ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2010


ეს ჩემს მიერ, სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსებია და მინდა უბრალოდ აქ გამოვფინო,. ზოგი ვარგა, ზოგი ისე რაა, ზოგიც არა, მაგრამ შეფასება მაინც თქვენ მინდა მოგანდოთ. ძალიან მაინტერესებს მათ რა აკლიათ ან რა მოგწონთ მათში?!
-----------------------------------------------------------------------
მზე აიწვერა

მზე აიწვერა ცის კამარაზე,
მთაწნინდის კალთას მოხვევას ლამობს,
ახალ დღეს ხვდება, ცა გარინდებით,
ნარიყალა, კი დარაჯობს წარსულს.

თავისუფლების ოცნების ხომალდს,
კვლავაც უმღერის დიდი ილია,
დღეს მზე გვიღიმის ოდნავ სიცივით,
ეს საქართველო ამის ღირსია?!

ირგვლივ ჭინჭარი, ჯაბნის ყაყაჩოს,
რუხია ფერი, თვით მაისობის,
ნეტავ სად გაქრა ღიმილი ქუჩის,
სიმბოლო, იის მარადისობის.

შემზარავია დღეს ხალხის ყოფა,
ჩრდილად ქცეულა ყოველი ღამე,
დღეს ქალი ცდილობს ოჯახის კვებას,
რომ ოჯახს მატოს პური და რამე.

კაცს მოუშალეს ყოჩის მისია,
ღვთისშობელიც კი მასზე ტიროდა,
ორმოცს ზევით რომ გამოიკვებოს,
აღარა კმარა მხოლოდ მშვიდობა.  ……

მშვიდობა სიტყვად, მხოლოდ ლაყაფი,
“ვით ერის მამებს”, ბოლოს ჩვევიათ,
პაპისა სისხლით ნაპოხი მიწა,
“რუს ვანიასთან” არ დარჩენიათ?!

“როსტომ ხანისა” დარით დარებო,
მაინც ვერ წარყვნით ერის დიდებას,
თქვენ ვერ ჩარეცხავთ მთელ საქართველოს,
ჩვენ დაგიდგებით ქვეყნის გმირებად:
თამარ, გიორგით, ცოტნედ, დავითად,
ფარად გვიპყრია ჩვენ ქართლის ზეცა,
ვერ მოახერხეთ, არ გადავჯიშდით,
მუდამ გვიფარავს მაღალი ზენა.

მთები კი დგანან კვლავ მდუმარებით,
ხმალაღმართულნი დასცქერენ ქალაქს,
მათ ხომ თბილისის და დედის გულის,
მომხდურთგან დაცვა, მხარს ადევთ ვალად.


ერთი გახსოვდეთ, ჰე უგუნურნო,
თურმე სიკვდილი მოგველის ყველას,
და ვერ ისუნთქებთ კვლავ ისევ ხარბად,
დღეს რომ ცოდვილი ეგ გული ფეთქავს.

ჩვენ შეიძლება დღეს დავიღუპოთ,
და სამშობლოსთვის გავწიროთ თავი,
ის კი ვიცით რომ თგვენგან სხვაობით,
ცრემლით გვიტირებს ჩვენი თბილისის,
              ჭადრის ფოთოლი, საათი, ქუჩა და ჟამთა წამი!…
-----------------------------------------------------------------------------------------
სკოლაში ჩემს შვილს, თბილისზე
ლექსის დაწერა დაავალეს და მიუხედავად იმისა, რომ
ჩვენ დავალება, ერთობლივი ძალებით, უბნის დონეზე ჩამოვიყვანეთ,
მან, მაინც დიდი მოწონება დაიმსახურა,

აი ისიც:

ვერელი ვარ
---------------
თბილისის უძველეს უბანში ვცხოვრობ,
სახელად ჰქვია ბებერი ვერა,
და რომ მიბრძანო სხვაგან ცხოვრება,
ვერ მივატოვებ, ვერა და ვერა!

აქ არის ჩემი, ლამაზი სახლი,
და შემიყვარდა პირველი გოგო,
აქვეა, ყველა ძმაკაცი ჩემი,
თბილისელი ვარ ბოლო და ბოლო!

----------------------------------------------------------------------
მთვარის ღიმილში

ლამპარი ჩაქრა მთვარის ღიმილში,
ფოთლის კანკალზე სიცივე მიტანს,
ნეტა გათენდეს ეს დილა მალე,
ამხელა ღამე რა სტროფს აიტანს.
თვალს მიპაჭუნებს ვარსკვლავი ცაზე,
ლექსი ჩამბარდა ღვთით ბოძებული,
უკვე თენდება და შემოდგომის ამ ალიონზე,
მუზა მეწვია, მოლაღურისგან გადმოგდებული.
სტროფი სტროფს მისდევს, რითმა ნოტსა ჰგავს,
სულის ზარდახშას იგი ტყვედ აჰყავს,
ფიქრი აშლილი ასტრალის ველში,
დილის ოთახში, ამ ლამაზ სტროფებს, ირაოდა კრავს.
----------------------------------------------------------------------

მარტონი სამყაროში

ჩვენ ორივე დავკარგულვართ, მარტო სამყაროში,
თრფობის და ალერსის ფიქრთა საამაქროში,
აბრეშუმის ეგ თათები ხელად შემიპყრია,
შენი ცრემლით თრობა, კვლავაც შემიძლია.

თითქოს სიზმარში ვარ და ვგრძნობ როგორ ნამავს,
ლოყას თბილი ცრემლი ვითარც ნაზი წვიმა,
მენდე გამომყევი, მხოლოდ ერთი წამით,
მე გოგენივით მსურს დაგხატო, იის წვენში, ატმის კალმით.

-----------------------------------------------------------------------
ბევრს ვერ შეგპირდები,

სიყვარულის გარდა,
თავს ზედ შემოგწირავ
თუ საჭირო გახდა.
მხოლოდ ერთს გპირდები,
ხელში ატატებულს,
შენი სიყვარულით მარად აღტაცებულს,
ფეხით მოგატარებ მე მთელ საქართველოს,
ბოლო წამს კი ისევ ფეხზე მდგომი,
ბოლო წვეთად დავცლი კვლავ შენს სადღეგრძელოს.
სულ ეგ შემიძლია და კიდევ რაა?
ღვთისგან ნაბოძები რითმის მირონები,
შერბეთ მოგაპკურო და,
ნანად შემოგწირო მე ეს სტრიქონები:
“ალუბლის მელანი და ატმის რტოს კალამი,
ჩემი სიყვარულის არის დასტურ ალმავალი,
ბევრს ვერ შეგპირდები,
ვერც ფულს, ვერც იახტებს,
მოვალ ბრიზად და ვშთავბერავ,
ჩვენი სიყვარულის გემის თეთრ იაქლნებს”.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები