაზე ძალიან მომწონს და მიყვარს! :) თქვენს ლექსებს ჯერ კიდევ გაზეთ ``ლიტერატურული საქართველო``-დან ვკითხულობ და ძალიან მომწონს! ძალიან დახვეწილი პოეზია გაქვთ ბატონო დავით! ბოლო დროინდელ პოეტებიდან მუხრანის (ღმერთმა აცხონოს) შემდეგ თქვენი პოეზია ყველაზე ძალიან მომწონს და მიყვარს! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|