ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამაზ დევიძე
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2010


მიუწერელი ბარათი აენს


აენი მსუქანია. ცხოვრობს
ნაცრისფერ სასტუმროში..
მისი ოთახის კართან
კიდია სურათი, რომელზეც
სამი კატა იზმორება. აენი
ორი თვის წინ მივატოვე
 

ყველა მგზავრი დაიტია სადგურმა,
ორთქმავალი ქშენას ძლივსღა იკავებს,
შორით მოსჩანს ნაცრისფერი აგური
და გუმბათი ცად აწვდილი იქავე.

1
ვივიწყებდი შენგან წასულს რაც შემხვდა
და ძველ უბანს ვიხსენებდი შენსას,
მივდიოდი… ზეცა ღამეს მახვევდა,
მარგარიტა კვლავ აპობდა შეშას.
 
ქმარი რომ ჰყავს აბეზარი აი ის,
ლოთობასაც რომ ეჩვვვა უკვე,
მარგო ალბათ ისევ ტირის ხატებთან
და აბატი ლურჯ საკმეველს უკმევს.

თუმცა არა, მარგარიტა მეყოფა...
სხვებთან ერთად დავივიწყე ისიც...
ახლა როცა ყველა ღამე მეტყობა,
ახლა როცა ყველა ბნელი ვიცი.

2
ვფიქრობ, შენი ძაღლი ისევ ამთქნარებს,
უფრო უნდობს დაჩვევია ცქერას,
ძველი წყვილი ახლა ვახშამს ამთავრებს
დახლთან ჭიქა დაფშვნა ოფიცერმა.

თეთრ ტილოებს ელანდებათ პორტიე,
სურათიდან ყველა კატა გარბის,
და შენს საცვალს აენ ისევ ტოტიანს,
დამჩნევია ღამეების დარდი.

3
მტვრიან გზაზე ჩემი ლანდი გრძელია,
ჩემი ლანდის სიგრძვე ვეღარ მშველის,
მერე რა რომ ლანდი ისევ ჩემია,
მე ლანდითაც ვგავარ პიტერ შლემილს.

4
მაშინ როცა ივიწყებენ წასულებს
და შენ გავხარ დღეებს რუხს და დარდიანს,
მე ფანჯრიდან ზამთრის ქუჩებს გავყურებ
და შენ უხმოდ გლოვობ ელენ დარიანს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები