ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2010


პანტა რეი

ყველაფერი მდინარებს თითქოს იყო აროდეს,
ღამით ქართა თარეშში რა უნდა მიხაროდეს?
კოკაინით დამთვრალა უპუშკინო დანტესი,
დულსინეას დაეძებს მიგელ დე სერვანტესი,
მოლეკულა დასტირის სამარეს და იონებს,
ღვინო, ლექსები, უფრთობა ვერ მაგალაკტიონებს,
დრო ისევ მეკარგება, როგორც არარაობა,
ვერაფრით გავიხსენე ჩემი პატარაობა,
ცა ოცნებამ შენისლა, ოცნებათა ყულაბა,
გაივსო და ერთ წამში ბზარებისგან გატყდება...
ჩაი, პური კარაქით და ალუბლის მურაბა,
რაც ბავშვობა დავკარგე მაგიდაზე არ მხვდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები