ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათა შველიძე
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2010


დავით გარეჯი

როცა ფიქრები მოსავს გარემოს,
ირგვლივ საზღვრებიც გარინდულია,
ბერის დანგრეულ კელიის მიღმა,
ისმის მეასედ "ალილუია",

როცა გარეჯის კლდიან კედლებში ,
წმინდა ბერიც კი გაყინულია,
ცრემლის წყაროთი ნაზიარევნი,
ასჯერ ამბობენ "ალილუია",

ახლაც ცივა და სიცხით ვიწვები,
მტკნარი გალობაც გარინდულია,
ექვსი ათასჯერ როცა გვაწამეს,
ერთხმად ვგალობდით "ალილუია",

ახლად შევადგი ფეხი სამოთხეს,
სადაც ბოროტი გახიზნულია,
წაბილწულ კედლებს როცა შევეხე,
გულში ჩამწყდა და "ალილუია".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები