ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წევრი
ჟანრი: იუმორისტული
25 ნოემბერი, 2010


გენრი დოლიძის ლექსის ,,გული''-ს პაროდია.

  გულო

დგახარ, ითვლი საათივით,
დგახარ, მითვლი საათებს;
ამოგიღე საგულედან,
დიდხანს გემასლაათე...
ამოგიღე, მთვარესავით -
მეცხრე ცაზე დაგკიდე.
გულო, თავი გაანებე
ამ ცხოვრების თავ-კიდეს!
საექიმო მითხარ რა გჭირს?! -
ოცი წლის ხარ, ჩემსავით...
მაპატიე,
              თუ იარა დამრჩა დაუკემსავი!...
მაპატიე,
                ოცნებების
ჩამოშლილო ფაფარო!
თუ კვლავ მინდა ქვეყნის საკლავ
ტყვიას გადაგაფარო!
ხელი მომე -
                  ერთად მოვკვდეთ,
იქაც ერთად ვიაროთ!
ჩემო - ენით დაკოდილო,
ჩემო - ცხრანატყვიარო!
თუ ვერ შეძლებ ეს ცხოვრება
შენებრ არივ-დარიო,
ხალხი იმას მაინც იტყვის
გულითაა მკვდარიო!


გენრი დოლიძე.

   

ცოლს

დგახარ, ითვლი ჩქარ-ჩქარა,
დგახარ, მითვლი კაპიკებს,
ჩამოგიყვაი სოფლიდან და
ქალაქს კოშკი აგიგე.

წამოგიყვაი სოფლის ქალი,
საოჯახოდ მინდოდი,
თუმცა ნასკიც ბინძურიი მაქვს,
მშიერი ვარ იმდრომდი,

მანამ სანამ სასამართლოს
არ მივმართე, აი კიდო,
შენი შემყურვალე ქალო,
აგზენ გავხდი საექიმო.

გადარჩი და ისევ ჩემთან,
ისევ ჩემთან დაგტიეს
კაკრას გულმაც გიმიტრაკა,
კორვალოლიც დავლიე.

იმ დროიდან ვცხოვრობთ სწორედ
ასე შეხმატკბილებით,
იმის მერე მივლის ქალი,
რაც დავღრიჯე კბილები.

მაინც ხელი მომე ქალო,
ვიცი ერთად მოვკდებით,
შენზე ადრე არც მინდა და
შენ ჯინზე არ მოვსპები.

ჩემო - ენით დამკოდველო,
ჩემო - ტყვიამფრქვეველო,
გული მაინც გიმისკდა და
იქეთ, გაღმა გეველო.

შვილის გარდა დაგიტოვე,
ჯიბედ ცოტა ლარიო,
მე კი ხალხი მაინც მახსენებს:
ცოლითაა მკვდარიო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები