სახურავის ტკაცუნი ისმოდა სახლში და მყუდროებას ერთფეროვნებას სტაცებდა... აივანზე გავედი და ნიავი ნანასავით შემომეხმიანა; მზე ნამივით წყალში და მიწაზე იცლებოდა...თვალი მოცეკვავეებმა მიიზიდეს, თითქოს ნიავის სიმღერაზე ცეკვავენო და ზღვისაკენ გავემართეთ მე და მუზა, მუზა და მე. ზღვის ხელმწიფება მეტად მაოცებდა, ის იყო იმ წუთში სიმშვიდის მეფეთ-მეფე, აბობოქრებულ მღელვარებას ფარავდა სადღაც მშვიდი ტალღების შეუპოვრობა... -ის-ის იყო ავითვისე იმ ადგილის დინჯი გარემოცვა, თითქმის ვაქციე იგი ჩემად, როცა ნაპირიდან საკმაოდ შორს წითელი ვარდი შევნიშნე და ისევ ძალუმად დამეწყო გულისცემა. ისე ბრწყინავდა და ელვარებდა, ვიფიქრე, მოფერებას ელის მეთქი და მე ვარდის საკოცნელად წავედი. რაც უფრო ვუახლოვდებოდი, - მზის სხივებივით თვალებს მჭრიდა მისი არამიწიერი ბრწყინვალება, მაგრამ მაინც ვუყურებდი და ვღელავდი - ძალიან მინდოდა ვარდისგულის დანახვა. მაგრამ რად მინდოდა, - როცა სულ ახლოს მივედი, ვეღარ დავინახე ვერც ვარდი და ვერც მისი თვალებისა და გულის სათნოება. გამოვცურე უკან სინათლით გაჟღენთილმა. ენა თვალებში ჩამივარდა: ვარდი ნაპირიდან კვლავ მოჩანდა, უფრო ბრწყინავდა და მორცხვად იღიმოდა. ცოტა ჩავფიქრდი: ნუთუ არ მომცემს კოცნის უფლებას?.. მუზამ ჩამძახა რაღაც და ისევ ზღვის სიღრმეს მივაშურეთ; ისევ ისე განმეორდა: მივუახლოვდი და გაქრა, დავშორდი და გამოჩნდა... - მესამედ , როცა ნაპირზე გამოვედი, ვარდი უკვე აღარ ჩანდა. დიდხანს ველოდით მე და მუზა მის გამოჩენას, მაგრამ სამწუხაროდ ამაოდ; საბედნიეროდ ვარდისგულს მოვკარი გულისთვალი და გავუღიმე; მართალია, აღარსად ჩანდა, მაგრამ სამუდამოდ დარჩა ჩემში. ახლა უკვე სამნი ვიყავით: მუზა - გონებაში, ვარდი - გულში და მე - ვარდიანი ღიმილის სამყაროში... ზღვა ისევ მშვიდი იყო. მე და მუზა სახლში დავბრუნდით. ჩვენ ბევრი დაგვიგროვდა სალაპარაკო და მარტო ე რ თ ი წ უ თ ი არ გვეყო სამუსაიფოდ. ის მეუბნება: ის თვითონ მოვა შენთან, მშვიდად დაელოდე! მე ზღვაზე მეტად დავმშვიდდი.
ავტორი: მუხრან აბაშიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. სერენა, გენაცვალე, მადლობანი. -სიყვარული, მიმაჩნია, თოთო ბავშვივით უნდა აღიზარდოს პიროვნებაში თავისი ყოველი შემთხვევით, წვრილმანით, სურვილით, ოცნებითა თუ სინამდვილით; აღიზარდოს ნაბიჯ - ნაბიჯ, თანდათან, საფეხურეობრივად, კიბის თავში კი გრძნობიერებაა, როგორც პიროვნულობისა და ბუნებრიობის ნაზი მწვერვალი, სადაც ადამიანურობა მიედინება ბედნიერების მდინარეებად. სწორედ ამიტომ, უცებ დავფიქრდი, წარმოსახვა (ფანტაზია) იყო ეს თუ ცხელი სიცხადე და გამიჭირდა გარჩევა. სიფაქიზე კი ნამდვილად სათანადო თანმდევია ამ თემის, ამ არის, ამ სამყაროს, ამ თვითონ სიფაქიზისა. ცხადია, არ ვამბობ ამას იმისთვის, რომ სიტყვები სილამაზენაზავდებოდეს , - ქალისა და კაცის ერთმანეთობა მართლაც ყველაზე ალური ყვავილია, ყველაზე ცოცხალი სასწაული - ამ სამყაროში. სერენა, გენაცვალე, მადლობანი. -სიყვარული, მიმაჩნია, თოთო ბავშვივით უნდა აღიზარდოს პიროვნებაში თავისი ყოველი შემთხვევით, წვრილმანით, სურვილით, ოცნებითა თუ სინამდვილით; აღიზარდოს ნაბიჯ - ნაბიჯ, თანდათან, საფეხურეობრივად, კიბის თავში კი გრძნობიერებაა, როგორც პიროვნულობისა და ბუნებრიობის ნაზი მწვერვალი, სადაც ადამიანურობა მიედინება ბედნიერების მდინარეებად. სწორედ ამიტომ, უცებ დავფიქრდი, წარმოსახვა (ფანტაზია) იყო ეს თუ ცხელი სიცხადე და გამიჭირდა გარჩევა. სიფაქიზე კი ნამდვილად სათანადო თანმდევია ამ თემის, ამ არის, ამ სამყაროს, ამ თვითონ სიფაქიზისა. ცხადია, არ ვამბობ ამას იმისთვის, რომ სიტყვები სილამაზენაზავდებოდეს , - ქალისა და კაცის ერთმანეთობა მართლაც ყველაზე ალური ყვავილია, ყველაზე ცოცხალი სასწაული - ამ სამყაროში.
13. ზოგადად არ არის ეს ჩემი ჟანრი და ვცდილობ ხოლმე, ბევრისგან განსხვავებით, თავი ავარიდო იმას, რაშიც სავარაუდოდ არ ვარ კომპეტენტური, ან მე მიმაჩნია ასე.
მაგრამ აი ეს ფრაზა ძალიან დიდხანს, ძააალიან დიდხანს დარჩება ჩემს გონებაში: " ვიფიქრე, მოფერებას ელის მეთქი და მე ვარდის საკოცნელად წავედი."
არ ვიცი ეს სიფაქიზე რამდენად ბუნებრივია, რამდენად გულწრფელი, მაგრამ ავტორის ფანტაზია ამ შემთხვევაში ძალიან შთამბეჭდავია.
შესანიშნავი იყო, ვისიამოვნე ! +5 ზოგადად არ არის ეს ჩემი ჟანრი და ვცდილობ ხოლმე, ბევრისგან განსხვავებით, თავი ავარიდო იმას, რაშიც სავარაუდოდ არ ვარ კომპეტენტური, ან მე მიმაჩნია ასე.
მაგრამ აი ეს ფრაზა ძალიან დიდხანს, ძააალიან დიდხანს დარჩება ჩემს გონებაში: " ვიფიქრე, მოფერებას ელის მეთქი და მე ვარდის საკოცნელად წავედი."
არ ვიცი ეს სიფაქიზე რამდენად ბუნებრივია, რამდენად გულწრფელი, მაგრამ ავტორის ფანტაზია ამ შემთხვევაში ძალიან შთამბეჭდავია.
შესანიშნავი იყო, ვისიამოვნე ! +5
12. " მე ზღვაზე მეტად დავმშვიდდი."- წავიკითხე და თითქოს მივითვისე, მოვიპარე შენი სიმშვიდე... ძალიან ლამაზად წერ! გაიხარე, დაგლოცოს უფალმა... წარმატებები მისურვებია! " მე ზღვაზე მეტად დავმშვიდდი."- წავიკითხე და თითქოს მივითვისე, მოვიპარე შენი სიმშვიდე... ძალიან ლამაზად წერ! გაიხარე, დაგლოცოს უფალმა... წარმატებები მისურვებია!
11. დიიდი მადლობა ყველას. წარმატებულ ახლო მომავალს გისურვებთ. დიიდი მადლობა ყველას. წარმატებულ ახლო მომავალს გისურვებთ.
9. მე ზღვაზე მეტად დავმშვიდდი.
კარგი ხარ, მუხრან:) მოგიკითხე! მე ზღვაზე მეტად დავმშვიდდი.
კარგი ხარ, მუხრან:) მოგიკითხე!
8. აპ აპ აპ არა : )
მომიტევეთ აპ აპ აპ არა : )
მომიტევეთ
7. ++++++ გაიხარე მუხრან, მოწონება და + ჩემგან ++++++ გაიხარე მუხრან, მოწონება და + ჩემგან
6. აგაშენა ღმერთმა, კარგია. წარმატებები. აგაშენა ღმერთმა, კარგია. წარმატებები.
5. რა კარგი, რა ლამაზი და რა თბილი ჩანახატია მუხრან :) პროზაშიც კარგი ხარ ძალიაან! :) :) +++++ რა კარგი, რა ლამაზი და რა თბილი ჩანახატია მუხრან :) პროზაშიც კარგი ხარ ძალიაან! :) :) +++++
4. მომეწონა +5 :) მომეწონა +5 :)
3. ეს პროზა ვიცოდი მე მუხრან,წაკითხული მქონდა და მოწონებულიც:) კიდევ მოვიწონე ++ ეს პროზა ვიცოდი მე მუხრან,წაკითხული მქონდა და მოწონებულიც:) კიდევ მოვიწონე ++
2. +5 სიხარული გიმრავლოს ღმერთმა! +5 სიხარული გიმრავლოს ღმერთმა!
1. უზომოდ მომეწონა... ძალიან ლამაზადაა გადმოცემული... ავტორო, ძალიან კარი ხართ!
ბევრი ლამაზი სიტყვა და ფრაზაა თავმოყრილი!! :)
+7
უზომოდ მომეწონა... ძალიან ლამაზადაა გადმოცემული... ავტორო, ძალიან კარი ხართ!
ბევრი ლამაზი სიტყვა და ფრაზაა თავმოყრილი!! :)
+7
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|