ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2010


ზამთრისპირი


ნისლმოხვეულ მთებს ზეცაში აწვდილს,
ტყესა და სოფელს ზედ მთების თვალწინ,
ფერდობს და მასზე დაგრეხილ გზაწვრილს,
გზაწვრილზე სოფლის ნახირის ნაწილს
ზამთრისპირული წვიმები აწვიმს...

ფერდობისაკენ მიმავალ ბესოს
წინ შაქრო ხვდება - ხბო მოჰყავს ბაწრით.
- სად მიხვალ, ბესო, ასეთ ამინდში?
დავსველდი, კაცო, უჰ, როგორა წვიმს!..
ბესომ ისროლა თუთუნის ნამწვი:
- ჰა, რაი, წვიმსო? ქვეც მოთოვს აწი...
- ხარებს დაეძებ?.. მოვლიან თვითონ...
ამ ნისლიანში რას ნახავს კაცი?
- მოვძებნი მაინც, შესჭამა მგელმა, -
ტყეებს გახედა წვიმაში ჩამწნილს.
- რა ქენით წუხელ, ბევრი დალიეთ?
- ბევრი დავლიეთ, ყანწით ვსვით, ყანწით!..

მიდიან:
შაქრო - ღობეებს გასწვრივ,
ბესო - ფერდობზე, ხან განზე, ხან წინ...
                ჩემს მოხვას აწვიმს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები