შენი გადმოსახედიდან თერთმეტი წლის შემდეგ ალბათ ცოტა სხვანაირად გამოვიყურები, დედა ამბობს რომ არც სიგარეტზე დაჩვევას დამანებებდი და იცი, ძალიან მენატრები. ნეტა როგორი წარმოგედგინა მომავალი, შენ ხომ იცოდი ჩემი თითოეული დღე, თვე და წელი. იქნებ ასწლეულიც გათვლილი გქონდა, იქნებ ხედავდი, ხედავდი მაგ ნაღვლიანი თვალებით იმას რასაც მე დღესაც ვერ ვხედავ ჩემ ცხოვრებაში.
იცი, დედა ზოგჯერ ამბობს მამასავით ჭკვიანი და მიხვედრილი ხარო, უნდა განახა როგორ "ვიბღინძები" მაგ დროს სიამაყით, მერე შენ სურათებს ვიღებ და გარეგნულ მსგავსებას ვეძებ ჩვენში. უმეტესად ვერ ვპოულობ, მხოლოდ ერთი შენი ჯარის სურათი (სადაც ჩემსავით გამხდარი ხარ) მიტოვებს იმედს რომ მეც ვიქნები შენსავით მთასავით.
იცი, ეხლა დაბოღმილი ვარ, დღეს პირველად არ ვარ შენთან ამ დღეს, ვიცი გესმის და ვიცი არ მოგწონს ეს ბოღმაც, მაგრამ ზოგჯერ ხომ არც უნდა დაგემორჩილო, ისე, ქვეცნობიერად, მამაშვილურად.
დედა დღემდე არ ეკარება იმ ადგილს, მე კიდევ, სულ საკაცით გხედავ და... მაშინდელივით მგონია რომ ისვენებ, რომ სახეზე გადაფარებული იმიტომ გაქვს რომ არ შეგაწუხოს ხალხმა, იცი, ეხლაც მაშინდელივით გელოდები
11.06.2008
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. იმას არ უცხოვრია, ვინც სიკვდილის შემდეგ არ ცოცხლობს ჩვენში... იმას არ უცხოვრია, ვინც სიკვდილის შემდეგ არ ცოცხლობს ჩვენში...
26. ემოციურია და სევდიასნი.. კარგია:) ემოციურია და სევდიასნი.. კარგია:)
24. იცი, ეხლაც მაშინდელივით გელოდები
გაიხარე შენ... იცი, ეხლაც მაშინდელივით გელოდები
გაიხარე შენ...
23. ძალიან სევდიანია ;) ძალიან სევდიანია ;)
22. "ზოგჯერ ხომ არც უნდა დაგემორჩილო, ისე, ქვეცნობიერად, მამაშვილურად"...
ღმერთო...
"ზოგჯერ ხომ არც უნდა დაგემორჩილო, ისე, ქვეცნობიერად, მამაშვილურად"...
ღმერთო...
21. ცოტა ამატირე:( მართლა დიდი სევდა დევს... ცოტა ამატირე:( მართლა დიდი სევდა დევს...
20. ..........5 ..........5
18. მომწონს ძალაინ მომწონს ძალაინ
17. ეს მახსოვს...ძალიან მგრძნობიარეა მინდია... ეს მახსოვს...ძალიან მგრძნობიარეა მინდია...
16. რა გითხრა მინდია... მიყვარს ასე "მშრალად" და უბრალოდ რომ წერ... რა გითხრა მინდია... მიყვარს ასე "მშრალად" და უბრალოდ რომ წერ...
15. ვუი ეს წაკითხული მქონდა ვუი ეს წაკითხული მქონდა
14. ეს ლექსი მახსოვს და მიყვარს ეს ლექსი მახსოვს და მიყვარს
13. ძალიან მიყვარს ეს... მამ :-* 10 ;;) ძალიან მიყვარს ეს... მამ :-* 10 ;;)
12. ეგ ვიცოდი. 10 ეგ ვიცოდი. 10
10. ეს ძლიერ განცდილი ლექსია
ეს ძლიერ განცდილი ლექსია
8. ზოგჯერ ხომ არ უნდა დაგემორჩილო, ისე, ქვეცნობიერად, მამაშვილურად. ძალიან... ;;)
10
ზოგჯერ ხომ არ უნდა დაგემორჩილო, ისე, ქვეცნობიერად, მამაშვილურად. ძალიან... ;;)
10
7. სევდიანია, ოღონდ პოეზიაში რატომ გაქვს ვერ ვხდები 8 სევდიანია, ოღონდ პოეზიაში რატომ გაქვს ვერ ვხდები 8
6. :) იოჰან,ჰა is your fan :) იოჰან,ჰა is your fan
5. ვიცი ეს ლექსი ჰანს :) მომწონს :) ვიცი ეს ლექსი ჰანს :) მომწონს :)
4. ეეს ვიცოდი :) ეეს ვიცოდი :)
3. ხაროშ ხევსურო555 ხაროშ ხევსურო555
2. ძალიან კარგია, ეს ადრეც წაკითხული მქონდა, მაგრამ რატომ წერია პოეზიაში? ძალიან კარგია, ეს ადრეც წაკითხული მქონდა, მაგრამ რატომ წერია პოეზიაში?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|