 | ავტორი: ეკატერინე ჟანრი: პოეზია 18 ნოემბერი, 2010 |
ლექსში გამოყენებულია ლაზური, მეგრული და სვანური ლექსიკა. განმარტებები ნახეთ სქოლიოში.
ლოცა ნჯირი მეგაჩას (1),
სასთუმალი დაგითბეს.
ცაზე მთვარე ჯერ არ ჩანს,
მოვა სხივებს დაგიფენს.
გაგინათებს ნედეცას(2)
კიაფა და მაცდური,
ბილიკებზე ზეცისკენ
დაგიხვდება საცდური.
ჰამო ლურ (3) ვერ გექნება,
სიზმარ-სიზმარ თუ ივლი,
დილით გაგახსენდება
ღამის ბევრი ტყუილი.
ლოცა ნჯირი მეგაჩას,
ანგელოზი მოვიდა,
მთვარე ცაზე კვლავ არ ჩანს,
აღარც კი ღირს ლოდინად.
ჰამო ლურ, თოლ დახუჭე,
სანამ მიჟ(4) მთებს მოაფენს,
სხივებს ოქროდცურვილებს,
ჩვენს გულებში მოსაფენს.
1) ტკბილი ძილი მოგეცეს _ ლაზურად.
2)ფანჯარა, შინაარსით ბილიკი ცისკენ - სვანურად.
3) ტკბილი ძილი _ მეგრულად .
4)მზე _ სვანურად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. გეხარ, გეხარ.. მანგარრე გეხარ, გეხარ.. მანგარრე
6. მშვენიერი 555 მშვენიერი 555
5. ძალიან მომეწონა :) ძალიან მომეწონა :)
4. გასამღერებელია ეს ლექსი იავნანად :) ჩემგან მოწონება პლიუსებად :) გასამღერებელია ეს ლექსი იავნანად :) ჩემგან მოწონება პლიუსებად :)
3. სასიამოვნო მოსასმენი იქნება, მელოდიურია ძალიან. +5 სასიამოვნო მოსასმენი იქნება, მელოდიურია ძალიან. +5
2. ლამაზია, მომწონს შენი ნაწერები. ლამაზია, მომწონს შენი ნაწერები.
1. ჯგირ ლექს რე, გეხარი დაია! ;) 5 ჯგირ ლექს რე, გეხარი დაია! ;) 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|