ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
( ეძიებდე და ჰპოვებდე )
სანაგვეში ვიპოვე სამი წლის წინ, თვალები სველი ქონდა, ტანსაცმელი შემოხეული, პლასტმასის ტაკოში სპილენძის უშველებელი მავთული ვუპოვე ვერაგულად გაყრილი, მარცხენა ფეხი ცეცხლისგან დამდნარი, დამოკლებული და ფორმაშეცვლილი ქონდა, როგორც ჩანს პატარა სადისტმა პატარა უწყინარი ექსპერიმენტი ჩაატარა მასზე. გაირეცხება და ახალივით იქნება – გავიფიქრე. ირგვლივ მიმოვიხედე და გაცვეთილ პიჯაკში დავმალე. ვიწრო ქუჩა იყო, გადაბმული და დაბზარული შენობები სოფლის ორღობეს წააგავდა, ფანჯრებიდან მძიმე ორთქლი გამოდიოდა და რატომღაც მიწაზე ეშვებოდა, ატომური ნისლი... იქაურობაც ყარდა გამვლელი ფეკალიებით, როგორც სოფლის ორღობე ძროხის გამხმარი ფუნით, რა ქნას საქონელმა... თუმცა ცივილიზაციის ამ კერაში არამგონია მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს გაევლო. ქუჩაში ვიყავით მხოლოდ მე, ჩემი განძი და გამაბრუებელი ნაგავი, და კიდევ... ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მიწისქვეშ სავარძელში მოკალათებული ორი ვირთხა ოჯახურ პორნოს უყურებდა...
( ბედნიერი ოჯახი )
ექიმო ჩემი გოგონა 12 წლისაა, 12 წლის წინ გაჩნდა... დედა არასდროს ყოლია, ახლავე აგიხსნით... ჩემი ცოლი... მე მას კარგად არ ვიცნობდი... ყოველ ღამით ჩემი ხელები დასრიალებდა მის შრამებს შორის და არ ვეკითხებოდი საიდან, როდის, როგორ... შემდეგ მის სხეულზე ნელ-ნელა გაჩნდნენ ახალი ნაიარევები, ტკივილისკენ მიდრეკილებას ექიმები მაზოხიზმს ეძახით არა? უკანასკნელად... მან მუცელი გადაიხსნა პურის დანით, მაშინ ექვსი თვის ფეხმძიმე იყო, ოთახში რომ შევედი კარებთან ეგდო და ჯერ კიდევ სუნთქავდა, შიშველი იყო, ახალშობილივით ლორწოიანი და სისხლიანი, მუცელი მოხუცის უკბილო პირივით ქონდა დაღებული და შიგნით რაღაც მოძრაობდა, პირიდან დუჟი და სისხლი მოსდიოდა, ცდილობდა დარჩენილი სიცოცხლის უკანასკნელ რამდენიმე წამში რაღაც ეთქვა... ,,უსუსურია დედამიწისთვის” – ეს სიტყვები გავიგე მისგან უკანასკნელად, გული ამერია და პირდაპირ გაფატრულ მუცელზე დავარწყიე... მეტი არაფერი მახსოვს... არ მახსოვს ჩემი ცოლის გარდაცვალების მომენტი, არ მახსოვს საიდან გაჩნდნენ ექიმები და როგორ ამოიყვანეს მკვდარი სხეულიდან ცოცხალი ბავშვი... ...ანასტასია დავარქვი, ნაცნობები ანას ეძახიან, მაგრამ მე მას ყოველთვის ანასტასიათი მივმართავ, მთელი ეს ათწლეული მას ისე ვესაუბრები როგორც დიდს, მგონი ზედმეტად დავამძიმე. ის არავის გავს, არასოდეს გამოდის ჩვენი ერთადერთი ოთახიდან, არ ბანაობს, არ იხეხავს კბილებს და ყოველთვის აცვია... უფროსწორად კი არ აცვია – გახვეულია დედამისის თეთრ ღამის პერანგში, თუმცა იმდენად ბინძურია ვერ ვიტყვი რომ თეთრია, - მახსოვს ორიოდე წლის წინ ვაჩვენე დედამისის ტანსაცმლით სავსე ჩანთა და იქ იდო ის პერანგიც... მე დედამისის სიკვდილის შემდეგ გავლოთდი... ჯობდა მეც არ ვყოლოდი ბავშვს... არასდროს გამიწევია მისთვის მამობა... ჩვენ ყოველთვის გვშიოდა და ოთახში გვაწვიმდა, არადა ბავშვობაში ვოცნებობდი ჩემ საძინებელში ჭერის ნაცვლად თეთრი ღრუბელი ყოფილიყო... ბედის ირონიაა, მაგრამ მგონი ამიხდა ოცნება... ჩვენ ყოველთვის ჩუმად ვართ, ზოგჯერ მავიწყდება რომ ბავშვმა საერთოდ ლაპარაკი იცის, ის ყოველთვის მაგიდის ქვეშ ზის და ბეტონის იატაკზე თითებით რაღაც ფიგურებს ხაზავს, არ აქვს ფერადი ფანქარი რომ დახატოს, საერთოდ სახლში არაფერი გვაქვს ფერადი, ყველაფერი ნაცრისფერი, ნისლივით ბუნდოვანი და ნესტიანია. მე კი გაბზარული სარკის წინ ვდგავარ ხოლმე... ბავშვობიდან მჯერა, რომ მის უკან რაღაც იმალება და ჩემივე თვალების ანარეკლიდან მიყურებს, სადღაც წავიკითხე სარკის უკან ჭეშმარიტება იმალებაო... დიახ... ბავშვობაში სარკის უკან შეხედვის ერთ-ერთი მცდელობისას კედლიდან ჩამოვარდა და გაიბზარა, მას შემდეგ კიდია გაუნძრევლად... მე კი მის თვალწინ გავიზარდე, გავიხარე, წითელა-წითურა-ყბაყურა მოვიხადე, წოლისგან წელში მოვიხარე, ცოლი მოვიყვანე, სასაფლაომდეც წავიყვანე, მეტკინა, ვიტირე, დავეცი, გადამთელეს, ავდექი, წამაქციეს და ისევ გადამთელეს... მაგრამ მთელი ეს პერიოდი ერთი რამ არ შეცვლილა – სარკეში ყოველთვის გაბზარული ვჩანდი... აი ასე ვცხოვრობთ... მე სარკის წინ, ანასტასია მაგიდის ქვეშ... სამი წლის წინ სანაგვეში საჭმლის ნაცვლად თოჯინა ვიპოვე, სახლში წავიღე. თითქოს ანასტასიამ იცოდა, რომ მე თოჯინას ვაჩუქებდი, მაგიდიდან გამომძვრალი დამხვდა, ხელიდან გამომტაცა საჩუქარი, გულში ჩაიხუტა, ცრემლები წამოუვიდა და რაღაცის ბუტბუტი დაიწყო ლოცვასავით, საშინელი მოსასმენი იყო ჩემთვის როცა მთელ ამ უაზროდ აზელილ ბგერებში გავარჩიე სიტყვა ,,დედა”... მოყოლებული იმ დღიდან ანასტასია და ,,დედა” სულ ერთად არიან, თითქოს იღიმიან, რაღაც უხარიათ, ერთმანეთს საიდუმლოებს ანდობენ, თამაშობენ, ჩახუტებულები იძინებენ, მე ამ ყველაფერს ვუყურებ და ვგიჟდები, ან უკვე გიჟი ვარ. რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილის მაჯაზე ჭრილობა დავინახე... მეშინია...
( საგიჟეში (ერთი წლის შემდეგ) )
დედამისი, ის თოჯინა, მკვლელია, დაბრუნდა რომ მოეკლა... ოთახში რომ შევედი... ზუსტად იგივე სცენა დამხვდა რაც 13 წლის წინ... ჩემი შვილი დედამისის პერანგზე იწვა სრულიად შიშველი ექიმო... სისხლის გუბეში... გვერდით ის თოჯინა ედო, ჰო, დედამისი... ღიად დარჩენილ თვალებში უყურებდა თავის შვილს და პლასტმასის თვალიდან ცრემლი სდიოდა, ბავშვს ხელში სარკის ნატეხი ქონდა ჩაბღუჯული, მის მუცელზე ჭრილობებს ასოების ფორმა ჰქონდათ: - ,,დედამ მითხრა რომ უსუსური ვარ დედამიწისთვის”...
16/8/2009 23:35
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მართლაც შთამბეჭდავი ვარ მართლაც შთამბეჭდავი ვარ
11. მიწისქვეშეთში ვირთხების მიერ პორნოს ყურება არაადეკვატურად შთამბეჭდავია.:D ტუტრუცანები..:დ მიწისქვეშეთში ვირთხების მიერ პორნოს ყურება არაადეკვატურად შთამბეჭდავია.:D ტუტრუცანები..:დ
10. საინტერესო იყო +2 საინტერესო იყო +2
9. მოაშორე მაგი(თ):))
ისე მომილოცე მოაშორე მაგი(თ):))
ისე მომილოცე
8. დიდი მადლობა, მეც გილოცავ(თ) დიდი მადლობა, მეც გილოცავ(თ)
7. მაგარია მაგარი ოღონდაც მართლა მაგარია აბა გილოცავ წელსა ახალსა თუ ძველსა მაგარია მაგარი ოღონდაც მართლა მაგარია აბა გილოცავ წელსა ახალსა თუ ძველსა
5. ჩვენ ყოველთვის ჩუმად ვართ, ზოგჯერ მავიწყდება რომ ბავშვმა საერთოდ ლაპარაკი იცის, ის ყოველთვის მაგიდის ქვეშ ზის და ბეტონის იატაკზე თითებით რაღაც ფიგურებს ხაზავს, არ აქვს ფერადი ფანქარი რომ დახატოს, საერთოდ სახლში არაფერი გვაქვს ფერადი :)
:)
,,დედამ მითხრა რომ უსუსური ვარ დედამიწისთვის”...
ჩვენ ყოველთვის ჩუმად ვართ, ზოგჯერ მავიწყდება რომ ბავშვმა საერთოდ ლაპარაკი იცის, ის ყოველთვის მაგიდის ქვეშ ზის და ბეტონის იატაკზე თითებით რაღაც ფიგურებს ხაზავს, არ აქვს ფერადი ფანქარი რომ დახატოს, საერთოდ სახლში არაფერი გვაქვს ფერადი :)
:)
,,დედამ მითხრა რომ უსუსური ვარ დედამიწისთვის”...
4. შოთიუს... მახსოვს მე ეს ნაწერი... მძიმე... :) შოთიუს... მახსოვს მე ეს ნაწერი... მძიმე... :)
3. ვახ. ეს რაღაც ჟანრია ხო? ასეთი შემზარავი და დაუჯერებლი ფინალით.
5 ვახ. ეს რაღაც ჟანრია ხო? ასეთი შემზარავი და დაუჯერებლი ფინალით.
5
2. გვარიანად "მიმგრუზა" :( კარგად წერთ გვარიანად "მიმგრუზა" :( კარგად წერთ
1. შენ დაბრუნდი... :) შემძრა ნაწერმა... შენებურია... 5555555 შენ დაბრუნდი... :) შემძრა ნაწერმა... შენებურია... 5555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|