ავტორი: მ.ე__ ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 20 ნოემბერი, 2010
მარუსა.ჩემი სწერვა.
მარუსა. ჩემი სწერვა. პირადი.
ჩვენ ერთ თაობას ვეკუთვნით, ერთტკივილიან თაობას.
ვფიქრობ, და მგონია, რომ დავგუბდით. ჩვიდმეტი წლის წინ დავიწყეთ, და ახლა, სწორედ ახლა დავგუბდით. ჩვენ პატარა ზღვები ვართ, ტალღებით, რომლებიც სიმცირის ბუტაფორიას ქმნიან, თუმცა არავინ არ იცის, რამდენია ჩვენი დუღილის ტემპერატურა. არც ჩვენ ვიცით... და სწორედ ამიტომ, შეგვიძლია წელში გასწორებული დავუბდუნდეთ ჯებირებს, და იქ დარჩენილ ზღვას ვუთხრათ, რომ გავიზარდეთ. რომ არაფრად მიგვაჩნია მისი ტალღების სიდიდე და რომ ჩვენ, მის გარეშეც ვარსებობთ. ცალკე... ან ერთად... რადგან ერთ თაობას ვეკუთვნით... ერთტკივილიანს...
ხელს გიწვდი, მუჭში ჩემი ტკივილი მაქვს და ვიცი, რომ შენც ინახავ მუჭში ჩემნაირ ტკივილს. ჩამკიდე ხელი... რომ ყველაფერი უფრო იოლი გახდეს...
თამ,"სწერვა"-სვავია ქართულად ,სასტიკად ვბრაზდები შენთან და ბევრ სხვა საყვარელ წევრთან რომ ვხვდები ამ სიტყვას,მოგეთხოვება დახვეწილობა-გახასიათებს და იმიტომ,
(აბდა-უბდა კია, მაგრამ...) არავითარი მაგრამ უშველე ნაწერს!:) სითბოთი-