ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბესცელერა
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2010


გ ზ ა გ ა ს ა ყ ა რ ი

სიცივე იყო აუტანელი,
გადაუღებლად წვიმდა და წვიმდა
და ერთი ბიჭი ამ სიცივეში
*
ჩაფიქრებული ხის ძირას იჯდა.
*
წვერმოშვებული, თმაგაჩეჩილი,
თითქოს ვიღაცა მიუსაფარი,
ფიქრებთან მარტო დარჩენილიყო
წინ დახვედროდა გზაგასაყარი.
*
განა ვიღაცის ლოდინი ღლიდა,
ან განა ვინმე ელოდებოდა.
უბრალოდ იჯდა გამორიყული,
წინ თავის თავი ეღობებოდა.
*
ორი გზა იყო წინ მიმავალი,
არც ერთი იყო მზისგან მორთული.
ერთი ზეცის ქვეშ იყვნენ გართხმულნი,
წვიმისგან იყო გზები მორწყული.
*
აქ კი, ამ ხის ქვეშ იპოვა შვება,
ერთი პატარა სამყარო შექმნა.
და შიგ ჩაკეტილს აღარ უნდოდა
სხვა სამყაროსთან პირისპირ შებმა.
*
განა სიცივე სტანჯავდა ეულს,
არ აშინებდა წვიმა და ქარი.
ან განა იმის ნატვრაში იყო,
რომ მოჰფენოდა ზეცის გულს დარი.
*
არა! არ იყო მერწმუნეთ მასე
მას მხოლოდ ერთი რამ აწუხებდა,
რომ მისი საქმე გაკეთებული
სულს და გულისთქმას გააფუჭებდა.
*
ეს აწუხებდა და ეს ტანჯავდა,
მას ერთი კითხვა სტკიოდა მხოლოდ;
რა უნდა ექნა, სად წასულიყო,
რა აერჩია საკუთარ ბოლოდ.
*
მაგრამ პასუხი არსაით ჩანდა,
ვერ დაინახა ნიშანი ცაზე.
არც ვინმე იყო სიტყვის შემწევი,
არავინ ჩანდა წვიმიან გზაზე.
*
და ისევ ჩუმად, ჩაფიქრებული,
იჯდა სულ მარტო, როგორც მორჩილი.
ფიქრობდა რომელ გზას გაჰყოლოდა,
როგორ მიერო ღვთისგან მოწვდილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები