 | ავტორი: ევროპელი ჟანრი: პოეზია 10 ნოემბერი, 2010 |
ეჰ აღარ მინდა მე სიყვარული, აღარც ცრემლები და აღარც გრძნობა, ეჰ აღარ ღირდა დღეს სიხარული, არც მოგონება,არც სხვისი ტრფობა.
ეჰ, გაუყევი გულო შორეულს, გზები მასწავლე სხვისკენ სავალი, ეჰ, დამიკარგავს ჩემი ოცნება, დღეს ფიქრად მაწვიმს ცრემლი მრავალი.
ეჰ, აღარ ფრენენ ანგელოზები, გაუფერულდ, დაჭკნა ვარდებიც, სიცოცხლე მინდა გულს ნუღარ სწირავ, შენ სხვა ხარ, ვეღარ შემიყვარდები.
დღეს ქსოვრელებიც აღარ მღერიან, მეზურნეც თითქოს ისევ დადუმდა, ეჰ ვეღარ ვპოვე მე სიხარული, ახლა ვერ ვხვდები ამ გულს რა უნდა.
მომეც ნიკალავ მე შენი ფუნჯით, მისი თვალები მინდა დავხატო, ეჰ გალაქტიონ დაღონებულხარ, ცრემლიან არწივს მოჰგავხარ რატომ,
დღეს ალბათ მერის ისევ დაშორდი, ან მისი ბაგე სხვას ეკონება, დღეს მეც შენსავით მტკვარზე მივდივარ, ეს გული სხვა ქალს ვერ ემონება.
დღეს მეც შენსავით სასმისს შევავსებ, მის სახეს ისევ ღვინოში ვპოვებ, დავეწაფები ნუ შემაჩერებ, ტალღებს მივყვები სიყვარულს ვტოვებ.
აიღე თასი ერთად დავლიოთ, მერი და სოფი დღეს ჯვარს იწერენ, აღარ გვაქვს ფასი ეჰ გალაქტიონ, სვეტიცხოვლიდან წერილს გვიწერენ.
მეფაიტონე გამოგვიგზავნეს, დღეს ძველებურად აღარ გველიან, ერთიც დაასხი ტალღებს მივყვები, ყარაჩოღელნი მტკვარზე მღერიან.
ეჰ გალაქტიონ მერის რა ვუთხრა, როცა მე თვითონ ცრემლები დამდის, დღეს ბაგრატიონს მუხრანის ველზე, სისხლი ადინეს განგმირეს ცამდის.
მათ რა იციან იგი მეფეა, სულით არავის არ ემონება, სიყვარულისთვის თუკი ეწამა, დღეს ვიღაც მხდალი ნუ გეგონება.
ცრემლით ბრწყინავენ ახლა თვალები, ღმერთო რად მშობე რისთვის გინდივარ, ეჰ გალაქტიონ ერთიც დამისხი, დავლევ დღეს მაინც მტკვარზე მივდივარ.
აჰა ნიკალავ ეს შენი ფუნჯი, ახლა მის თვალებს ტალღები მიჯობს, ჰე გალაქტიონ ცრემლი შეიშრე, მერის ნუ ეტრფი შენ ლექსი გიჯობს.
ღვინის ყანწებით მათი სახელი, საუკუნეებს ლეგენდად შევთხზათ, ჩქარა რას უცდი დღეს ჯვარს იწერენ, ცრემლები მიმდევს თვალებზე მე გზათ.
თუკი ტალღებმა დღეს ჩემი ფიქრით, გული ატირონ მთლად დაიმონონ, ჰე გალაქტიონ კალამი ჩქარა, იქნება ჯვარზე ხმა გაიგონონ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ეს ხო იდო ადრე?
ძალიან სუსტია და რაღაც ... არ ვიცი როგორ ვთქვა
წარმატებები ეს ხო იდო ადრე?
ძალიან სუსტია და რაღაც ... არ ვიცი როგორ ვთქვა
წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|