ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2010


ზამთრის რეპეტიცია

შერჩა ნოემბერს ხელში ცივი სიშიშვლე ქუჩის,
თუმცა, ტუჩებზე ტოტებს აქვთ შემოდგომის გემო.
ცა აღარაა ისე გამჭვირვალე და ლურჯი,
ქარი აგროვებს ფერთა უკვე გადმოღვრილ ემო-
ციებს და იცვამს ტანზე, საქარვად დარდის,
უხასიათოდ ყოფნა ამინდს ეტყობა შუბლზე.
ქუჩებში ქარი ზამთრის რეპეტიციებს გადის,
და ჩამოცვენილ ფოთლებს აყრის ნოემბერს გულზე...

            ქვის მთლელი

  ქვის მთლელივით ვაქუცმაცებ
  ნაღველს, გულში ჩარჩენილს.
  სათითაოდ მიდის ყველა,
  არც მე ვარ აქ დამრჩენი...
  ვინ რა იცის მიღმეთიდან
  ვის მოგვიწევს ხელყოფა.
  ნუ მაშინებ, თუ ღმერთი გწამს,
  მე აქ ჩემიც მეყოფა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები