 | ავტორი: ტ___ა___ი ჟანრი: პოეზია 11 ნოემბერი, 2010 |
გადაკეტე - სადარბაზოს აბაზანის სახლის, კარი! როგორც ზღვარი,საკუთარ თავთან! პირველი ცრემლი იმყოფინე, უკანასკნელი ამოსუნთქვის გასაქრობად! სხვას გაექეცი სხვასთან. გადადევი თვითმკვლელობა სამი ღამით ახლაც... მერე რა,რომ- იაფფასიანია ჯოჯოხეთი და სამოთხე ხელოვნური! ყოვლისმომცველი სიღრმეები, ყოვლისმომცემნი არ არიან! გზებიც მხოლოდ ჩიხებია და მწვერვალები მხოლოდ თავქვე დაშვებით! სულისმქადაგებელნი არიან დედები, სხეულისმქადაგებელი მამებით სავსე. ერთგული მეგობრები, ემოციური მეძავები, რომლებიც ძვირფას კაბებში გაგცვლიან მალე! მერე გული გერევა საკუთარი ტყუილების სიმართლისგან... ისევ ფეხადგმული ნივთები გსრესენ დილაობით და ინვალიდი გრძნობები, გასეირნებას გთხოვენ ღამე, როცა საყვარლის საწოლთან, უეცრად აღმოაჩენ, ტრუიზმები დაგცინიან, უსიყვარულო ცოლებივით სავსე! გმობ… სხეულს- შიშიების გროვაში ამოსვრილ, ერთფეროვნების ნავსაყუდელს! გულს- ვნებისგან დაცლილ,ნუშისფერი ხორცის, მფეთქავ მასას! საშოს- გაუაზრებელი სიამოვნების და გააზრებულად,გაუზიარებელი შვილების სასაფლაოს! და დებ თვითმკვლელობას სამი ღამით, რათა გადაკეტო ყველა კარი, როგორც ზღვარი აღარარსებულ თავთან!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. უშენობით ვიწვები...:-) უშენობით ვიწვები...:-)
5. წვიმს,მენატრები...თოვს, მენატრები. :) წვიმს,მენატრები...თოვს, მენატრები. :)
4. აბა როგორები?შემიყვარდი- შეგიყვარდი? აბა როგორები?შემიყვარდი- შეგიყვარდი?
3. ara raaaaaaa, ara raaaaaaa,, eseti rameebi ar unda iwerebodeeeeeeees ara raaaaaaa, ara raaaaaaa,, eseti rameebi ar unda iwerebodeeeeeeees
2. გადადევი- მგონი არ არის სწორი:) ლექსის აზრი კარგია +2 გადადევი- მგონი არ არის სწორი:) ლექსის აზრი კარგია +2
1. გზებიც მხოლოდ ჩიხებია და მწვერვალები მხოლოდ თავქვე დაშვებით! სულისმქადაგებელნი არიან დედები, სხეულისმქადაგებელი მამებით სავსე. ერთგული მეგობრები ემოციური მეძავები, რომლებიც ძვირფას კაბებში გაგცვლიან მალე! მერე გული გერევა საკუთარი ტყუილების სიმართლისგან... +++++++++++++++ გაუაზრებელი სიამოვნების და გააზრებულად,გაუზიარებელი შვილების სასაფლაოს! ++++ ყოჩაღ.საინტერესო და ორიგინალური ნაწერია.. მე მომეწონა +2
გზებიც მხოლოდ ჩიხებია და მწვერვალები მხოლოდ თავქვე დაშვებით! სულისმქადაგებელნი არიან დედები, სხეულისმქადაგებელი მამებით სავსე. ერთგული მეგობრები ემოციური მეძავები, რომლებიც ძვირფას კაბებში გაგცვლიან მალე! მერე გული გერევა საკუთარი ტყუილების სიმართლისგან... +++++++++++++++ გაუაზრებელი სიამოვნების და გააზრებულად,გაუზიარებელი შვილების სასაფლაოს! ++++ ყოჩაღ.საინტერესო და ორიგინალური ნაწერია.. მე მომეწონა +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|