ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2010


ბოლოში დასათაურებული

აქ ქარია...რა ქარია, რომ იცოდეთ, რომ...
სიცივეში საცოდავი გაქრა მდელო და
მანამდელი სიზმრების ცად დაიცადა დრომ-...

ჰო, კვალი რომ დავინახოთ, გაცხადდება, ჰო...
გაფითრებულ სითეთრეში სხვა კარს ველოდე
და დახურეს გაღებამდე, - (ასეც ხდება ხომ?!) -...

აქ სურვილი მზესრულია - მაინც გაქვს და გაქვს;
არ მოიმკის მკვახე ნაყოფს მკა - სართველო, არ.
გულმაგარი ერი გალობს, რადგან, რადგან აქ - ...

საქართველოდან
საქართველომდე
საქართველოა

                                                      ავტორი: მუხრან აბაშიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები