ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაბრიელ გოგიბერიძე
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2010


სულ ერთი წამით

სულ ერთი წამით დავტოვებ მიწას,
მზესთან მივიფრენ სულ ერთი წამით,
სულ ერთადერთხელ ავიხდენ სიზმარს,
საზღვრებს შენამდე ამ ერთხელ წავშლი.
ამ ერთხელ ვიტყვი ჯერ–უთქმელ სიტყვას,
ერთხელ ვიცეკვებ ვალსს შენთან ბალზე,
რაც უნდა იყოს, რაც უნდა ითქვას,
აღარ დავუთვლი სიცოცხლეს წამებს.
ამ ერთხელ შენთან სიზმარში მოვალ,
სულ ერთი წამით დავკარგავ კდემას,
ცა ფერადია ამგვარად როცა,
ერთი წამიც და... მე ვიწყებ ფრენას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები