ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოსტ-ჰობია
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2008


პირდაპირ ასე-აქ!/(JOHAN SEBASTIAN BACH-ARIA)

(სანამ დაიწყებ კითხვას,ჯერ კომენტარებში შეიხედე,იქ რაღაც ძალიან აუცილებელია)

გრძელი,
ვრცელი,
უსასრულო,
იმდენად ღრმა,
ზედაპირულობამდე რომ მიგიყვანს...
აქ მწვანეა,ლურჯია და შავი,ყველაზე შავი.თეთრზე უფრო შავი...
აქ მინდვრებია,
სახლებია,
ძალიან პატარა დიდი სახლები
უფრო პატარა დიდი ფანჯრებით,საიდანაც ყველაფერი ჩანს გარდა იმისა,რაც ჩანს...
აქ ბნელა,
აქ ნათელია,
აქ სიკვდილის ბიბლიას წერენ...და 3D MAX-ის...
აქ იბადებიან იმისთვის,რომ დაიხოცნონ,
მაგრამ არ იხოცებიან...
აქ კვდებიან და მერე ცოცხლობენ,
აქ არ ცხოვრობენ...
აქ ყველაფერია არაფრისთვის...
აქ იმდენია,რომ არაფერი აღარაა...
ეს სიცოცხლეა...
მე მინდა აქ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები