ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2010


ალიონის მუზა

დილით, ალიონს მუზა ბახუსში,
ვაზის რტოსავით შემომეხვია,
ამ ღამეს თეთრად, რითმის ლოდინში,
ასი ფურცელი შემომეხია!

ოქროს ძაფებზე სტროფებს ავკინძავ,
თითქოს წვიმაა ქარვისგან სხმული,
ვაზის მტევანიც მისი ფერია,
შვილად ნაზარდი, მზის შებრაწული.

ქარვა ბადაგში ნელ-ნელა ლღვება,
დუღილს იწყებს და შხეფებით გვწუწავს,
ხელი არ ახლოთ, ის ხომ თოთოა,
ჯერ მხოლოდ მე ვგრძნობ მის ამოსუნთქვას!

აი გათენდა, ლექსიც მზად არის,
დაბადებულა ცისკრის ზღაპარი,
მას გზას ულოცავს ბებერი მტკვარი,
ზედაზნისა და კვირიკეს ჯვარი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები