ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰ ა ნ ა
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2010


სამი გზის მინი

ხანდახან
გზებსაც ასე უყვართ:
ერთ სულ და ერთ ხორც,
მაგრამ რატომღაც იყოფიან
მოულოდნელად...
_

ბილიკს
შენამდე რომ მოვყვებოდი,
თურმე მდინარესთან შემწყდარა და
იქვე განუცდია სუიციდი...

_

და რა ქნან გზებმა?
ხალხი დაყავთ მისამართებზე,
თვითონ რატომღაც კვლავ რჩებიან
უმისამართოდ...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები