ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამა...
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2010


შორენა, შავი თვალები და ქენდი . ანუ მე )

ჩემთვის ყველეფერს ნიშნავ,
ყველა სასწაულს მოწმობ.
არა გგონით მიყვარს ?
მისი სახელით ვცხოვრობ,.
ეჭვი გულს იქით ატანს.
არა-არაფერს ვამბობ.
ჩემთვის ადუღებს დილას,
შაქარნაკლულს და ვატკბობ.
არა რას ვერჩი ყავას.
ისიც შავია, უხმო,
მაგრამ გულს მიჭამს ფიქრი,
და აი ფიქრიც ვითომ...
გრძელდება ასე. ასი
გავა წელი და  ალბათ
დავრჩებით  მარტო ჩვენ და
ვჩხუბობთ ...
და ისევ შენი მესმის
და ისევ შენთან ვნატრობ.
არადა გვერდით მიწევს...
ჰოდა მეც ძველ “შენ” გნატრობ..
არადა შენ რა შეგცვლის.
ფილტვები გიდუღს ბოლში
წითლად წითელმა. - წითელს,
ტუჩებს არაფერს ვერჩი.
არა უბრალოდ. მხოლოდ,
ეჭვი ? ვაბრალებს  მასაც.
მე ვარ შენამდე მყარი
და შენტვის ვატკბობ ყავს .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები