იჯდა გია თვითმფრინავში და წარსულ და მომავალ შეხვედრებზე ფიქრობდა. თვალდახუჭულს სახეზე ხან ბედნიერი ღიმილი გადაუვლიდა, ხან ღრუბელი გადაეფარებოდა, - გააჩნია, მისი მაგდალეა ვის სახეს ღებულობდა იმ წუთას.
“მაპატიე, მაგდა! ვიცი, ცუდად მოგექეცი... შენ არაფერ შუაში ხარ! ყოველ შემთხვევაში, ასე მინდა, რომ იყოს... მაგრამ... მე ვერასოდეს შევეგუებოდი ვიღაცის შვილს შენს მკლავებში, ჩვენს ოჯახში... ჩემს საკუთარ შვილზე ვთქვი უარი, რომ ჩვენს შორის არ ჩამეყენებინა, ვიდრე ყველაფერს არ გავარკვევდი! შენდამი ჩემი სიყვარულის გამო რამხელა ტკივილი მივაყენე ლეას, უდანაშაულო გოგონას!... ისიც შემიძლია დავიჯერო, რომ ძალით წაგიყვანეს, ძალა იხმარეს... ისიც, რომ ბავშვის მოცილება უკვე გვიანი იყო... მაგრამ, სამშობიაროდან? იქიდანაც ძალად გამოგატანეს? რა, პირველი იქნებოდა თუ უკანასკნელი?.... ვერ დატოვე სამშობიაროში?... მაგრამ, არა! შენთვის მე არაფერს ვნიშნავდი, თურმე!... არაფერს!... ასე ძალიან მაინც არ ჰგავდეთ ერთმანეთს შენ და ლეა?!
ლეა, ლეა... შენც მაპატიე! იმ ტკივილისთვის მაპატიე, რომელიც ჩემდაუნებურად მოგაყენე. ჩვენს შვილთან ერთად, კინაღამ სულიც მოგიკალი... შენ ვერ წარმოიდგენ, რაოდენ ძვირფასი გახდი ჩემთვის... მიყვარხარ, ლეა, მართლა მიყვარხარ! და სულ სხვა სიყვარულით მიყვარხარ, ვიდრე მაგდა! მაგდა ჩემი ოცნება იყო... ცაში მფრენი წერო!... და შენ – რეალური, ხორცშესხმული სიყვარული ხარ, კიდევ ერთი ულამაზესი წერო, იმ ციდან ჩემთვის და ჩემთან მოფრენილი... ახლა დამანახა შენი სახე, იქ დაბრუნებულს რომ დამინახავ?!... და ისიც მაინტერესებს, სერგეი ანდრეიჩი რას იტყვის... ჩემი დაბრუნების ხომ არავის სჯეროდა?!”...
გიამ ილუმინატორიდან გადაიხედა. გულისგამყინავი სილამაზე იშლებოდა დაბლა. გოროზად ჩანდნენ კავკასიონის დათოვლილი მყინვარები, ისეთივე ამაყები, როგორც ქართველი კაცის ბუნება!... მთებს შორის ვერცხლისფერ ძაფებად მიიკლაკნებოდნენ მდინარეთა სათავეები, ისეთივე სუფთა და ანკარა, როგორც ბავშვის სული!.. ეს შორიდან ჩანდნენ ასეთ მშვიდებად და წყნარებად, თორემ სინამდვილეში, ალბათ, ქვებსა და ლოდებს ევლებოდნენ თავზე, ანცი ბავშვებივით.
გიამ თვალები დახუჭა და ფიქრებს მიეცა. ჩაეძინა.
უცნაური სიზმარი ნახა: ქალი, ორსახა იანუსის მსგავსი, ორივე მხარეს იყურებოდა. სახე ორივე მხარეს ერთი ჰქონდა, მაგრამ ერთ სახეს ზღვისფერი თვალები ამშვენებდა, მეორეს კი – კამკამა ცისფერი. დიდხანს უვლიდა გარშემო. თავი აერია. თვალები აუჭრელდა... და ვერ მიხვდა, როდის გაჩერდა თავად და როდის დაიწყო მის გარშემო მოძრაობა ამ “იანუსმა”. და საითაც გაიხედებოდა, ამ ორსახა ქალს ხედავდა! შემდეგ ამ ქალის სხეული გამჭვირვალდა და გიამ დაინახა, რომ მის სიღრმეში პაწაწინა ბავშვი გაჩნდა. ბავშვმა სწრაფად იწყო გაზრდა. - მაგდალეა! – დაიყვირა და...
- მოქალაქე, გაიღვიძეთ და ქამარი შეიკარით. ვეშვებით, - გააღვიძა სტიუარდესამ.
ვნუკოვოს აეროპორტიდან პირდაპირ კიევის ვაგზლის საგარეუბნო მატარებლებისკენ წავიდა და დაბის მიმართულებით აიღო ბილეთი. კიდევ 2 საათი და...
ფანჩატურში დაღონებით მჯდარი ლეა დაინახა... ისეთი საწყალი თვალებით იყურებოდა სივრცეში, რომ... გიას გული მოეწურა. - ლეა! - დაუძახა გიამ და მის რეაქციას დააკვირდა.
ლეა შეკრთა და მექანიკურად ჭიშკრისკენ კი არ გაიხედა, ცას ახედა! იფიქრა, “ისევ შემომესმაო” და თავი დაღუნა. - ლეინკა, ლეა! - მთელი ხმით იყვირა გიამ და ეზოში შევარდა.
ლეა ფეხზე წამოხტა, მერე ერთი ამოილუღლუღა: “მიშველეთო” და გიას ხელებში ჩაიკეცა.
გული არ წასვლია, მაგრამ აღარც ბევრი აკლდა, - ტუჩები გადაეტეტკა, სახეზე მიტკლისფერი დაედო...
გიამ ჩანთა იქვე მიაგდო და ლეა აიტაცა ხელში. სირბილით აირბინა კიბეები, ლეას ოთახში შევიდა, ლეა საწოლზე ფრთხილად დააწვინა და წყალი მოუტანა. - ლეინკა, რატომ მაშინებ?! – ეუბნებოდა გია და თან ყურებს უსრესდა. - გია, ჩამოხვედი?!... არ მეჩვენება და აქ ხარ?... თუ ისევ სიზმარში გხედავ?... გია, ხმა გამეცი!... - აქ ვარ, ლეა! შენთან... და ეს სიზმარი სულაც არ არის!... ვერ გავძელი უშენოდ! ჩამოვედი... და არსად აღარ წავალ, ყოველ შემთხვევაში, უახლოესი 5 წელი აქ ვიქნებით... მერე კი... - მერე წახვალ?... – ლეას ცრემლებით აევსო თვალები და სახეზე ვარდისფერმა აჰკრა.
გიამ შენიშნა, რომ ეს “ახალი ტალღა” ლეას იმ ძველ ელდას გაუქარვებდა და... - მოდი, ამაზე ხუთი წლის შემდეგ ვილაპარაკოთ, კარგი? ჯერ ხომ ერთად ვართ?!...
ლეა მომენტალურად გამოვიდა მდგომარეობიდან, საწოლზე წამოჯდა და ის იყო, საკამათოდ მოემზადა, რომ... - ასე არ ჯობია?... ჩემო სულელო გოგო! მე შენთან ჩამოვედი, ლეა, და არსად ვაპირებ შენგან წასვლას! დამშვიდდი... - გვერდით მიუჯდა და ძალიან მაგრად ჩაიკრა გულში.
ამასობაში კიბეზე ფეხის ხმაც გაისმა და ოთახში სერგეი ანდრეიჩი გამოჩნდა გიას ჩანთით ხელში.
- გია?!... მეც არ ვიფიქრე, ვინ ჩამოვიდა ასეთი, ჩანთა რომ შუა ეზოში დააგდო-მეთქი?!... მაშ დაბრუნდი?
ფეხზე წამოხტა გია და სერგეი ანდრეიჩს გადაეხვია: - დავბრუნდი, სერგეი ანდრეიჩ... ხომ მიმიღებთ?! ვერ გავძელი ლეას გარეშე! მიყვარს თქვენი შვილი და რა ვქნა?! - მერე? მაგას რა ჯობია?!... რაო, რა გითხრეს თქვენებმა? - მამამ იცის... დედამ – არა, ჯერ... ვიფიქრე, ვაი თუ არ გამომიშვას-მეთქი... და ამიტომ არ ვუთხარი. აქ, მოსკოვის უნივერსიტეტში მინდა ჩავაბარო. ფიზიკოსი მინდა გავხდე!... - ოჰო, შენ არ ხუმრობ... ფიზიკოსი? - დიახ... ბავშვობიდან მიტაცებდა ფიზიკა. და მერე აქვე მინდა, კოსმოსურ ცენტრში... - შენ რამხელა მიზნები გქონია? ამას მალავდი? - გულიანად გაეცინა სერგეი ანდრეიჩს. - არა, დამალვა არც მიფიქრია... უბრალოდ, ამის თქმის საშუალება არ მომეცა... - ხო, ვერ მოიცალე მანამდე... - სერგეი ანდრეიჩ, სხვა წასასვლელი არსად მაქვს... ხომ შემიძლია, აქ დავრჩე? - სხვაგან ან რატომ უნდა წახვიდე, შვილო? ისე იყავი, როგორც საკუთარ სახლში. არც მეცადინეობაში შეგიშლი ხელს... და პირიქით, დაგეხმარები კიდეც... მეც ხომ ფიზიკოსი ვარ?! - თქვენ?... - გაოცება ვერ დამალა გიამ. - ხო, რატომ გაგიკვირდა? - არასოდეს გითქვამთ... - არც არასოდეს გიკითხავს... - ისევ გაეცინა სერგეი ანდრეიჩს და კიდევ ერთხელ გადაეხვია გიას.
მეცადინეობაში სწრაფად გადიოდა დრო. თავაუღებლად მუშაობდა გია. თავდაუზოგავად ეხმარებოდა სერგეი ანდრეიჩი, ტერმინებს უზუსტებდა, გაუგებარ ადგილებს უხსნიდა. საქმეში ნატაშკაც ჩართეს, როგორც ფილოლოგი... თემებს ამუშავებინებდა გიას. და მიუხედავად იმისა, რომ გიამ არაჩვეულებრივად იცოდა რუსული ენა, თემების დაწერის დროს მაინც სდომებია ხელის წაშველება.
- ლეინკა, შენ არ აპირებ სადმე ჩაბარებას? - ჰკითხა ერთხელ გიამ. - მომავალ წელს, გია... ახლა არა!... ორი აბიტურიენტი ერთად – ბევრი იქნება ერთი ოჯახისთვის. - და მომავალ წელს სად გინდა? - საბავშვო ბაღის მასწავლებელი მინდა ვიყო... ძალიან მიყვარს ბავშვები... - ლეამ გიას ხელი მოხვია და მიეხუტა. - შენ არაჩვეულებრივი მასწავლებელი იქნები, ლეინკა!...
გიას ჩამოსვლით გახარებულ ლეას ყურადღება არ მიუქცევია თავისი მდგომარეობისთვის, მაგრამ... გავიდა 2 კვირა და... მიხვდა ლეა, რომ ისევ დედა უნდა გამხდარიყო!
შიშით შეეკუმშა გული.
“ბავშვი არ გაჩნდება, ლეა!…ამას კატეგორიულად მოვითხოვ!...” “ხვალ ჩვენ მოსკოვში წავალთ. იქ ექიმთან მივალთ და... ბავშვი არ დაიბადება!...” “და გინდა ეს შენ თუ არა, ბავშვს მოიცილებ!... ამ თემაზე აღარც მინდა საუბარი!....” “ჩემი ხელით უნდა შეგიყვანო ბლოკში და იქ უნდა დავრჩე, მანამ, სანამ არ ვნახავ, რომ ბავშვი ნამდვილად მოიცილე!...”.......
ზარივით რეკდა-ხოლმე ლეას გონებაში გიას ეს სიტყვები მთელი 2 თვის განმავლობაში, ვიდრე ხელმეორედ არ შერიგდნენ...
“და რა იქნება ამ ჯერზე? ან რა შეიცვალა მას შემდეგ? არც არაფერი... აი, ჩააბარებს უნივერსიტეტში... მოეწყობა და აქ დარჩება... და რომ ვერ მოეწყოს? მაშინ თბილისში უნდა დაბრუნდეს?! გასაგებია, ჯერ არ სცალია ხელის მოწერაზე სალაპარაკოდ, მაგრამ... უბრალოდ მაინც ხომ შეეძლო ეთქვა: “აი, თუ სტუდენტი გავხდები, მერე ხელიც მოვაწეროთო?”... და თუ ვერ გავხდებიო?... გია, რა მოხდება მერე? წახვალ ისე, ვითომ მე არც ვარსებობ?... არა, უნდა ჩააბარო!... უნდა ჩააბარო!... და არაფერსაც არ გეტყვი ჯერ ბავშვის შესახებ... მანამ, სანამ ძალიან გვიან არ იქნება მისი მოცილება... და შენ თუ წახვალ კიდეც, შვილი, ჩვენი შვილი დამრჩება! მე შენ ძალიან მიყვარხარ, გია!”
მოახლოვდა გამოცდებზე გასვლის დრო. 2 დღეში – პირველი გამოცდა აქვს გიას. - ლეა, წამო, ფოსტაში მივდივარ... ჩვენებთან უნდა დავრეკო... - ახლავე... (იმას მაინც გავიგებ, რამეს ეუბნები ჩემს შესახებ თქვენებს თუ არა!)
ფოსტაში მალე შეაერთეს თბილისთან. - დედა, გამარჯობა! კარგად ვარ, დედა... ნუ ნერვიულობ. სერგეი ანდრეიჩი – ფიზიკოსია და მეხმარება... კი, ფიზიკაშიც და მათემატიკაშიც... კიდევ ერთი ქალია, ის რუსულში მეხმარება... ნუ გეშინია, აუცილებლად ჩავაბარებ!... მამა? როდის? ხვალ? მაშინ უთხარი, კიევის სადგურის საგარეუბნოებთან მოვიდეს და მეც იქ დავხვდები... კარგი, სალაროებთან დაველოდები... ბავშვები როგორ არიან?... დამიკოცნე ორივე!... ძალიან მიყვარხარ, დე!... გურამიკოს ტანკისტის ქუდი ვუშოვე. ნაწილში მომცეს, ჩამოწერილი... სათამაშოდ გამოადგება! კარგი, დედა, ნუ ტირი... ყველაფერი კარგად იქნება... კი, დედა, კი... არც საჭმელი მაკლია და არც სასმელი... არა, კი არ ვსვამ, არაფერი მინდა-მეთქი... დე, ერთადერთი, ცოტა ჭადის ფქვილი და ერთიც შებოლილი სულგუნი გამოატანე მამას და კიდევ ერთი ბოთლი ტყემალი... კარგი... გკოცნი! და მაშინვე დაგირეკავთ, როგორც კი ჩავაბარებ.
ლეამ ერთი ამოიხვნეშა და კაბინას მოცილდა: “ქართულად ლაპარაკობს გია... ვერაფერიც ვერ გავიგე, მამაჩემის სახელის გარდა... ხო, და კიდევ “ფიზიკა” გავიგე... “ტანკისტიც”... ააა, ის ქუდი რომ მოიტანა... ალბათ იმაზე უთხრა... უუუფ, რა რთული ენაა, რა... ის “ბაკაკი” ასო არ უთქვამს... თუ კი თქვა? რა ვიცი, შეიძლება თქვა კიდეც?!...”
გია კაბინიდან გამოვიდა და ლეას შეხედა. - რა მოხდა? რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი? - უთხრა და გაუღიმა. - ვერაფერი გავიგე, გია!... - ქართული არ იცი და როგორ გაიგებდი? - რუსულად რომ გელაპარაკა? - და რითი ამეხსნა, “რატომ გელაპარაკები რუსულად, ლეამ რომ გაიგოს-მეთქი”? – გაეცინა და ხელი მოხვია ბეჭებზე. - როდემდე დამმალავ? - არ ვაპირებ შენს დამალვას!... ხვალ მამაჩემი ჩამოვა და უნდა დავხვდე მას... - სად ჩამოვა, აქ? - არ გინდა, რომ ჩამოვიდეს? - და როგორ გააცნობ ჩემს თავს? ვინ ვარ მე? - შენ? - გიამ ოდნავ უკან დაიხია და ლეა აათვალიერ-ჩაათვალიერა, - შენ ხარ ფანტასტიური ქალი!... შენ ხარ ჩემი სიყვარული, ჩემი ახდენილი ოცნება!... - კიდევ? - რა გინდა, რომ იყო კიდევ? - მე მინდა ვიხრჩობოდე, გია... - გაგიჟდი? რატომ უნდა იხრჩობოდე?! - მაშინ თქვი ჩემზე – “ცოლიაო”... - და ეს დახრჩობის გარეშე არ შეიძლება? - შეიძლება, ალბათ, მაგრამ... რომ არ ამბობ ისე?... - კარგი, წამო, დავიხრჩოთ... - გია... - ლეა, ხვალ მოსკოვში მივდივარ, მამას უნდა დავხვდე... მოდი, ხვალ ვილაპარაკოთ ამაზე, კარგი? იცი, როგორ მოეწონები?... - და რომ არ მოვეწონო? - სულელო!... სარკე არ გაქვს სახლში? - მაქვს... მაგრამ შენ არ გაქვს თვალები? ვერ ხედავ, როგორ მიყვარხარ? - არა... ვერ ვხედავ... ამაღამ უნდა დამარწმუნო!... - ჯერ სახლში მიგიყვანო... – თვალები მოწკურა ლეამ... - და რა? - ღამე რად მინდა? ახლა ვერ დაგარწმუნებ?... - აბა, მომიყევი, როგორ დამარწმუნებ? - როგორ და... - ლეა ცოტა ხანს დაფიქრდა, მერე თვალებში ეშმაკუნები ჩაუსახლდნენ და ჩუმად, ძალიან ჩუმად უთხრა ყურში, - ჩაგილაგებ ჩანთას და გაგიშვებ, საიდანაც მოხვედი, იმ შენს თბილისში... - აუუუ, ლეა, მაგარი ხარ!... ყველანაირ ფინალს ველოდებოდი ახლა, ამის გარდა!... აჰა, ესე იგი სახლში გამიშვებ, არა?!... – გულიანად გაეცინა გიას, - არა, მე მირჩევნია ერთად დავიხრჩოთ, ვიდრე უშენოდ წავიდე თბილისში!... უჰ, ჯერ მიგიყვანო სახლში...
მეორე დღეს გია და ლეა ერთად დახვდნენ ლევანს.
შორიდანვე დაინახა ლევანმა გია და... მის გვერდით ანგელოზი! ხორცშესხმული ანგელოზი მოჰყვებოდა მის შვილს გვერდით... თან დაბნეული ათვალიერებდა ხალხს და ვიღაცას ეძებდა...
ლევანი სწრაფად გაემართა მათკენ და ხმამაღლა დაიძახა: - ლეა!... თავადვე გაუკვირდა... “ლეა” დაიძახა და არა “გია”!
ლეა მოულოდნელობისგან დაიბნა, - ვიღაც ახალგაზრდა, სიმპატიური მამაკაცი მას სახელით ეძახის... გაოცება გამოეხატა სახეზე. გიას ხელი მოკიდა და იმ მამაკაცისკენ მიაბრუნა. - ლეა, გია!... - და ლევანი გიას გადაეხვია, შემდეგ კი ლეას მოჰკიდა ხელი, თავისკენ მიიზიდა და მამაშვილურად ორივე ერთად ჩაიკრა გულში... - ამისთანა გოგო დაგვიმალე, ბიჭო? - ქართულად ჩაულაპარაკა და ბეჭებზე შემოჰკრა ხელი.
არაფრის ახსნა იყო საჭირო! ბედნიერებისაგან ლეას მუხლები უკანკალებდა! “იცოდა, მამამისმა ყველაფერი იცოდა! სულ მატყუებდა გია, როცა თქვა, “ჩვენებმა არაფერი იციანო”... “მამა რომ ჩამოვა, მერე ვეტყვიო”... ოხ, გია, მოხვალ სახლში!”...
სერგეი ანდრეიჩი ძალიან ღელავდა... “როგორ მიიღებს მამამისი ჩემს ლეას? ან რა სჭირს ლეას დასაწუნი, მაგრამ... რა ვიცი... რა ვიცი...”
სერგეი ანდრეიჩისთვისაც ყველაფერი ნათელი გახდა, როცა მან სახლში შემოსული ბედნიერი ლეა, ამაყი გია და სიხარულით გაოგნებული ლევანი დაინახა.
- კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს სახლში, ლევან გიორგევიჩ! არ ვართ ჩვენ ცუდი ხალხი!... იმედია გავუგებთ ერთმანეთს! - კეთილი იყოს, სერგეი ანდრეიჩ... არც ჩვენ ვართ ცუდები!... და კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა!
მეორე დღიდან გამოცდების ციებ-ცხელება დაეწყოთ. პირველი წერითი გამოცდა მათემატიკაში ჰქონდა. ფრიადი შეფასება გამოიტანა!
მათემატიკის ზეპირ გამოცდაში – 4... ფიზიკა – ბრწყინვალე ფრიადზე ჩააბარა... და როცა რუსული ენა-ლიტერატურის წერითი გამოცდიდანაც 4 გამოიტანა, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ გია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
იმ დღეს ყველა ბედნიერი იყო, მაგრამ, როცა ლევანმა იმ საღამოს გამოაცხადა: “გიას ცოტა ხნით თბილისში წავიყვან, დედამისი სულისთქმასავით ელოდებაო,” ლეას გული ჩაწყდა.
ლევანი მეორე დღესვე წავიდა ბილეთების ასაღებად. - ზეგ დილით, 11-ზე მიფრინავს თვითმფრინავი... მოემზადე, გია!... - ჩანთას ჩაგილაგებ... - ჩაიჩურჩულა ლეამ... შემდეგ წუთით შეყოვნდა და ლევანს მიუბრუნდა, - როდის დაბრუნდება გია? - რატომ მხოლოდ გია? შენ სად რჩები, ლეა? – გულღიად გაუღიმა ლევანმა... - მე? - ხო, ლეა! როგორ იფიქრე, რომ მხოლოდ გიას წავიყვანდი და შენ აქ დაგტოვებდი? არ უნდა ნახო საქართველო? არ უნდა გაიცნო შენი ოჯახი? - თქვენ.... - ლეას ცრემლებით აევსო თვალები. - მე სამი ბილეთი ავიღე, ლეა!... ხო, ჩემო გოგო!... მე ჩემმა გიამ შენი თავი – თავის ცოლად გამაცნო... და ცოლ-ქმარს როგორ დაგაშორებდით? - ცოლად?... – ლეას ღვარად წამოუვიდა ცრემლები, - და ხელი რომ არ გვაქვს მოწერილი? - მოაწერთ... აბა რას იზამთ!... - ხო... უნდა მოვაწეროთ... მე ხომ... - და ლეა გაჩუმდა.
შიში ჩაუდგა ლეას ლამაზ თვალებში... “ბავშვი არ გაჩნდება”- დენივით გაუარა გიას ხმამ. - რა, ლეა?! თქვი, შვილო... - მხარზე მოხვია ხელი ლევანმა. - მე... ბავშვს ველოდები... - კი არ თქვა, ამოიჩურჩულა ლეამ და გიას მიაჩერდა. - ლეა! რა ბედნიერი ვარ, ლეა! - წამოხტა აქამდე დივანზე ჩუმად მჯდომი გია, ლეას ეცა, ხელში აიტაცა და დააბზრიალა. - გიაააა! - გახარებულმა იყვირა ლეამ და კისერზე შემოხვია ხელები, - იცი, როგორ ვნერვიულობდი? ვიფიქრე, არ გაუხარდება-მეთქი... - შვილი არ გაუხარდებოდა? ეს როგორ იფიქრე, ლეა! თანაც პირველი შვილი... სიყრმის შვილი!... - გაოცება ვერ დამალა ლევანმა.
მიხვდა ლეა, კიდევ ერთი სიტყვა რომ ეთქვა, უბრალოდ რომ ეხსენებინა ის აბორტი, გიას ძალიან აწყენინებდა ამით.
- ჩვენ... ჩვენ ხომ ხელი არ მოგვიწერია?! ამიტომ ვიფიქრე ასე! მაპატიე, გია!
გიამ ლეა დაბლა ჩამოსვა, მერე ხელი მოხვია ლეას და ძალიან მაგრად მიიკრა გულზე. - გმადლობ, ლეა! ჩვენი შვილისთვის გმადლობ!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36. უკომენტაროდ,,,,,,,,, უკომენტაროდ,,,,,,,,,
35. გიაააა! - გახარებულმა იყვირა ლეამ და კისერზე შემოხვია ხელები, - იცი, როგორ ვნერვიულობდი? ვიფიქრე, არ გაუხარდება-მეთქი.. გიაააა! - გახარებულმა იყვირა ლეამ და კისერზე შემოხვია ხელები, - იცი, როგორ ვნერვიულობდი? ვიფიქრე, არ გაუხარდება-მეთქი..
34. ლეა ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას... აი გიას კი არ ვეთანხმები! ,,ისიც შემიძლია დავიჯერო, რომ ძალით წაგიყვანეს, ძალა იხმარეს... ისიც, რომ ბავშვის მოცილება უკვე გვიანი იყო... მაგრამ, სამშობიაროდან? იქიდანაც ძალად გამოგატანეს? რა, პირველი იქნებოდა თუ უკანასკნელი?.... ვერ დატოვე სამშობიაროში?... " ასე არცერთი დედა არ მოიქცევა! ლეა ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას... აი გიას კი არ ვეთანხმები! ,,ისიც შემიძლია დავიჯერო, რომ ძალით წაგიყვანეს, ძალა იხმარეს... ისიც, რომ ბავშვის მოცილება უკვე გვიანი იყო... მაგრამ, სამშობიაროდან? იქიდანაც ძალად გამოგატანეს? რა, პირველი იქნებოდა თუ უკანასკნელი?.... ვერ დატოვე სამშობიაროში?... " ასე არცერთი დედა არ მოიქცევა!
33. ველოდები გაგრძელებას!!!!_5 ველოდები გაგრძელებას!!!!_5
32. "ჩვენი შვილისთვის გმადლობ!..." ახლა გაახსენდა შვილი? 5 "ჩვენი შვილისთვის გმადლობ!..." ახლა გაახსენდა შვილი? 5
31. ველოდები გაგრძელებას 5 ველოდები გაგრძელებას 5
30. უფფფფფფფფფფფფფფფფფფფფ უფფფფფფფფფფფფფფფფფფფფ
28. ცოტა მოვიცალე...თამრიკო! ახლა ხშირად გეწვევი ხოლმე... :) რამდენიმე თავი მაქვს წასაკითხი...კარგია ძალიან :) ცოტა მოვიცალე...თამრიკო! ახლა ხშირად გეწვევი ხოლმე... :) რამდენიმე თავი მაქვს წასაკითხი...კარგია ძალიან :)
27. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ქართველი კაცი სხვას უფრო ადვილად დაადანაშაულებს, ვიდრე იტყვის, მე ვიყავი მტყუანიო!
___________
10000000000000000000000000000000000000000000% იმედია მხოლოდ ქართველები არიან ასეთები და არა ყველა მამაკაცი რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ქართველი კაცი სხვას უფრო ადვილად დაადანაშაულებს, ვიდრე იტყვის, მე ვიყავი მტყუანიო!
___________
10000000000000000000000000000000000000000000% იმედია მხოლოდ ქართველები არიან ასეთები და არა ყველა მამაკაცი
26. მდაა... ვიწყებ "თავის მართლებას" ნიკის წინაშე!
1. გიას ფიქრები ყალბი რატოა? ზუსტად ამას ფიქრობს და ამიტომაც არის რომ მასში ეს ორი ქალი ვერ გაეხლიჩა ერთმანეთს. მაგდა და ლეა ერთარსებად გაერთიანდა და გიას გონება მხოლოდ იმას ფიქრობს, რომ თავის თავს უპოვოს გამართლება. რატომ ვერ აპატია მაგდას? რატომ მიატოვა ლეა (თუნდაც დროებით)?!... ხო, ის ქართველია და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ქართველი კაცი სხვას უფრო ადვილად დაადანაშაულებს, ვიდრე იტყვის, მე ვიყავი მტყუანიო! :(
2. "ტუჩები გადაეტეტკა" - გულისწასვლის წინ ხდება, ნიკი, როცა ტუჩებს მოთეთრო-მოცისფრო ფერი ედება. :(
3. "- ლეინკა, შენ არ აპირებ სადმე ჩაბარებას? - ჰკითხა ერთხელ გიამ." მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ვარ, მე თავადაც კი გამიკვირდებოდა, გიას მსგავს ეგოცენტრულ პიროვნებას ჩასვლის მომენტშივე რომ ეკითხა ლეასთვის, "სად აბარებო"! მას ხომ სერგეი ანდრეიჩის ფიზიკოსობაც გაუკვირდა?! და უთხრა კიდეც; "არც არასოდეს გიკითხავსო!" ასეთი ეგოცენტრისტები სხვის პიროვნულ თვისებებს ძალზე ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ისინი არიან ცხოვრების მამოძრავებელი ღერძები და რატომ უნდა ეკითხა ლეასთვის, რას აპირებო? მთავარია, თვითონ მიიღებდა უმაღლეს განათლებას. ეს იყო მთავარი! ;)
4. გია მოსკოვში არ ცხოვრობს. ის დაბაში ცხოვრობს, მოსკოვიდან მატარებლით უნდა იაროს კიდევ 2 საათი... თან მეცადინეობს... გამოცდები კი, - ზეგ გამოცდა აქვს! აი ეს, - ყველაზე ნაკლებად დასაეჭვებელი მომენტი იყო! :-?
5. "- ზეგ დილით, 11-ზე მიფრინავს თვითმფრინავი... მოემზადე, გია!..." რას ერჩით ლეას? როგორც უთხრეს ისე გაიგო.... აბა ეთქვა მოემზადეთ შვილებოო " ----> კარგი, ნიკი... ერთი ალილუია მღვდელსაც შესცდებაო!... მაგრამ... რატომ იმას არ მიაქციე ყურადღება, რომ უკვე მაშინ თვითმფრინავის ბილეთები პასპორტის გარეშე არ იყიდებოდა? ანუ გიამ ლეასგან მალულად გაატანა მამამისს ლეას პასპორტი, რომ გოგონასთვის სიურპრიზი გაეკეთებინათ!... მე მკითხველზე "ვითამაშე" მას გავუკეთე ლევანისგან სიურპრიზი და... მოკლედ, დაღეჭილი ლუკმა გინდა, რა... :)) აჰა, ბატონო... დაჯექი და თავიდან წაიკითხე ახლა ეს თავი. ქულა არ მჭირდება, მაგრამ, მითხარი, რომ მარტალი ვარ! :(( მდაა... ვიწყებ "თავის მართლებას" ნიკის წინაშე!
1. გიას ფიქრები ყალბი რატოა? ზუსტად ამას ფიქრობს და ამიტომაც არის რომ მასში ეს ორი ქალი ვერ გაეხლიჩა ერთმანეთს. მაგდა და ლეა ერთარსებად გაერთიანდა და გიას გონება მხოლოდ იმას ფიქრობს, რომ თავის თავს უპოვოს გამართლება. რატომ ვერ აპატია მაგდას? რატომ მიატოვა ლეა (თუნდაც დროებით)?!... ხო, ის ქართველია და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ქართველი კაცი სხვას უფრო ადვილად დაადანაშაულებს, ვიდრე იტყვის, მე ვიყავი მტყუანიო! :(
2. "ტუჩები გადაეტეტკა" - გულისწასვლის წინ ხდება, ნიკი, როცა ტუჩებს მოთეთრო-მოცისფრო ფერი ედება. :(
3. "- ლეინკა, შენ არ აპირებ სადმე ჩაბარებას? - ჰკითხა ერთხელ გიამ." მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ვარ, მე თავადაც კი გამიკვირდებოდა, გიას მსგავს ეგოცენტრულ პიროვნებას ჩასვლის მომენტშივე რომ ეკითხა ლეასთვის, "სად აბარებო"! მას ხომ სერგეი ანდრეიჩის ფიზიკოსობაც გაუკვირდა?! და უთხრა კიდეც; "არც არასოდეს გიკითხავსო!" ასეთი ეგოცენტრისტები სხვის პიროვნულ თვისებებს ძალზე ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ისინი არიან ცხოვრების მამოძრავებელი ღერძები და რატომ უნდა ეკითხა ლეასთვის, რას აპირებო? მთავარია, თვითონ მიიღებდა უმაღლეს განათლებას. ეს იყო მთავარი! ;)
4. გია მოსკოვში არ ცხოვრობს. ის დაბაში ცხოვრობს, მოსკოვიდან მატარებლით უნდა იაროს კიდევ 2 საათი... თან მეცადინეობს... გამოცდები კი, - ზეგ გამოცდა აქვს! აი ეს, - ყველაზე ნაკლებად დასაეჭვებელი მომენტი იყო! :-?
5. "- ზეგ დილით, 11-ზე მიფრინავს თვითმფრინავი... მოემზადე, გია!..." რას ერჩით ლეას? როგორც უთხრეს ისე გაიგო.... აბა ეთქვა მოემზადეთ შვილებოო " ----> კარგი, ნიკი... ერთი ალილუია მღვდელსაც შესცდებაო!... მაგრამ... რატომ იმას არ მიაქციე ყურადღება, რომ უკვე მაშინ თვითმფრინავის ბილეთები პასპორტის გარეშე არ იყიდებოდა? ანუ გიამ ლეასგან მალულად გაატანა მამამისს ლეას პასპორტი, რომ გოგონასთვის სიურპრიზი გაეკეთებინათ!... მე მკითხველზე "ვითამაშე" მას გავუკეთე ლევანისგან სიურპრიზი და... მოკლედ, დაღეჭილი ლუკმა გინდა, რა... :)) აჰა, ბატონო... დაჯექი და თავიდან წაიკითხე ახლა ეს თავი. ქულა არ მჭირდება, მაგრამ, მითხარი, რომ მარტალი ვარ! :((
25. მგონი ყველაფერი ლაგდება :) მგონი ყველაფერი ლაგდება :)
24. ახლა ამ თავზე:
გიას ფიქრები თვითმფრინავში ცოტა არ იყოს ყალბია ( მე ასე მეჩვენება ) "ტუჩები გადაეტეტკა" ვერ გავიგე რას ნიშნავს
"- ლეინკა, შენ არ აპირებ სადმე ჩაბარებას? - ჰკითხა ერთხელ გიამ. - მომავალ წელს, გია... ახლა არა!... ორი აბიტურიენტი ერთად – ბევრი იქნება ერთი ოჯახისთვის."
რას ნიშნავს ჰკითხა ერთხელ გიამ? როგორც კი ჩამოვიდა და უთხრა მე ასე ვაპირებო არ დააინტერესა ლეა რას აპირებდა? მითუმეტეს სულით ხორცამდე "ქართველი" იყო და სისხლში ჰქონდა რომ უმაღლესის გარეშე არ შეიძლებოდა ცხოვრება... და ერთხელაც ადგა და ჰკითხა? და თან ატყუებს ლეას მიყვარხარო? ეეჰ გია გია
"მაშინ უთხარი, კიევის სადგურის საგარეუბნოებთან მოვიდეს და მეც იქ დავხვდები" უკაცრავად რომელი წლებია? და ასე ადვილად დავიჯერებთ რომ გია თავის მამას აეროპორტში არ დახვდებოდა? თუ მამა მატარებლით წამოვიდოდა? ( შანსი არაა ) :)
"- ზეგ დილით, 11-ზე მიფრინავს თვითმფრინავი... მოემზადე, გია!..." რას ერჩით ლეას? როგორც უთხრეს ისე გაიგო.... აბა ეთქვა მოემზადეთ შვილებოო :)
შვილი კარგია :)
მოკლედ კარგია, ძალიან სწრაფად რომ არ ვითარდებოდეს მოვლენები...
ჩემი აზრით მხოლოდ 3 ქულა ძალიან ბევრი ხარვეზია ერთი თავისთვის ( ჩემი აზრით )
ახლა ამ თავზე:
გიას ფიქრები თვითმფრინავში ცოტა არ იყოს ყალბია ( მე ასე მეჩვენება ) "ტუჩები გადაეტეტკა" ვერ გავიგე რას ნიშნავს
"- ლეინკა, შენ არ აპირებ სადმე ჩაბარებას? - ჰკითხა ერთხელ გიამ. - მომავალ წელს, გია... ახლა არა!... ორი აბიტურიენტი ერთად – ბევრი იქნება ერთი ოჯახისთვის."
რას ნიშნავს ჰკითხა ერთხელ გიამ? როგორც კი ჩამოვიდა და უთხრა მე ასე ვაპირებო არ დააინტერესა ლეა რას აპირებდა? მითუმეტეს სულით ხორცამდე "ქართველი" იყო და სისხლში ჰქონდა რომ უმაღლესის გარეშე არ შეიძლებოდა ცხოვრება... და ერთხელაც ადგა და ჰკითხა? და თან ატყუებს ლეას მიყვარხარო? ეეჰ გია გია
"მაშინ უთხარი, კიევის სადგურის საგარეუბნოებთან მოვიდეს და მეც იქ დავხვდები" უკაცრავად რომელი წლებია? და ასე ადვილად დავიჯერებთ რომ გია თავის მამას აეროპორტში არ დახვდებოდა? თუ მამა მატარებლით წამოვიდოდა? ( შანსი არაა ) :)
"- ზეგ დილით, 11-ზე მიფრინავს თვითმფრინავი... მოემზადე, გია!..." რას ერჩით ლეას? როგორც უთხრეს ისე გაიგო.... აბა ეთქვა მოემზადეთ შვილებოო :)
შვილი კარგია :)
მოკლედ კარგია, ძალიან სწრაფად რომ არ ვითარდებოდეს მოვლენები...
ჩემი აზრით მხოლოდ 3 ქულა ძალიან ბევრი ხარვეზია ერთი თავისთვის ( ჩემი აზრით )
23. 16. გია ლეასთან ხელს აწერს და მაგდას როგორ უნდა დაუბრუნდეს?
რა არის გასაკვირი?:)ყველაფერი ხდება ცხოვრებაშიც და რომანი ჩვენი ნება არაა,როგორც გვინდა ისეთ მსვლელობას მივცემთ თხრობას თუნდ არარეალურს(რეალური ცხოვრებაც რომ იყოს ასახული):) თან იმდენად გაუწონასწორებელი ტიპია გია, რომ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი:D
OK ...მოთმინებითან ჩემითა:D 16. გია ლეასთან ხელს აწერს და მაგდას როგორ უნდა დაუბრუნდეს?
რა არის გასაკვირი?:)ყველაფერი ხდება ცხოვრებაშიც და რომანი ჩვენი ნება არაა,როგორც გვინდა ისეთ მსვლელობას მივცემთ თხრობას თუნდ არარეალურს(რეალური ცხოვრებაც რომ იყოს ასახული):) თან იმდენად გაუწონასწორებელი ტიპია გია, რომ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი:D
OK ...მოთმინებითან ჩემითა:D
22. განსაკუთრებით სიზმარი მომეწონა,სიმბოლოებითარის დახუნძლული...5 განსაკუთრებით სიზმარი მომეწონა,სიმბოლოებითარის დახუნძლული...5
21. თამრო, დავიტანჯე მაგატი საცოდაობით: ლეა, გია ლელა... თამრო, დავიტანჯე მაგატი საცოდაობით: ლეა, გია ლელა...
20. თამრო, დავიტანჯე მაგატი საცოდაობით: ლეა, გია ლელა... თამრო, დავიტანჯე მაგატი საცოდაობით: ლეა, გია ლელა...
19. თამრო, დავიტანჯე მაგატი საცოდაობით: ლეა, გია ლელა... თამრო, დავიტანჯე მაგატი საცოდაობით: ლეა, გია ლელა...
18. თამრო, დავიტანჯე მაგატი საცოდაობით: ლეა, გია ლელა... თამრო, დავიტანჯე მაგატი საცოდაობით: ლეა, გია ლელა...
17. თამრო, დავიტანჯე მაგატი საცოდაობით: ლეა, გია ლელა... თამრო, დავიტანჯე მაგატი საცოდაობით: ლეა, გია ლელა...
16. ვახ, აქ რა დისკუსია გამართულა? ბრავო, ლელა! ჩემი სათქმელი თქვი! აღარაფერს ვამატებ შენს ნათქვამს. "დაჟე" ეს ტერმინიც რომ გადმოუღია?! - მოთმინება... მოთმინება, თავადო! ვახ, აქ რა დისკუსია გამართულა? ბრავო, ლელა! ჩემი სათქმელი თქვი! აღარაფერს ვამატებ შენს ნათქვამს. "დაჟე" ეს ტერმინიც რომ გადმოუღია?! - მოთმინება... მოთმინება, თავადო!
15. გია ლეასთან ხელს აწერს და მაგდას როგორ უნდა დაუბრუნდეს? დაანებეთ გიას თავი, თავისი გაჭირება ყოფნის... და ძალიან მიხარია, რომ ასეთი რეაქცია გამოიწვია ამ პერსონაჟმა: ანუ ემოცია მოიტანა, თუნდაც უარყოფითი. და ისიც მიხარია, რომ ასეთი პიროვნება ვერ იმსახურებს თქვენს სიმპატიებს, თუმცა ბევრ გოგოს ახვევს თავბრუს და აყვარებს თავს. ყველას დაგავიწყდათ, რომ გია მზიასაც უყვარდა და რა არ გააკეთა მზიამ გიას თვალში მაგდას დასამცირებლად... მაგდას ხომ უყვარს და უყვარს... თორემ სხვა შემთხვევაში ბავშვს მამას არ დაუკარგავდა... თუმცა, მოთმინება, თავადო! გია ლეასთან ხელს აწერს და მაგდას როგორ უნდა დაუბრუნდეს? დაანებეთ გიას თავი, თავისი გაჭირება ყოფნის... და ძალიან მიხარია, რომ ასეთი რეაქცია გამოიწვია ამ პერსონაჟმა: ანუ ემოცია მოიტანა, თუნდაც უარყოფითი. და ისიც მიხარია, რომ ასეთი პიროვნება ვერ იმსახურებს თქვენს სიმპატიებს, თუმცა ბევრ გოგოს ახვევს თავბრუს და აყვარებს თავს. ყველას დაგავიწყდათ, რომ გია მზიასაც უყვარდა და რა არ გააკეთა მზიამ გიას თვალში მაგდას დასამცირებლად... მაგდას ხომ უყვარს და უყვარს... თორემ სხვა შემთხვევაში ბავშვს მამას არ დაუკარგავდა... თუმცა, მოთმინება, თავადო!
14. და გიას ეყვარებოდა მაგდა რომ გაიგებდა ბავშვი დატოვა სამშობიაროში? არასრულფასოვანი მამაკაცია გია...არაირი პატივისცემა...ასეთებს სიყვარულის უფლება არც აქვთ:) და ლელას ვეთანხმები რომ ასეთი სისასტიკე ზედმეტია გიას პერსონაჟთან,უკვე სულ სხვა რაკუსრით ჩანს ....ნუ მე ყოველშემთხვევაში ისე დავნახე,რომ საერთოდ პატიება მაგ ფიქრებისაც კი სიყალბე იქნება...მიუტევებელი :)იმედია მაგდა არ დაიბუნებს :D
და გიას ეყვარებოდა მაგდა რომ გაიგებდა ბავშვი დატოვა სამშობიაროში? არასრულფასოვანი მამაკაცია გია...არაირი პატივისცემა...ასეთებს სიყვარულის უფლება არც აქვთ:) და ლელას ვეთანხმები რომ ასეთი სისასტიკე ზედმეტია გიას პერსონაჟთან,უკვე სულ სხვა რაკუსრით ჩანს ....ნუ მე ყოველშემთხვევაში ისე დავნახე,რომ საერთოდ პატიება მაგ ფიქრებისაც კი სიყალბე იქნება...მიუტევებელი :)იმედია მაგდა არ დაიბუნებს :D
13. ლელა, ეს იყო ის ერტადერთი მიზეზი, რის გამოც გიამ მაგდაზე თქვა უარი. ვერ აპატია სხვისი ბავშვი... და ეს რომ ამოვიღო, რომანს სხვა მსვლელობა უნდა მივცე. ხალხო, იცით, რამდენ ბავშვებს ტოვებენ სამშობიაროებში? ის ბავშვი ნამდვილად არ იქნებოდა, სამწუხაროდ, არც პირველი და არც უკანასკნელი!.. და იცით, რამდენი ოჯახი პოულობს ბედნიერებას ასე, სამშობიაროში დატოვებული ბავშვების მეშვეობით? ასე რომ, აქ არაფერი წერია რეალობიდან გადახვეული... ლელა, ეს იყო ის ერტადერთი მიზეზი, რის გამოც გიამ მაგდაზე თქვა უარი. ვერ აპატია სხვისი ბავშვი... და ეს რომ ამოვიღო, რომანს სხვა მსვლელობა უნდა მივცე. ხალხო, იცით, რამდენ ბავშვებს ტოვებენ სამშობიაროებში? ის ბავშვი ნამდვილად არ იქნებოდა, სამწუხაროდ, არც პირველი და არც უკანასკნელი!.. და იცით, რამდენი ოჯახი პოულობს ბედნიერებას ასე, სამშობიაროში დატოვებული ბავშვების მეშვეობით? ასე რომ, აქ არაფერი წერია რეალობიდან გადახვეული...
12. მაგრამ, სამშობიაროდან? იქიდანაც ძალად გამოგატანეს? რა, პირველი იქნებოდა თუ უკანასკნელი?.... ვერ დატოვე სამშობიაროში?...
ეს მართლა ზედმეტი მომეჩვენა თამრიი ცოდოა ეს გმირი შენ თუ არ დაინდე ვინღა დაინდობს? დანარჩენი ყველაფერი მომეწონა! თხრობის სტილის სიმსუბუქე, შენებური მარილიანი თხრობა! მოკლედ ყავას თავისებურ არომატს აძლევს და კმაყოფილი ვარ!:-* მაგრამ, სამშობიაროდან? იქიდანაც ძალად გამოგატანეს? რა, პირველი იქნებოდა თუ უკანასკნელი?.... ვერ დატოვე სამშობიაროში?...
ეს მართლა ზედმეტი მომეჩვენა თამრიი ცოდოა ეს გმირი შენ თუ არ დაინდე ვინღა დაინდობს? დანარჩენი ყველაფერი მომეწონა! თხრობის სტილის სიმსუბუქე, შენებური მარილიანი თხრობა! მოკლედ ყავას თავისებურ არომატს აძლევს და კმაყოფილი ვარ!:-*
11. მე არ ვთვლი რომ გია ცუდი პიროვნებააა...
და ქალბატოო თამარ მინდა იცოდეთ რომ თუ კომენტარს არ ვტოვებ...ეს იმას არ ნიშნავს რომ არ გკითხულობთ :)
გელით მე არ ვთვლი რომ გია ცუდი პიროვნებააა...
და ქალბატოო თამარ მინდა იცოდეთ რომ თუ კომენტარს არ ვტოვებ...ეს იმას არ ნიშნავს რომ არ გკითხულობთ :)
გელით
9. შემდეგი თავიდან ნათიასთან და მაგდასთან ვბრუნდებით! გიას ისედაც ბევრი დრო დავუთმეთ!. შემდეგი თავიდან ნათიასთან და მაგდასთან ვბრუნდებით! გიას ისედაც ბევრი დრო დავუთმეთ!.
8. ქეთ-ს და ნიჩორტას ვეთანხმები :) გიამ ცხოვრებაში მარტო მაშინ გამოიჩინა კაცობა, მაგდას რომ სიყვარული აუხსნა და სახლის წინ ელოდებოდა დილამდე, იმის მერე კაცური აღარაფერი სცხია, ისეთ ადგილებში გაჭედავს ხოლმე რომ... ნოდარი და ნათიას ოჯახი მინდააააა! :) აი ნათიას ქმარი ნამდვილად კარგი ტიპი იყო. ქეთ-ს და ნიჩორტას ვეთანხმები :) გიამ ცხოვრებაში მარტო მაშინ გამოიჩინა კაცობა, მაგდას რომ სიყვარული აუხსნა და სახლის წინ ელოდებოდა დილამდე, იმის მერე კაცური აღარაფერი სცხია, ისეთ ადგილებში გაჭედავს ხოლმე რომ... ნოდარი და ნათიას ოჯახი მინდააააა! :) აი ნათიას ქმარი ნამდვილად კარგი ტიპი იყო.
7. რა დებილია გია, ეგეთ მამაკაცებს პატივს არ ვცემ :(
სუსტი მამაკაცია და მართლა შესაცოდი :( რა დებილია გია, ეგეთ მამაკაცებს პატივს არ ვცემ :(
სუსტი მამაკაცია და მართლა შესაცოდი :(
6. გია არცერთის ღირსი არაა
ისე მე დავსჯიდი და უშვილოდ ვატარები გარკვეული წლები:D
5 გია არცერთის ღირსი არაა
ისე მე დავსჯიდი და უშვილოდ ვატარები გარკვეული წლები:D
5
5. მაგრამ, სამშობიაროდან? იქიდანაც ძალად გამოგატანეს? რა, პირველი იქნებოდა თუ უკანასკნელი?.... ვერ დატოვე სამშობიაროში?...
_________
კაცი, რომ საყვარელ ქალზე კი არადა თუნდაც ისე ქალზე იტყვის ასეთ რამეს კასტრაცია სჭირდება!
ლეა გიაზე მეტს იმსახურებს, დატანჯა გოგო 8-| მაგრამ თუ ბედნიერები იქნებიან, ჯანადაბს მაგათი თავიც :D
რა ცოტა იყო :( ისევ ლოდინი... ქალბატონო თამარ მე ავკრეფდი, რომ შემეძლოს....გმადლობთ, რომ ჩვენთვის წვალობთ ასე :)
მაგრამ, სამშობიაროდან? იქიდანაც ძალად გამოგატანეს? რა, პირველი იქნებოდა თუ უკანასკნელი?.... ვერ დატოვე სამშობიაროში?...
_________
კაცი, რომ საყვარელ ქალზე კი არადა თუნდაც ისე ქალზე იტყვის ასეთ რამეს კასტრაცია სჭირდება!
ლეა გიაზე მეტს იმსახურებს, დატანჯა გოგო 8-| მაგრამ თუ ბედნიერები იქნებიან, ჯანადაბს მაგათი თავიც :D
რა ცოტა იყო :( ისევ ლოდინი... ქალბატონო თამარ მე ავკრეფდი, რომ შემეძლოს....გმადლობთ, რომ ჩვენთვის წვალობთ ასე :)
3. მართალი ბრძანებაა! დამნაშავეა გია... მაგრამ ნურც ის გავიწყდებათ, რომ ასეთი რამ, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება! გია არ არის დადებითი პიროვნება... მაგრამ, ვისთვის არ არის? ორი ანგელოზივით ქალი "თავს იკლავს" მისი სიყვარულისთვის... უყვარს მაგდას და უყვარს ლეას!... გიას უყვარს მაგდა და უყვარს ლეა!... ორივე უყვარს და ამიტომ ტანჯავს ორივეს და იტანჯება თავადაც... ხომ ჩემი შექმნილი პიროვნებაა? - მე მეცოდება გია!... ილბათ იმიტომ, რომ შემეცოდებოდა რეალში არსებული ასეთი პიროვნება. მერამდენედ ვამბობ: აქ არავინ არის ძალიან დადებით პიროვნება. ყველანი ადამიანები არიან თავისი ადამიანური სისუსტეებით. გაიხედ-გამოიხედეთ... განა ვინმე არის მხოლოდ დადებითი პიროვნება? არა, არა არის! და ვერც იქნება, რადგან ის ფასეულობები, რაც ერთისთვის ძვირფასია, სხვას სასაცილოდ არ ყოფნის... ვიღაცის ცხოვრების წესი, რომელიც იმ ვიღაცისთვის მისაღებია, სხვისთვის მიუღებელია!
მართალი ბრძანებაა! დამნაშავეა გია... მაგრამ ნურც ის გავიწყდებათ, რომ ასეთი რამ, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება! გია არ არის დადებითი პიროვნება... მაგრამ, ვისთვის არ არის? ორი ანგელოზივით ქალი "თავს იკლავს" მისი სიყვარულისთვის... უყვარს მაგდას და უყვარს ლეას!... გიას უყვარს მაგდა და უყვარს ლეა!... ორივე უყვარს და ამიტომ ტანჯავს ორივეს და იტანჯება თავადაც... ხომ ჩემი შექმნილი პიროვნებაა? - მე მეცოდება გია!... ილბათ იმიტომ, რომ შემეცოდებოდა რეალში არსებული ასეთი პიროვნება. მერამდენედ ვამბობ: აქ არავინ არის ძალიან დადებით პიროვნება. ყველანი ადამიანები არიან თავისი ადამიანური სისუსტეებით. გაიხედ-გამოიხედეთ... განა ვინმე არის მხოლოდ დადებითი პიროვნება? არა, არა არის! და ვერც იქნება, რადგან ის ფასეულობები, რაც ერთისთვის ძვირფასია, სხვას სასაცილოდ არ ყოფნის... ვიღაცის ცხოვრების წესი, რომელიც იმ ვიღაცისთვის მისაღებია, სხვისთვის მიუღებელია!
2. ვაიი, ახალი თავი...ახალი თავიიი :x ჩავუჯდები მალე, ცივი ყავით თან 8->
მადლობთ ქალბატონო თამარ, რომ დადეთ :) ვაიი, ახალი თავი...ახალი თავიიი :x ჩავუჯდები მალე, ცივი ყავით თან 8->
მადლობთ ქალბატონო თამარ, რომ დადეთ :)
1. მაგრამ, სამშობიაროდან? იქიდანაც ძალად გამოგატანეს? რა, პირველი იქნებოდა თუ უკანასკნელი?.... ვერ დატოვე სამშობიაროში?... მოკლედ ამ ფიქრის გულისათვის თუ რაიმე სიმპატია მქონდა გიას მიმართ - გამიქრა. ლევანი კი ძალიან მომეწონა. კარგი იყო. 5 მაგრამ, სამშობიაროდან? იქიდანაც ძალად გამოგატანეს? რა, პირველი იქნებოდა თუ უკანასკნელი?.... ვერ დატოვე სამშობიაროში?... მოკლედ ამ ფიქრის გულისათვის თუ რაიმე სიმპატია მქონდა გიას მიმართ - გამიქრა. ლევანი კი ძალიან მომეწონა. კარგი იყო. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|