ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2010


* * *

დაღამებისას ნისლის კაბით მოვიდა წვიმა
და ჩემი მთების ძველ ამბებზე მელაპარაკა...
ახლა მე ვიცი, რომ სველია წიფლის ტყეები,
ხეები თვლემენ ცივი ღამის მდუმარებაში
და ესიზმრებათ მინავლული, თბილი სხივები.
მთის ფერდობებზე გადაღლილი ჰქრიან ქარები
და ჩემი სულის თეთრ ნაფლეთებს დაატარებენ...
აღარ შრიალებს უფოთლო ტყე,
                    მხოლოდ სველდება
და უჩვეულო მოლოდინი დაუფლებია,
რადგან წვეთები,
            ბნელი ციდან
                        ჩამონადენნი,
სულ მალე თოვლის ფანტელებად გადიქცევიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები