 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 25 ნოემბერი, 2010 |
ბილეთებს იღბლიანს უკვე არ ჰყიდიან, არ ჩაგსვეს სიაში... არ გქონდა სიაშრე "პატივის" სამყოფი... უღირსს ვერ ამკობდი... ცხოვრებას გარს უვლი, ხარ ვადაგასული, და დაგსვეს ზეროზე... გინდა, რომ გჯეროდეს, კი არ გაგიმეტეს, მომავლის სიკეთეს შეგწირეს "ჯეროვნად"... თან უკვირთ, ჯერ რომ ხარ... ასეა, მეტწილად, ინდივიდს ეტკინა, მასას არ უგრძვნია... ისვამენ ცუდ ზნიანს კისერზე წურბელად. შენ მხოლოდ წკმუნს ბედავ... მონა ხარ ბაზარზე... ხომ უნდა გაზავდეს ბოროტში კეთილიც?! და თავში კეტივით გირტყამენ მომავალს. მოიცათ, დრო გავა... დრო წამოახველებს იმ კაცთა სახელებს, ვისაც არ უყვარდა მისული უფალთან... გიმტვრევენ ხერხემალს, არავის ეხება კაცების დათრგუნვა, ღრმავდება ლაგუნაც სრულ სასოწარკვეთის... ხომ გითხრეს გარკვევით, -არავის სჭირდები! შეუქეს "ჯიხვს" რქები... ერთი აქვთ ნატურა, ისე ოსტატურად გაქცევენ მონად, რომ... თავმა ვერ მოგაგნოს... სულმაღლებს ამოკლებს მახვილი დამოკლეს! ხელი აქვს მსახვრალი... გაიქეც სხვა მხარეს, იქნებ, თავს უშველო, რომ ყოფა უშვერი გაიძრო ტანიდან. დარდის მეტანიაც ხომ ხედავ, არ გშველის... რას შვებით? რას შვებით? გაწყვიტეს შაშვები, თეთრი და რჩეული... დრო ყველას შეუვლის ამბის მოსაკითხად... და მეტი რა გითხრა? დავხურე რვეული... 23.11.10
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. დიდი მადლობა სანდრო, შენმა "გულმა გონიერმა" ასე რომ იგრძნო და დაინახა ჩემი ლექსი... დიდი მადლობა სანდრო, შენმა "გულმა გონიერმა" ასე რომ იგრძნო და დაინახა ჩემი ლექსი...
24. წავიკითხე რამდენჯერმე...და იმიტომ კი არა, რომ მე გამეგო ლექსი, ლექსმა თავად გამიგო,...ალბათ იმიტომ, რომ სულიერი ნათესავის გულიდანაა ამოსულ-ამოფრენილი...და, ჩემდა ოდნავ გასაკვირად, უნაზესი ადამიანის, ლამაზი ქალბატონის ფაქიზი გულიდანაა გადმოსული სუფთა ქაღალდზე დასამკვიდრებლად, რათა იქიდან იაროს, იფრინოს და იგრიგალოს, მისი სიძლიერიდან გამომდინარე, დიახ, იგრიგალოს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ჩემნაირების დასარწყულებლად, დასამშვიდებლად, ასაფორიაქებლად, რომ ჩემისთანამ, მოკრძალებულმა(მაპატიოს მკითხველმა ასეთი "ბაქიაობისათვის"), თავაზიანმა და...ჯიუტმა და გაქირმა, ამავე ლექსით შეგულიანებულმა, ზოგჯერ ზღვარ-სამანი თავხედურად, ხულიგნურად დაარღვიოს და მოურიდებლად, შესძახოს:" შენი დედაც კი ვატირე ცხოვრებავ"!... მაპატიოს პუბლიკუმმა და ძალიან კარგმა ავტორმა. კარგი ლექსია და ჩემი გადაჭარბებაც ამ მაგარი ლექსის ბრალია. წავიკითხე რამდენჯერმე...და იმიტომ კი არა, რომ მე გამეგო ლექსი, ლექსმა თავად გამიგო,...ალბათ იმიტომ, რომ სულიერი ნათესავის გულიდანაა ამოსულ-ამოფრენილი...და, ჩემდა ოდნავ გასაკვირად, უნაზესი ადამიანის, ლამაზი ქალბატონის ფაქიზი გულიდანაა გადმოსული სუფთა ქაღალდზე დასამკვიდრებლად, რათა იქიდან იაროს, იფრინოს და იგრიგალოს, მისი სიძლიერიდან გამომდინარე, დიახ, იგრიგალოს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ჩემნაირების დასარწყულებლად, დასამშვიდებლად, ასაფორიაქებლად, რომ ჩემისთანამ, მოკრძალებულმა(მაპატიოს მკითხველმა ასეთი "ბაქიაობისათვის"), თავაზიანმა და...ჯიუტმა და გაქირმა, ამავე ლექსით შეგულიანებულმა, ზოგჯერ ზღვარ-სამანი თავხედურად, ხულიგნურად დაარღვიოს და მოურიდებლად, შესძახოს:" შენი დედაც კი ვატირე ცხოვრებავ"!... მაპატიოს პუბლიკუმმა და ძალიან კარგმა ავტორმა. კარგი ლექსია და ჩემი გადაჭარბებაც ამ მაგარი ლექსის ბრალია.
23. ვგიჟდები ამ ქალზე.... რააა... რა ბედნიერებაა რომ არსებობთ თანანა... ვგიჟდები ამ ქალზე.... რააა... რა ბედნიერებაა რომ არსებობთ თანანა...
21. სათქმელით, მუსიკით და სახეებით გამოვარჩევდი!....... სათქმელით, მუსიკით და სახეებით გამოვარჩევდი!.......
20. ვახ, ეს ლექსი შეფასებული არ მქონია. ნაწილობრივ სიმართლეა რაც ამ ლექსში წერია! ზოგს ვეთანხმები, ზოგს არა! 5 ვახ, ეს ლექსი შეფასებული არ მქონია. ნაწილობრივ სიმართლეა რაც ამ ლექსში წერია! ზოგს ვეთანხმები, ზოგს არა! 5
19. გაიქეც სხვა მხარეს, იქნებ, თავს უშველო, რომ ყოფა უშვერი გაიძრო ტანიდან. დარდის მეტანიაც ხომ ხედავ, არ გშველის...
დრო ყველას შეუვლის ამბის მოსაკითხად... და მეტი რა გითხრა?
ყველაფერი თქვი..მთელი ცხოვრება... ავი და კაპარჩხანა :)
გაიქეც სხვა მხარეს, იქნებ, თავს უშველო, რომ ყოფა უშვერი გაიძრო ტანიდან. დარდის მეტანიაც ხომ ხედავ, არ გშველის...
დრო ყველას შეუვლის ამბის მოსაკითხად... და მეტი რა გითხრა?
ყველაფერი თქვი..მთელი ცხოვრება... ავი და კაპარჩხანა :)
18. სულმაღლებს ამოკლებს მახვილი დამოკლეს! ხელი აქვს მსახვრალი... გაიქეც სხვა მხარეს, იქნებ, თავს უშველო, რომ ყოფა უშვერი გაიძრო ტანიდან. დარდის მეტანიაც ხომ ხედავ, არ გშველის... რას შვებით? რას შვებით? * ბრწყინვალეა.დიდებულია თანანა აქაც და კაფიებშიც...:)
სულმაღლებს ამოკლებს მახვილი დამოკლეს! ხელი აქვს მსახვრალი... გაიქეც სხვა მხარეს, იქნებ, თავს უშველო, რომ ყოფა უშვერი გაიძრო ტანიდან. დარდის მეტანიაც ხომ ხედავ, არ გშველის... რას შვებით? რას შვებით? * ბრწყინვალეა.დიდებულია თანანა აქაც და კაფიებშიც...:)
17. ვააა რამდენი კარგი ფრაზა ვიპოვე მოკლედ ნათქვამიი
ძაან კარგია
მომეწონა და აუცილებლად გადავხედავ შენს ძველ ნამუშევრებს :) ვააა რამდენი კარგი ფრაზა ვიპოვე მოკლედ ნათქვამიი
ძაან კარგია
მომეწონა და აუცილებლად გადავხედავ შენს ძველ ნამუშევრებს :)
16. "სულმაღლებს ამოკლებს მახვილი დამოკლეს!"
ასეა ხანდახან... ლექსი კარგი – სათქმელითა და ტკივილით გაჯერებული!
"სულმაღლებს ამოკლებს მახვილი დამოკლეს!"
ასეა ხანდახან... ლექსი კარგი – სათქმელითა და ტკივილით გაჯერებული!
15. დრო ყველას შეუვლის ამბის მოსაკითხად... და მეტი რა გითხრა? დავხურე რვეული...
მაგარიაა მომეწონა თანანა :-*
დიდი სიყვარულით ფოფი დრო ყველას შეუვლის ამბის მოსაკითხად... და მეტი რა გითხრა? დავხურე რვეული...
მაგარიაა მომეწონა თანანა :-*
დიდი სიყვარულით ფოფი
14. გინდა, რომ გჯეროდეს, კი არ გაგიმეტეს, მომავლის სიკეთეს შეგწირეს "ჯეროვნად"...
ძალიან მინდა.... ცხოვრებისეული ლექსები გაქვთ. ნამდვილი. გინდა, რომ გჯეროდეს, კი არ გაგიმეტეს, მომავლის სიკეთეს შეგწირეს "ჯეროვნად"...
ძალიან მინდა.... ცხოვრებისეული ლექსები გაქვთ. ნამდვილი.
13. გაქცევენ მონად, რომ... თავმა ვერ მოგაგნოს... სულმაღლებს ამოკლებს მახვილი დამოკლეს!
რომ ყოფა უშვერი გაიძრო ტანიდან. დარდის მეტანიაც ხომ ხედავ, არ გშველის... რიტმი ნერვული _ სათქმელის შესატყვისი.
ინდივიდს ეტკინა, მასას არ უგრძვნია... ასეა მუდამ, როცა საზოგადოება არის მოძალადე და პიროვნება მსხვერპლი.
საინტერესო ლექსია, მოვიწონე თამარ! გაქცევენ მონად, რომ... თავმა ვერ მოგაგნოს... სულმაღლებს ამოკლებს მახვილი დამოკლეს!
რომ ყოფა უშვერი გაიძრო ტანიდან. დარდის მეტანიაც ხომ ხედავ, არ გშველის... რიტმი ნერვული _ სათქმელის შესატყვისი.
ინდივიდს ეტკინა, მასას არ უგრძვნია... ასეა მუდამ, როცა საზოგადოება არის მოძალადე და პიროვნება მსხვერპლი.
საინტერესო ლექსია, მოვიწონე თამარ!
12. ჰოო. . .. მომერწონა ჰოო. . .. მომერწონა
11. თ ბუკიას შემოვყევი...:)
რომ ყოფა უშვერი გაიძრო ტანიდან. დარდის მეტანიაც ხომ ხედავ, არ გშველის... რას შვებით? რას შვებით? გაწყვიტეს შაშვები, ოღონდ ეგ არა...:) 5 თ ბუკიას შემოვყევი...:)
რომ ყოფა უშვერი გაიძრო ტანიდან. დარდის მეტანიაც ხომ ხედავ, არ გშველის... რას შვებით? რას შვებით? გაწყვიტეს შაშვები, ოღონდ ეგ არა...:) 5
9. 8. არაჩვეულებრივი ლექსია და რატომ არ კითხულობს ეს ხალხი? საოცარია, პირდაპირ! ესეც ხომ დიდი პროზა არაა?!
რეკომენდაციას ვუწევ, - მართლა ძალიან ლამაზი, ორიგინალური და საინტერესო ლექსია! ჭკვიანი ლექსი! თამარ ბუკია. 2010-11-25 18:03:31
რას იზამ, ჩემო თამარ! ადამიანებს ის აზრები უფრო უყვართ, დაფიქრებას რომ არ აიძულებენო! - ჩემამდე ეს ერთ ფრანგ მოაზროვნეს უთქვამს... სამაგიეროდ - "ძაფი და ნემსი ბუხარზე შევსვი"-ს იმდენი წაიკითხავს, რომ ლექსს "ხელის მოსაკიდებელი" ადგილი აღარ დარჩება... 8. არაჩვეულებრივი ლექსია და რატომ არ კითხულობს ეს ხალხი? საოცარია, პირდაპირ! ესეც ხომ დიდი პროზა არაა?!
რეკომენდაციას ვუწევ, - მართლა ძალიან ლამაზი, ორიგინალური და საინტერესო ლექსია! ჭკვიანი ლექსი! თამარ ბუკია. 2010-11-25 18:03:31
რას იზამ, ჩემო თამარ! ადამიანებს ის აზრები უფრო უყვართ, დაფიქრებას რომ არ აიძულებენო! - ჩემამდე ეს ერთ ფრანგ მოაზროვნეს უთქვამს... სამაგიეროდ - "ძაფი და ნემსი ბუხარზე შევსვი"-ს იმდენი წაიკითხავს, რომ ლექსს "ხელის მოსაკიდებელი" ადგილი აღარ დარჩება...
8. არაჩვეულებრივი ლექსია და რატომ არ კითხულობს ეს ხალხი? საოცარია, პირდაპირ! ესეც ხომ დიდი პროზა არაა?!
რეკომენდაციას ვუწევ, - მართლა ძალიან ლამაზი, ორიგინალური და საინტერესო ლექსია! ჭკვიანი ლექსი! :))) არაჩვეულებრივი ლექსია და რატომ არ კითხულობს ეს ხალხი? საოცარია, პირდაპირ! ესეც ხომ დიდი პროზა არაა?!
რეკომენდაციას ვუწევ, - მართლა ძალიან ლამაზი, ორიგინალური და საინტერესო ლექსია! ჭკვიანი ლექსი! :)))
7. სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს წაკითხულს :)
სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს წაკითხულს :)
6. არაჩვეულებრივია და ორიგინალური+777 არაჩვეულებრივია და ორიგინალური+777
5. დრო წამოახველებს იმ კაცთა სახელებს, ვისაც არ უყვარდა მისული უფალთან...
მეტკინა... ვტირი და ვკითხულობ ხელახლა... სიმართლე მწარეა... და მერე როგორ გამჭოლად თქმული ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, თამარ, აი, ასეთი პირდაპირობის გამო დრო წამოახველებს იმ კაცთა სახელებს, ვისაც არ უყვარდა მისული უფალთან...
მეტკინა... ვტირი და ვკითხულობ ხელახლა... სიმართლე მწარეა... და მერე როგორ გამჭოლად თქმული ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, თამარ, აი, ასეთი პირდაპირობის გამო
4. ბევრი ვიწიწე თუ ცოტა ვიწიწე , მოვიწიწე თქვენთანაც ...
ბევრი ვიწიწე თუ ცოტა ვიწიწე , მოვიწიწე თქვენთანაც ...
3. სულმაღლებს ამოკლებს მახვილი დამოკლეს!
და ბევრი სხვა ფრაზა დავიჭირე კიდევ ძალიან კარგი.. ორიგინალნა ი ვპეჩეტლიაეტ.. ++ სულმაღლებს ამოკლებს მახვილი დამოკლეს!
და ბევრი სხვა ფრაზა დავიჭირე კიდევ ძალიან კარგი.. ორიგინალნა ი ვპეჩეტლიაეტ.. ++
2. და მეტი რა გითხრა? დავხურე რვეული...
კარგია. და მეტი რა გითხრა? დავხურე რვეული...
კარგია.
1. გაიქეც სხვა მხარეს, იქნებ, თავს უშველო, რომ ყოფა უშვერი გაიძრო ტანიდან. დარდის მეტანიაც ხომ ხედავ, არ გშველის... რას შვებით? რას შვებით?
=D> =D> =D> 5 გაიქეც სხვა მხარეს, იქნებ, თავს უშველო, რომ ყოფა უშვერი გაიძრო ტანიდან. დარდის მეტანიაც ხომ ხედავ, არ გშველის... რას შვებით? რას შვებით?
=D> =D> =D> 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|