ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფიდაი
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2010


ახალი სახელი დავარქვი სიყვარულს...

ახალი სახელი დავარქვი სიყვარულს,
ვნებიან ალერსთან მეგობრობს ჟინია,
ვერ მოვრჩი უკვალო ქარივით სიარულს,
დღეები უსაზღვრო სისწრაფით მიდიან...

სიცოცხლე გამირბის მშიერი ძაღლივით,
ალერსის სურვილი ქალივით წუწუნებს,
ცოდვებით ისეთი ვიყავი დაღლილი,
ვეღარც კი ვამჩნევდი კარსმომდგარ უკუნეთს...

სიყვარულს ახალი სახელი დავარქვი,
-ზღვა, ვრცელი, მძვინვარე, ხანდახან მშვიდია,
ეცადეთ, თუმცაღა ვერაფრით წამართვით
ეს გული, სულივით ჩემ თავზე დიდია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები