ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2010


აკაკი და მემარხილე

სუსხიან ზამთარს თბილისზედა თოვს,
მთაწმინდას ხურავს თეთრი ნაბადი,
ცხენის მარხილნი ქუჩებს სერავენ,
ქარბუქი გზებზე, ყირას გადადის.

ოლღას ქუჩაზე როგორც ყოველთვის,
უხვად ჰფენია ხალხი, მარილი,
მის ბოლოს უცებ, ნელა ჩერდება,
ერთცხენიანი თეთრი მარხილი.

თავაღერილი, თმაწვერვერცხლილი,
ოდნავ მომღიმარ ფართო თვალებით,
იქიდან კაცი, წამოდგა ნელა,
საფულეს იღებს მშვიდი ღიმილით.

მიმიხვდით ალბათ, ეს აკაკია,
ქართველი ერის დიდი მგოსანი,
სამშობლოს სვე-ბედს გადაგებული,
ჩონგურის სიმთა მწყობ-ხელოსანი.

აკაკიმ ქისა, გახსნა და ფული,
აბაზიანი ამოაცურა,
ზრდილი ღიმილით მეეტლეს აძლევს,
მან საქმე გამრჯედ ხომ შეასრულა.

მეეტლის ფორმით კოხტად წყობილი,
სახებუდაღი, კაცი კეთილი,
ცხვირპაჭუა და ულვაშკრეჭილი,
აკაკის უცქერს წითლად ფეთქილი.

გაწვდილი ფულის დანახვისთანვე,
მან ის გადაჭრით უარჰყო წამსვე
და დიდ აკაკის რუსულ ენაზე,
სიტყვა მიაგო სიკეთით სავსე:

«Нет барин, не беспокойтесь,
Мы с вас не возмем,
Что разве мало простых и смертных,
Вы ведь бессмертны, а с таких не берем».

«Почему! Разве двадцатки мало?»
- მყისვე იკითხა დინჯად აკაკიმ.
«Нет барин не в малостьи дело!
Вы человек хорошый и языком всластьи.
Вы на наш кафтан не гляжаете,
Мы человек понятливый,
И за человека хорошего,
Мы и кафтан свой, может отдадим».

კმაყოფილებით სხივგავსებული,
აღარ მოეშვა მგოსანი ამ კაცს,
საიდან მიცნობ ასე კარგადო,
არც ფულს მართმევ და არცა მთხოვ სხვა რამს!

«А когда вас чевствовали» -
იყო პასუხი კვლავ ისევ თბილი, -
В театр мы народ и
Почитательей ваших возили.
Сказывали, что вы бог
Для своего народа
И похоже что правда,
Да и походка у вас как у господа – бога.
А оттудова, с театра тоесть,
Мы возили к вам на дом цветов и венков,
Что вам поднесли за благодарность, - а сколько их было!
Вот мы и запомнили вас с этих пор!
Дай вам доброго здоровья,
Пожайлуста и с вас денег не возмем!

ხელი უწოდა მადლობად,
მარხილის პატრონს აკაკიმ,
უბრალო რუსის სიტყვისთვის
რომ არ სმენოდა აქამდის.

მემარხილე კი დაიბნა,
მგოსნის ასეთი ქმედებით,
უცებ “შლიაპა” იშიშვლა,
და ცხენს მოქაჩა ღვედები.
აკაკის, პატივის ნიშნად,
მარჯვენა ხელი აგება,
და შემდეგ მეტად ამაყი,
თოვლის საფარი გატკეპნა.

დიდ მგოსანს ბევრი იცნობდა,
და გაოცებით შესცქერდნენ,
როგორ სითბოთი მოექცა,
იგი უბრალო მეეტლეს.

ისიც მას ვალში არ დარჩა,
დაატრიალა მარხილი,
და ბოლო სიტყვად დასტოვა:
«Счачтливо барин! Будь счачтлив!».

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები