ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2010


* * *

შენღა უნდა მაიმედო,
როცა გულზე სევდის ნისლი მეფინება,
გამარჯვება დამიბედო -
ჩემი ბედი განა შენთვის სულ ერთია?
უკან აღარ ბრუნდებიან,
მაღალ მთებზე გადიქროლეს ზეფირებმა,
ახლოს თეთრი ღრუბლებია,
შორეთში კი შეუცნობი სულეთია.
მოდი, გული დამიამე,
კვლავ ხალისით აშრიალდეს ნიავ-ქარი,
ღამის სევდა განიავდეს,
ნაზი ფერით მოიქარგოს აისები.
ძველ იმედებს გავიღვივებ, -
გაიშლება კვლავ ცისფერი იალქანი,
ამ ყოფაზე გავიღიმებ,
ზეციური მშვიდი ფიქრით ავივსები...

                                                1995

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები