სიგიჟე იყო თავიდანვე ამისი ყიდვა. წლები გადის და ხარჯის მეტი არაფერია. ჟანგი მაშინვე ედებოდა, ძრავის პრობლემაც - - ძველ პატრონებს არ დაუმალავთ, მაგრამ მეფურად განათებულ სხვა იახტებში იმ საღამოთი ისე იდგა, შორი ზღაპრიდან მოფრენილი ციცქნა ჩიტივით, ისე შვენოდა მაკაგონის გემბანი და მოაჯირები, და შენც ისე თქვი, ძვირი სულაც არ არისო, თავს შეინახავს, თუ მოცურავე კაფეს გავხსნითო, სიამოვნება, თან - ბიზნესი, სხვა რა გვინდოდა ახლადშერთულ შეყვარებულებს!
შემოდგომობით, როცა ადანას სასტუმროების ფასი ეცემა, ხოლო რესტორნის მეპატრონენი ვაშლის ჩაითი ქუჩა-ქუჩა დასდევენ კლიენტს, ჩვენ ამ ადგილას დავსეირნობთ ბოლო პუნქტამდე. პორტის ნაპირზე, სადაც ვარდები ისევ ხარობს ათასფერადი, ვსხედვართ მარტონი, ღრმად ვისუნთქავთ მობერილ ჰაერს, ტალღების ხმაში ძველებურად ერთმანეთს ვისმენთ. და შევცქერით, როგორ თანდათან გვიხუნდება ლურჯი სახელი ALANINO, დიდ, თეთრ ნაჭერზე ისევ ღუის წითლად - FOR SALE .
ეს რაღა ხმაა? აქ ეს წყვილი საიდან გაჩნდა, ან რა იციან ჩვენი თამაში:
- ამას შეხედე, რა ანძა აქვს! - ამ სპორტულს გჩუქნი, არა, იმას! - ვაი, გემია თუ სასახლე - ექვსი სართული! - აი, ის გემიც შენი იყოს! ხმელთაშუაზღვაც, ოკეანეც. - ოო, ეგ ცოტაა! მე - სულ პატარა, პაწაწინა, სულ ერთთვლიანი... აქ, სხვათა შორის, საუკეთესო ოქროულია.
წამო, წავიდეთ, დღეს მათი იყოს ეს ყველაფერი! ხვალ უთენია ამ ერთხელაც (ვინ იცის, იქნებ საბოლოოდ) გავიდეთ ზღვაში!
- - - - - - - - - *ALANINO - საკუთარ სახელთა - ალანი და ნინო კონტამინაციის გზით შედგენილი ახალი სიტყვა. FOR SALE - (ინგლ.) - გასაყიდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა;) მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა;)
12. +. გკითხულობთ აქტიურად/ +. გკითხულობთ აქტიურად/
11. ძალიან მომეწონა.ორიგინალურია.არ ვიცი ასეთი "თამაში" რომ არა, ამ ცხოვრებას ხანდახან რა გაუძლებდა! ფინალი გენიალურია. ძალიან მომეწონა.ორიგინალურია.არ ვიცი ასეთი "თამაში" რომ არა, ამ ცხოვრებას ხანდახან რა გაუძლებდა! ფინალი გენიალურია.
10. მადლობა, ფლე-ში ძვირფასო! ბოლო დროს ინტენსიურად ვდებ ყველაფერს, რაც მაქვს და ძალიან მაინტერესებს ყველას აზრი, თუნდაც უმნიშვნელო შენიშვნა, რადგან ახალ კრებულს ვამზადებ და არ მინდა, ბეჭდურად გამოქვეყნების მერე გული დამწყდეს უკვე ტირაჟირებული ჩავარდნების გამო. ხომ თითქოს უცნაურია: ინტერნეტში დადებულ ტექსტს უფრო ბევრი ადამიანი კითხულობს, იქნებ, ბეჭდურ გამოცემასთან შედარებით, უფრო დიდხანსაც დარჩეს ,,ქეშირებული'', მაგრამ წიგნის მკითხველის წინაშე ასმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მადლობა, ფლე-ში ძვირფასო! ბოლო დროს ინტენსიურად ვდებ ყველაფერს, რაც მაქვს და ძალიან მაინტერესებს ყველას აზრი, თუნდაც უმნიშვნელო შენიშვნა, რადგან ახალ კრებულს ვამზადებ და არ მინდა, ბეჭდურად გამოქვეყნების მერე გული დამწყდეს უკვე ტირაჟირებული ჩავარდნების გამო. ხომ თითქოს უცნაურია: ინტერნეტში დადებულ ტექსტს უფრო ბევრი ადამიანი კითხულობს, იქნებ, ბეჭდურ გამოცემასთან შედარებით, უფრო დიდხანსაც დარჩეს ,,ქეშირებული``, მაგრამ წიგნის მკითხველის წინაშე ასმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.
9. ქალბატონო ნინო! არ ვიცი რატომ, როგორ და საიდან, ალბათ კარგი შესრულებითაც და ჩემი მელანქოლიური ბუნებიდანაც გამომდინარე, მე ამ ლექსში ძალიან დიდი სევდა და ტკივილი დავინახე, სევდა, რომელიც, ჩემი აზრით, უხდება ყველა ლექსს და უფრო ღირებულსა და გამძლეს ხდის მას იმიტომ, რომ თავად ცხოვრებაა სევდიანი დასასრულით, რომელსაც კაცმა არ იცის' ვინ გვიქსოვს ამ ცხოვრებას სხვადასხვანაირი ყაისნაღებით, თავად ჩვენ თუ ვიღაც უჩინარის ყოვლისმქმნელი ხელი. "წამო, წავიდეთ, დღეს მათი იყოს ეს ყველაფერი! ხვალ უთენია ამ ერთხელაც (ვინ იცის, იქნებ საბოლოოდ) გავიდეთ ზღვაში!"
აი, აქ არის ყველაფერი, ახსნილიცა და აუხსნელიც, სირთულეცა და სისადავეც...და ჩარხებმბრუნავი იდუმალება საწუთროული. გაიხარეთ ქალბატონო ნინო. მიუხედავად იმისა რომ ეს ლექსი ქმედითი ცხოვრებითაა გაჯერებული და არა ჭვრეტითი, მასში ელემენტარულ სქემატური სიმშრალის ნასახს ვერ იპოვის მკითხველი. არა და ამ ფორმით ამ თემაზე შესრულებული ლექსების უმრავლესობა სქემატური სიმშრალითაა, ცოტა მძაფრად რომ ვთქვათ, გაძეძგილი. ქალბატონო ნინო! არ ვიცი რატომ, როგორ და საიდან, ალბათ კარგი შესრულებითაც და ჩემი მელანქოლიური ბუნებიდანაც გამომდინარე, მე ამ ლექსში ძალიან დიდი სევდა და ტკივილი დავინახე, სევდა, რომელიც, ჩემი აზრით, უხდება ყველა ლექსს და უფრო ღირებულსა და გამძლეს ხდის მას იმიტომ, რომ თავად ცხოვრებაა სევდიანი დასასრულით, რომელსაც კაცმა არ იცის` ვინ გვიქსოვს ამ ცხოვრებას სხვადასხვანაირი ყაისნაღებით, თავად ჩვენ თუ ვიღაც უჩინარის ყოვლისმქმნელი ხელი. "წამო, წავიდეთ, დღეს მათი იყოს ეს ყველაფერი! ხვალ უთენია ამ ერთხელაც (ვინ იცის, იქნებ საბოლოოდ) გავიდეთ ზღვაში!"
აი, აქ არის ყველაფერი, ახსნილიცა და აუხსნელიც, სირთულეცა და სისადავეც...და ჩარხებმბრუნავი იდუმალება საწუთროული. გაიხარეთ ქალბატონო ნინო. მიუხედავად იმისა რომ ეს ლექსი ქმედითი ცხოვრებითაა გაჯერებული და არა ჭვრეტითი, მასში ელემენტარულ სქემატური სიმშრალის ნასახს ვერ იპოვის მკითხველი. არა და ამ ფორმით ამ თემაზე შესრულებული ლექსების უმრავლესობა სქემატური სიმშრალითაა, ცოტა მძაფრად რომ ვთქვათ, გაძეძგილი.
8. ქალბატონო ნინო! არ ვიცი რატომ, როგორ და საიდან, ალბათ კარგი შესრულებითაც და ჩემი მელანქოლიური ბუნებიდანაც გამომდინარე, მე ამ ლექსში ძალიან დიდი სევდა და ტკივილი დავინახე, სევდა, რომელიც, ჩემი აზრით, უხდება ყველა ლექსს და უფრო ღირებულსა და გამძლეს ხდის მას იმიტომ, რომ თავად ცხოვრებაა სევდიანი დასასრულით, რომელსაც კაცმა არ იცის' ვინ გვიქსოვს ამ ცხოვრებას სხვადასხვანაირი ყაისნაღებით, თავად ჩვენ თუ ვიღაც უჩინარის ყოვლისმქმნელი ხელი. "წამო, წავიდეთ, დღეს მათი იყოს ეს ყველაფერი! ხვალ უთენია ამ ერთხელაც (ვინ იცის, იქნებ საბოლოოდ) გავიდეთ ზღვაში!"
აი, აქ არის ყველაფერი, ახსნილიცა და აუხსნელიც, სირთულეცა და სისადავეც...და ჩარხებმბრუნავი იდუმალება საწუთროული. გაიხარეთ ქალბატონო ნინო. მიუხედავად იმისა რომ ეს ლექსი ქმედითი ცხოვრებითაა გაჯერებული და არა ჭვრეტითი, მასში ელემენტარულ სქემატური სიმშრალის ნასახს ვერ იპოვის მკითხველი. არა და ამ ფორმით ამ თემაზე შესრულებული ლექსების უმრავლესობა სქემატური სიმშრალითაა, ცოტა მძაფრად რომ ვთქვათ, გაძეძგილი. ქალბატონო ნინო! არ ვიცი რატომ, როგორ და საიდან, ალბათ კარგი შესრულებითაც და ჩემი მელანქოლიური ბუნებიდანაც გამომდინარე, მე ამ ლექსში ძალიან დიდი სევდა და ტკივილი დავინახე, სევდა, რომელიც, ჩემი აზრით, უხდება ყველა ლექსს და უფრო ღირებულსა და გამძლეს ხდის მას იმიტომ, რომ თავად ცხოვრებაა სევდიანი დასასრულით, რომელსაც კაცმა არ იცის` ვინ გვიქსოვს ამ ცხოვრებას სხვადასხვანაირი ყაისნაღებით, თავად ჩვენ თუ ვიღაც უჩინარის ყოვლისმქმნელი ხელი. "წამო, წავიდეთ, დღეს მათი იყოს ეს ყველაფერი! ხვალ უთენია ამ ერთხელაც (ვინ იცის, იქნებ საბოლოოდ) გავიდეთ ზღვაში!"
აი, აქ არის ყველაფერი, ახსნილიცა და აუხსნელიც, სირთულეცა და სისადავეც...და ჩარხებმბრუნავი იდუმალება საწუთროული. გაიხარეთ ქალბატონო ნინო. მიუხედავად იმისა რომ ეს ლექსი ქმედითი ცხოვრებითაა გაჯერებული და არა ჭვრეტითი, მასში ელემენტარულ სქემატური სიმშრალის ნასახს ვერ იპოვის მკითხველი. არა და ამ ფორმით ამ თემაზე შესრულებული ლექსების უმრავლესობა სქემატური სიმშრალითაა, ცოტა მძაფრად რომ ვთქვათ, გაძეძგილი.
7. მადლობა, თეკლე საყვარელო! ამ საიტზე ხომ ლექსებს სულ რამდენიმე ადამიანისათვის ვდებ და მათში მუდამ მეგულები. მადლობა, თეკლე საყვარელო! ამ საიტზე ხომ ლექსებს სულ რამდენიმე ადამიანისათვის ვდებ და მათში მუდამ მეგულები.
6. ამ ერთფეროვანი და უღიმღამო თემების ოკეანეში ლექსმა ჩამაფიქრა...
წამო, წავიდეთ, დღეს მათი იყოს ეს ყველაფერი! ხვალ უთენია ამ ერთხელაც (ვინ იცის, იქნებ საბოლოოდ) გავიდეთ ზღვაში! "
ფინალია ძალიან კარგი ნინო! ამ ერთფეროვანი და უღიმღამო თემების ოკეანეში ლექსმა ჩამაფიქრა...
წამო, წავიდეთ, დღეს მათი იყოს ეს ყველაფერი! ხვალ უთენია ამ ერთხელაც (ვინ იცის, იქნებ საბოლოოდ) გავიდეთ ზღვაში! "
ფინალია ძალიან კარგი ნინო!
5. გასაგები და მისაღები იუმორია, ჯემალა ძვირფასო! ტენდენცია უცხოური სიტყვებისა და დასახელებების გამოყენებისა ლექსის სათაურად - ჩვენი დროის ერთ-ერთი ნიშანია. . თუ ეს მხატვრული ფუნქციით არის გამოყენებული და ლექსის ტექსტსთან ერთად ,,მუშაობს'', მისასალმებელია. მაგრამ სამწუხაროდ, შემთხვევათა დიდ ნაწილში არაფერს გამოხატავს. ჩემი შემთხვევა ამ მხრივ ცოტა სხვაგვარია. ჯერ ერთი - ორენოვანი - ქართულ ინგლისური ოჯახი მაქვს და ინგლისური ჩვენი ძირითადი საურთიერთო ენაა. მეორეც - სიტყვები, ,, ფორ სეილ"' რომელსაც აქ ვიყენებ, არათუ პოეზიის მოყვარულთათვის, რიგითი ადამიანებისთვისაც კი ძალზე ნაცნობია ჩვენში, ყოველი ფეხის ნაბიჯზე წერია. ,,ალანინოს'' - იახტის სახელწოდებას რაც შეეხება, ჩანაფიქრით, მისი შინაარსი ერთნაირად გაურკვეველია ქართველი და უცხოელი ადამიანისათვის, მაგრამ საკუთარი სახელის სემანტიზაცია ხომ არც არის აუცილებელი, გნებავთ ადამიანისა იყოს, გნებავთ - საგნისა. გასაგები და მისაღები იუმორია, ჯემალა ძვირფასო! ტენდენცია უცხოური სიტყვებისა და დასახელებების გამოყენებისა ლექსის სათაურად - ჩვენი დროის ერთ-ერთი ნიშანია. . თუ ეს მხატვრული ფუნქციით არის გამოყენებული და ლექსის ტექსტსთან ერთად ,,მუშაობს``, მისასალმებელია. მაგრამ სამწუხაროდ, შემთხვევათა დიდ ნაწილში არაფერს გამოხატავს. ჩემი შემთხვევა ამ მხრივ ცოტა სხვაგვარია. ჯერ ერთი - ორენოვანი - ქართულ ინგლისური ოჯახი მაქვს და ინგლისური ჩვენი ძირითადი საურთიერთო ენაა. მეორეც - სიტყვები, ,, ფორ სეილ"` რომელსაც აქ ვიყენებ, არათუ პოეზიის მოყვარულთათვის, რიგითი ადამიანებისთვისაც კი ძალზე ნაცნობია ჩვენში, ყოველი ფეხის ნაბიჯზე წერია. ,,ალანინოს`` - იახტის სახელწოდებას რაც შეეხება, ჩანაფიქრით, მისი შინაარსი ერთნაირად გაურკვეველია ქართველი და უცხოელი ადამიანისათვის, მაგრამ საკუთარი სახელის სემანტიზაცია ხომ არც არის აუცილებელი, გნებავთ ადამიანისა იყოს, გნებავთ - საგნისა.
4. მევწონე ჯამში, ჰამან თხოვნა მაქდა დემეხმარეთ, ინგლისურ ლექს ვეძეფ ქართულად რო ქვია სათაური მევწონე ჯამში, ჰამან თხოვნა მაქდა დემეხმარეთ, ინგლისურ ლექს ვეძეფ ქართულად რო ქვია სათაური
3. ლამაზი და სევდანარევი ისტორიააა... :) ლამაზი და სევდანარევი ისტორიააა... :)
2. მადლობა, ლელა ძვირფასო! კორექტურა გაპარულა, ახლავა ჩავასწორებ. მადლობა, ლელა ძვირფასო! კორექტურა გაპარულა, ახლავა ჩავასწორებ.
1. გული მწყდება, რომ 5–ით ვერ ვაფასებ, არადა, რომ შემეძლოს, 10–თაც! ახლადშერთული შეყვარებულების სიყვარულით სავსე, ნაცნობი თამაში... პ.ს. "ოკიანე"_ რიტმისთვისაა თუ კორექტურა გაიპარა? კეთილი სურვილებით გული მწყდება, რომ 5–ით ვერ ვაფასებ, არადა, რომ შემეძლოს, 10–თაც! ახლადშერთული შეყვარებულების სიყვარულით სავსე, ნაცნობი თამაში... პ.ს. "ოკიანე"_ რიტმისთვისაა თუ კორექტურა გაიპარა? კეთილი სურვილებით
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|