ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატერინე
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2010


ფიც-წყევლა:)

ხანჯალ აიღე,

ამომჭერ

გული

ღალატში თუ დაშვრეს,

სხვამ რომ არავინ განგვსაჯოს,

გულაღრენილო,

მე და შენ.

თმები წარმკვეცე

თუ გითხრა,

შენს იქით გზა მაქვს სავალი,

ყვავ-ყორნის გავხდე სალუკმე,

კარი დამეხშოს სამარის.

თოლნი დამივსე ცრემლებით,

თუ მზერა სხვისკენ ვაპარო,

უშენოდ თუკი  მიყვარდეს

ეს უსულგულო სამყარო.

წყალნი დამიწყდეს წყაროზე,

მიწაზეც ვეღარ ვიარო,

თუ სხვისთვის შევკრავ კამარას,

ან გავჭრი ფრთებით ირაოს.

არ მიმიკარო მკერდზედა,

დამდაგე შორით ცქერითა,

თუ ღამე გაგათევინო

უჩემოდ გულის ძგერითა...

რას მეჩემები ნეტავი,

რად ამატკივე ენაო,

რამ მოგალანდა, რომ ძალმიძს

სხვისთვის ალერსით მღერაო.

თუ გამიმეტებ,

გადმოვა ეს ჩემი წყევლა შენზედა,

ოხრად დაგრჩებით მეც და სხვაც,

სიკვდილს შაისვამ მხრებზედა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები