- იცოდე, უკან გზა არ არის! უცებ ვიღაცამ ჩამჩურჩულა, ვიდრე მოვბრუნდი, ზურგიდან მაგრად ჩამიხუტე. (აქ - შეკივლება, ჟრჟოლა შიშით და სიხარულით).
როდესაც ვინმე გეუბნება: ,,სულ არ შეცვლილხარ", გასაგებია. საკუთარ თავში ვერც შენ აგნებ იმ ანაბეჭდებს, უხსოვარ დროში უცნაურად რომ განათებდა.
ამბობდნენ ჩვენზე, რომ განუყრელი წყვილი ვიყავით. რა მარტივია, გოგო-ბიჭს შუა კავშირი იგრძნო და სიყვარულად ჩაუთვალო! სინამდვილეში სულ სხვა,- დიდი და საშინელი გვაკავშირებდა, სხვას ვგულისხმობდით, როცა ერთმანეთს ვუჩურჩულებდით: ''იცოდე, უკან გზა არ არის!" გავუძვრებოდით ყველას ხელიდან, ვიკეტებოდით, სიბნელეში მხოლოდ პატარა სანთელს ვტოვებდით, რომ გაგვერჩია ის საიდუმლო ხელნაწერი და ყველაფერი საკუთარ თავზე გამოგვეცადა.
- გახსენი თვალი! ხედავ ეკრანს? გააკრიალე! გამოჩნდა ვარდი? რა ფერია? ახლა ფურცლები შეუსწორე, შეისუნთქე, ერთიანად ვარდით აივსე! მზე საით უდგას, მარჯვნივ, მარცხნივ თუ შუაში? დაასხივე, დაასხივე, შუქში გაადნე, ნელა გამოდი, ნელა, ნელა დახურე თვალი!
ექსპერიმენტებს ვაგრძელებდით, წინ წავიწიეთ, ერთმანეთს მუდამ ვამოწმებდით, ვფრთხილობდით და თავსაც ვმართავდით, ვიდრე ნაწერში არ მივაღწიეთ რეცეპტამდე და არ ვიშოვეთ ბალახ-ბულახი, რაღაც ფესვები. ეს ყველაფერი დაბალ ცეცხლზე დიდხანს ვადუღეთ, გამოგვივიდა ხის წებოსავით აყროლებული, სითხე მუქმწვანე, მწარე და ბლანტი. სულ პაწაწინა ყლუპი მოვსვი, სულ ერთი ყლუპი და ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი, რომ გულისრევამ თავბრუ დამასხა. -იცოდე, უკან გზა არ არის,გზა აღარ არის! ჭირის ოფლში მესმოდა ხმები, მოჩანდი ისე, თითქოს წყლის ფსკერზე გაწოლილი და ფართოდ თვალებგახელილი მზეს ავცქეროდი.
იმ დღეს დამთავრდა ყველაფერი.
ჩვენ აგვეკრძალა ერთმანეთი, სხვა გზა არ იყო, ვცადეთ გვეცხოვრა და შევერიეთ ყოველდღიურ ადამიანებს და შეხვედრისას ერთმანეთს მუდამ თვალს ვარიდებდით და მუდამ ვგრძნობდით, ორივე ჩვენგანს ყოფამ როგორ გადაუარა!
იცოდე, უკან გზა არ არის! წინ? ვინ რა იცის! მოდი, ერთხელაც, საბოლოოდ გავხსნათ ჩაკრები, ისევ ავივსოთ მოლისფერით, ნარინჯისფერით, დაე, გაგვიწყდეს მოქანავე თეთრი ძაფები, დავყაროთ ძველი სხეულები და მოკრიალე იისფერში მოფარფატენი ოქროს დინებას შევუერთდეთ სამარადისოდ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ..
დიმას ვეთანხმები.. "ვიტა ბრევის" - მეც განსაკუთრებით.. ქალბატონო ნინო..
ამ ნაწერს რაც შეეხება - არ ვიცი.. რატომ არის ჩემთვის ასეთი ახლობელი.. ჰო.. სწორედაც რომ - ახლობელი.. ნეტავ სხვა მკითხველებსაც იგივე გრძნობა თუ გაუჩნდათ?.. ..
დიმას ვეთანხმები.. "ვიტა ბრევის" - მეც განსაკუთრებით.. ქალბატონო ნინო..
ამ ნაწერს რაც შეეხება - არ ვიცი.. რატომ არის ჩემთვის ასეთი ახლობელი.. ჰო.. სწორედაც რომ - ახლობელი.. ნეტავ სხვა მკითხველებსაც იგივე გრძნობა თუ გაუჩნდათ?..
4. იცოდე, უკან გზა არ არის! წინ? ვინ რა იცის! :(
ისე მაგ ციკლიდან მე "ვიტა ბრევის" მიყვარს ყველაზე მეტად.. :) იცოდე, უკან გზა არ არის! წინ? ვინ რა იცის! :(
ისე მაგ ციკლიდან მე "ვიტა ბრევის" მიყვარს ყველაზე მეტად.. :)
3. ფაქიზი რამეა. რატომღაც ნანო–ტექნოლოგია გამახსენა. ან რაღაც ნეიროქირურგიული. ეს სრული სერიოზულობითაა ნათქვამი. თუმცა ამას ავტორი არ მიაქცევს ყურადღებას, მას ბევრი უნახავს და გაუგონია და ეს ისე , სხვათაშორის ჰაერის მოძრაობაა... ელექტრონების ნაკადი ვაკუუმში ან რაღაც ჩვეულებრივი , ბუნებრივი. ფაქიზი რამეა. რატომღაც ნანო–ტექნოლოგია გამახსენა. ან რაღაც ნეიროქირურგიული. ეს სრული სერიოზულობითაა ნათქვამი. თუმცა ამას ავტორი არ მიაქცევს ყურადღებას, მას ბევრი უნახავს და გაუგონია და ეს ისე , სხვათაშორის ჰაერის მოძრაობაა... ელექტრონების ნაკადი ვაკუუმში ან რაღაც ჩვეულებრივი , ბუნებრივი.
2. რამდენიმეჯერ მინდოდა ამის თქმა და გადავიფიქრე,ალბათ პრობლემა ჩემშია მეთქი,ეხლა გამოვხატავ, ლექსი ფორმითაც,სათქმელითაც,მუდამ,ასე ვთქვათ გამართულია,გამოყვანილი,ამოხსნილი,აკმაყოფილებს ყველა ტენდენციას,მაგრამ რაღაც მუდამ აკლია...რაღაც ისეთი,რაც სუნთქავს,დადის,გტკენს...აი წავიკითხე რაღაც წინადადება,ისე წერია სიტყვებით,რომ თითქოს უნდა მატკინოს,მაგრამ არ,ვერ, ლექსი დგას...და მხოლოდ ვიცი რომ ალბათ უნდა მეტკინოს,ალბათ უნდა მომგუდოს ან რავი რასაც იწვევს ზოგადად პოეზია,მაგრამ დგას და მორჩა... მარტო ამ ლექსზე არ ვამბობ,ანუ ცალსახა დამოკიდებულება არ მაქვს, რამდენიმეჯერ მინდოდა ამის თქმა და გადავიფიქრე,ალბათ პრობლემა ჩემშია მეთქი,ეხლა გამოვხატავ, ლექსი ფორმითაც,სათქმელითაც,მუდამ,ასე ვთქვათ გამართულია,გამოყვანილი,ამოხსნილი,აკმაყოფილებს ყველა ტენდენციას,მაგრამ რაღაც მუდამ აკლია...რაღაც ისეთი,რაც სუნთქავს,დადის,გტკენს...აი წავიკითხე რაღაც წინადადება,ისე წერია სიტყვებით,რომ თითქოს უნდა მატკინოს,მაგრამ არ,ვერ, ლექსი დგას...და მხოლოდ ვიცი რომ ალბათ უნდა მეტკინოს,ალბათ უნდა მომგუდოს ან რავი რასაც იწვევს ზოგადად პოეზია,მაგრამ დგას და მორჩა... მარტო ამ ლექსზე არ ვამბობ,ანუ ცალსახა დამოკიდებულება არ მაქვს,
1. ძვირფასებო! ეს არის ბოლო მინი პოემა ციკლიდან ,,ვიტა ბრევის". დანარჩენებს ჩემი მკითხველები უკვე იცნობენ(,,პერცოვკა", ,,თვალი გახვრეტილ ჭიპზე'' და,,ვიტა ბრევის". ლექსი აქ დებორას ნიკით უკვე მედო. გადმომაქვს კომენტარები, რომელთა ავტორებსაც ვუხდი მადლობას წაკითხვისა და გამოვლენილი გულისხმიერებისთვის.
5. +5 ხათუნა777. 2010-10-31 18:52:43
--------------------------------------------------------------------------------
4. სულ პაწაწინა ყლუპი მოვსვი, სულ ერთი ყლუპი და ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი, რომ გულისრევამ თავბრუ დამასხა. -იცოდე, უკან გზა არ არის,გზა აღარ არის!
წინ? ვინ რა იცის!
ხოდა, სულ წინ იარეთ..მოხდეს, რაც მოსახდენია 5555 დაისი. 2010-10-31 18:29:22
--------------------------------------------------------------------------------
3. ჩვენ აგვეკრძალა ერთმანეთი, სხვა გზა არ იყო, ვცადეთ გვეცხოვრა და შევერიეთ ყოველდღიურ ადამიანებს და შეხვედრისას ერთმანეთს მუდამ თვალს ვარიდებდით და მუდამ ვგრძნობდით, ორივე ჩვენგანს ყოფამ როგორ გადაუარა!
კარგია... ლელა-65. 2010-10-31 12:23:17
--------------------------------------------------------------------------------
2. და შევერიეთ ყოველდღიურ ადამიანებს და შეხვედრისას ერთმანეთს მუდამ თვალს ვარიდებდით და მუდამ ვგრძნობდით, ორივე ჩვენგანს ყოფამ როგორ გადაუარა!555 მარ-მარი. 2010-10-31 11:11:51
--------------------------------------------------------------------------------
1. ჰოომ! რაღაც მოიტანა. თუმცა ბოლოს უფრო ტრაგიკული მინდოდა. ეს უბრალოდ ჩემი სურვილია. პატივისცემით 5!!! გიომაკაველი. 2010-10-31 10:19:01 ძვირფასებო! ეს არის ბოლო მინი პოემა ციკლიდან ,,ვიტა ბრევის". დანარჩენებს ჩემი მკითხველები უკვე იცნობენ(,,პერცოვკა", ,,თვალი გახვრეტილ ჭიპზე`` და,,ვიტა ბრევის". ლექსი აქ დებორას ნიკით უკვე მედო. გადმომაქვს კომენტარები, რომელთა ავტორებსაც ვუხდი მადლობას წაკითხვისა და გამოვლენილი გულისხმიერებისთვის.
5. +5 ხათუნა777. 2010-10-31 18:52:43
--------------------------------------------------------------------------------
4. სულ პაწაწინა ყლუპი მოვსვი, სულ ერთი ყლუპი და ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი, რომ გულისრევამ თავბრუ დამასხა. -იცოდე, უკან გზა არ არის,გზა აღარ არის!
წინ? ვინ რა იცის!
ხოდა, სულ წინ იარეთ..მოხდეს, რაც მოსახდენია 5555 დაისი. 2010-10-31 18:29:22
--------------------------------------------------------------------------------
3. ჩვენ აგვეკრძალა ერთმანეთი, სხვა გზა არ იყო, ვცადეთ გვეცხოვრა და შევერიეთ ყოველდღიურ ადამიანებს და შეხვედრისას ერთმანეთს მუდამ თვალს ვარიდებდით და მუდამ ვგრძნობდით, ორივე ჩვენგანს ყოფამ როგორ გადაუარა!
კარგია... ლელა-65. 2010-10-31 12:23:17
--------------------------------------------------------------------------------
2. და შევერიეთ ყოველდღიურ ადამიანებს და შეხვედრისას ერთმანეთს მუდამ თვალს ვარიდებდით და მუდამ ვგრძნობდით, ორივე ჩვენგანს ყოფამ როგორ გადაუარა!555 მარ-მარი. 2010-10-31 11:11:51
--------------------------------------------------------------------------------
1. ჰოომ! რაღაც მოიტანა. თუმცა ბოლოს უფრო ტრაგიკული მინდოდა. ეს უბრალოდ ჩემი სურვილია. პატივისცემით 5!!! გიომაკაველი. 2010-10-31 10:19:01
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|