ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: gugua
ჟანრი: პოეზია
28 ოქტომბერი, 2010


დასალიერი

ქუხს...
ცა იქცევა...
ასკდება მიწას...
გაცოფებული ღელეები
მირბიან თავქვე...
ახლაღა ვხვდები,
შეყვარებული
თავს რატომ იკლავს...
მისი თვალები
სხვას თუ გახედავს,
სხვას გაუღიმებს
მე კი ამ ბორცვებს,
ამ ღრმულს,
ვეღარ შევეხე...
რაღა იქნება
ჩემი სიცოცხლე,
მის იქეთ რა ჩანს?
არც არავინ და...
არც არაფერი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები