ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 ოქტომბერი, 2010


* * *

მთელი დღის საქმეში გართულმა,
ვერც კი შევამჩნიე,
ჩემს ფანჯარასთან,
როგორ მოვიდა დღე,
ჩამოდო თავი და დაიძინა.
ცარიელ მინდორს გავხედე
და გამიხარდა,
მზე აღარ აბალახებდა
თოკშებმულ წიქარას.
                          1991წელი

* * *
ვიცნობ თბილისელ პოეტებს,
ისინი მხვდებიან,
მიყვებიან პოეზიის საიდუმლოებაზე,
მაჯერებენ თავიანთ უპირატესობას და
მშორდებიან.
მე კი ვუცქერ,
გლეხის პერანგისფერ ცას,
და მისგან ვსწავლობ
მშვენიერის საიდუმლოს...
                                    1987წელი

* * *
ვწერ ამ ლექსს  იმედით,
თავი შეგახსენოთ,
ცოცხალი ვარ...
                                    1992 წელი       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები